Nasoaldo - ნასოალდო სპრეი 50მკგ 140 დოზა
ჩვენება:გამოიყენება ხდება თივის ცხელების(სეზონური და ალერგიული რინიტების) და პერინეალური რინიტების დროს მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლიდან.
რას წარმოადგენს ნასოალდო და რისთვის გამოიყენება ის?
ნასოალდო 50 მიკროგრამი/მოქმედი ნაზალური სპრეი, სუსპენზია შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მომეტაზონის ფუროატს, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფს. მომეტაზონის ფუროატი ცხვირში შესხურებისას ამცირებს ანთებით პროცესს (ცხვირის შეშუპებას და გაღიზიანებას), ცემინებას, ქავილს, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და გამონადენს ცხვირიდან.
რისთვის გამოიყენება ნასოალდო?
თივისმიერი ცხელება და სეზონური რინიტები
ნასოალდო გამოიყენება თივისმიერი ცხელების (ასევე წოდებული როგორც სეზონური ალერგიული რინიტების) და პერინეალური რინიტების დროს მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლიდან.
თივის ცხელება ვითარდება წელიწადის გარკვეულ დროს და წარმოადგენს მცენარეული მტვრით, ბალახებით, სარეველებით, სოკოებით და სოკოს სპორებით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციას.
პერინეალური რინიტი ვითარდება მთელი წლის განმავლობაში და გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით სახლის მტვერი, ცხოველის ბეწვის(ქერტლის), ბუმბულის და ზოგიერთი საკვების ჩათვლით.
ნასოალდო ამცირებს ანთებით პროცეს, შეშუპებას ასევე ხსნის ცემინებას, ქავილს გამონადენს ცხვირიდან და ცხვირით სუნქვის გაძნელებას რომლებიც გამოწვეულია თივის ცხელებით (სეზონური და ალერგიული რინიტების) და პერინეალური(მრავალწლიანი რინიტი) დროს.
ნაზალური პოლიპები:
ნასოალდო გამოიყენება ნაზალური პოლიპების სამკურნალოდ 18 წლიდან და ზევით.
ნაზალური პოლი არის მცირე ზომის წანაზარდი ცხვირში, რაც ხშირად ორივე ნესტოში ვითარდება.ნასოალდო ამცირებს ანთებით პროცეს ცხვირის ღრუში რის შედეგადაც ხდება პოლიპების ზომების შემცირება და ცხვირით სუნთქვის გაიოლება.
რა უნდა ვიცოდეთ ნასოალდოს გამოყენებამდე
არ გამოაყენოთ ნასოალდო:
თუ აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა)მომეტაზონის ფუროატის ან მისი შემადგენელი სხვა კომპენენტის მიმართ( ჩამოთვლილი 6 პარაგ)
თუ გააქვთ ცხვირის ინფექციები. ნასოალდოს გამოყენებამდე უნდა მოხდეს ინფექციის განკურნება როგორიცაა ცხვირის ჰერპესი ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს პროცესის გაუარესება.თქვენ უნდა დაელოდოთ სანამ არ მოხდება პროცესის სრული ალაგება და შემდეგ უნდა გამოიყენოთ ცხვირის სპრეი
თუ ახლო წარსულში ცხვირზე ჩატარებული ოპერაციის ან ტრამვის შემთხვევაში მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ჭრილობების სრული მოშუშება.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ნასოალდოