Mexidol - მექსიდოლი 5% 2 მლ. 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 36,75 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
მარაგშია
SKU
6958_579

ჩვენება:ნევროზული და მისი მსგავსი მდგომარეობა, რომლის თანმხლებია განგაშის სინდრომი; ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი და ნეიროცილკურატორული დისტონია; სხვადასხვა გენეზის მსუბუქი კოგნიტიური დარღვევები.

ქიმიური დასახელება: 

6-მეთილ-2-ეთილპირიდინ-3-სუქცილი.

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი

შემადგენლობა: 5% ხსნარი 2 მლ. ამპულებში. ერთი ამპულა შეიცავს 100+10 მგ. მექსიდოლს და  საინექციო წყალს.

აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს უფერო ან მოყვითალო ფერის გამჭირვალე სითხეს 2 მლ. ამპულებში.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიოქსიდანტი, ანტიჰიპოგლიკომიური, ნოოტროპული და ტრანკვილიზური საშუალება.

ფარმაკოდინამიკა:

 მექსიდოლი მიეკუთვნება ფართო სპექტრის ანტიოქსიდანტს. იგი ზრდის სტრესის მიმართ ორგანიზმის მდგრადობას, ავლენს ანქსიოლიზურ მოქმედებას და არ გააჩნია საძილე და მიორელაქსანტური ეფექტი. პრეპარატს გააჩნია ნოოტროპული თვისებები. იგი ხელს უწყობს ხანდაზმულობითა და სხვადასხვა პათოგენური ფაქტორებით გამოწვეულ შესწავლის უნარსა და მახსოვრობის აღდგენას. პრეპარატი ავლენს კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და ანტიჰიპოქსატურ თვისებებს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას და შრომისუნარიანობას, აქვეითებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას. პრეპარატი აუმჯობესებს თავის ტვინის ქსოვილების მეტაბოლიზმსა და მათ სისხლით მომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციასა და რეოლოგიურ თვისებებს. იგი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ხელს უწყობს სისხლის უჯრედების მემბრანული სტრუქტურების სტაბილიზაციას. მექსიდოლს გააჩნია ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას.  მექსიდოლის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით. პრეპარატი აინჰიბირებს ცხიმების დაჟანგვას, ზრდის ცხიმებისა და ცილების აქტივობას, ამცირებს მემბრანის სიბლანტეს და აუმჯობესებს მის თვისებებს. მექსიდოლი ხელს უწყობს მემბრანო-დამოკიდებულ ფერმენტების აქტივობის მოდულაციას (კალციუმდამოუკიდებელ ფოსფოდიესთერაზას, ადენილატციკლაზას, აცეტილქოლინესთერაზს), რეცეპტულ კომპლექსებს (ბენზოდიაზეპინებს, გაემ-ის, აცეტილქოლინს), რაც ზრდის მათ ლიგანდებთან შეკავშირების უნარს. იგი უზრუნველყოფს ბიომემბრანების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის შენარჩუნების, ნეირომედიატორების ტრანსპორტისა და სინაფსური გადაცემის გაუმჯობესების უნარს. მექსიდოლი ზრდის თავის ტვინში დოფამინის შემცველობას. იგი ზრდის აერობული გლიკოლიზის კომპენსატორულ აქტივაციას, აქვეითებს კრებსის ციკლში ჟანგვითი პროცესების დათრგუნვის ხარისხს, ჰიპოქსიის პირობებში ატფ-ის და კრეატინინფოსფატის რაოდენობის გაზრდით.

ფარმაკოკინეტიკა: 

მექსიდოლი სწრაფად შეიწოვება ინექციის შემდეგ. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეაგენს 0,08-0,1 სთ-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 0,46-0,5 სთ-ს შემდეგ. მექსიდოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იმყოფება 50-დან 100 ნგ/მლ დიაპაზონში. მექსიდოლი ორგანიზმში ინტენსიურად მეტაბოლიზდება და წარმოქმნის მის გლუკუნოროკონიუგირებულ პროდუქტს. პრეპარატის 0,3 % ორგანიზმიდან ექსკრერირდება უცვლელი სახით საშუალოდ 12 სთ-ის განმავლობაში, ხოლო 50 % გლუკურონოკონიუგატის სახით. მექსიდოლი და მისი გლუკურონოკონიუგატები შედარებით ინტენსიურად ექსკრერირდებიან პრეპარატის მიღებიდან პირველი 4 სთ-ის განმავლობაში. მექსიდოლის შარდით ექსკრეციის მაჩვენებლებსა და მათ კონიუგირებელი მეტაბოლიტებს გააჩნია მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელობა.

გამოყენების ჩვენება: 

ნევროზული და მისი მსგავსი მდგომარეობა, რომლის თანმხლებია განგაშის სინდრომი; ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი და ნეიროცილკურატორული დისტონია; სხვადასხვა გენეზის მსუბუქი კოგნიტიური დარღვევები (ფსიქოორგანული სინდრომი და ასტენიური დარღვევები, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინში მწვავე და ქრონიკული დარღვევებით, აგრეთვე ნეიროინფექციებითა და ინტოქსიკაციებით, ატროფიული პროცესებით); ხანდაზმულებში მახსოვრობისა და ინტელექტუალური უკმარისობის სამკურნალოდ;  ექსტრემალური ფაქტორების ზემოქმედებისას;  ალკოჰოლიზმით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ, რომლის თანმხლებია მსგავსი ვეგეტატიური დარღვევები.

წინააღმდეგჩვენება:

 ღვიძლისა და თირკმელების მწვავე დარღვევები, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება: მექსიდოლი ინიშნება კუნთებსა და ვენაში (წვეთოვანით და ნაკადით). დოზა დგინდება ინდივიდუალურად. ინფუზიური წესით პრეპარატის შესაყვანად საჭიროა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარში. მკურნალობა იწყება დოზით 50-100 მგ 1-3 ჯერ დღეში, დოზას თანდათანობით ზრდიან სასურველი შედეგის მიღწევამდე. მექსიდოლი ნაკადით შეჰყავთ ნელა 5-7 წთ-ის განმავლობაში, წვეთოვანი – 40-60 წვეთიწუთში სიჩქარით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 800მგ-ს. თავის ტვინის მწვავე დარღვევისას მექსიდოლი კომპლექსური თერაპიის სახით პირველი 2-4 დღის განმავლობაში გამოიყენება ვენაში წვეთოვანი გზით 200-300 მგ ერთხელ დღე-ღამეში, შემდგომში კუნთებში  დოზით 100 მგ 2-3-ჯერ  დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს. დისცირკულური ენცეფალოპათიის დეკონპრესაციის ფაზის დროს პრეპარატი შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი ან ნაკადით დოზით 100 მგ 2-3ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.  დისცირკულური ენცეფალოპათიის პროფილაქტიკისთვის პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში დოზით 100 მგ 2-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში. ხანდაზმულ პაციენტებში მსუბუქი ფორმის კოგნიტური დარღვევისას და განგაშის მდგომარეობის დროს პრეპარატი ინიშნება კუნთებში დღე-ღამეში დოზით 100-300 მგ 14-30 დღის განმავლობაში. ალკოჰოლური სინდრომის აბსტინენციის დროს მექსიდოლი შეჰყავთ დოზით 100-200 მგ კუნთებში 2-3-ჯერ ან ვენაში 1-2-ჯერ 5-7 დღის განმავლობაში. ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის დროს პეპარატი შეჰყავთ ვენაში დოზით 50-300 მგ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.
მუცლის ღრუს მწვავე ფორმის ჩირქოვან-ანთებითი პროცესების (მწვავე ფორმის ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) დროს პრეპარატი ინიშნება პირველსავე დღეს როგორც ოპერაციამდე, ასევე  ოპერაციის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ფორმაზე. პრეპარატის მიღების შეწყვეტა ხდება თანდათანობით, კლინიკურ-ლაბორატორიული დადებითი ეფექტის შემდეგ. მწვავე ფორმის პანკრეატიტის დროს მექსიდოლი ინიშნება დოზით 100 მგ სამჯერ დღეში, ვენაში წვეთოვანი გზით(ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში) და კუნთებში. მსუბუქი ფორმის ნეკროზული პანკრეატიტის სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ ვენაში და კუნთებში დოზით 100-200 მგ 3-ჯერ დღეში. საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს – 200მგ 3-ჯერ დღეში ვენაში. მძიმე ფორმის დროს – მკურნალობის დასაწყისში 800 მგ დღეში ორმაგი შეყვანის რეჟიმით, შემდგომში დოზით 300 მგ 2-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზის თანდათანობითი შემცირებით. დაავადების უკიდურესად მძიმედ მიმდინარეობისას საწყისი დოზა შეადგენს 800 მგ-ს დღეში პანკრეატოგენური შოკის კუპირებამდე, შემდგომში 300-400 მგ 2-ჯერ დღეში ვენაში.

გვერდითი მოქმედება: 

იშვიათად – გულისრევა, პირის ღრუს სიმშრალე, ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: 

მექსიდოლის კომბინაცია სხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებთან, აძლიერებს ბენზოდიაზეპინური ანქსიოლლიზური, ანტიპარკინსონული საშუალებებისა და კარბამაზეპინის მოქმედებას, პრეპარატი ამცირებს ეთილის სპირტის ტოკსიკურ მოქმედებას.

გამოშვების ფორმა: 

2 მლ 5% ხსნარი ამპულებში, #10 შეფუთვაში.

შენახვის პირობები: 

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ბ სია.

ვარგისიანობის ვადა: 

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი: რუსეთი PHARMASOFT


მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy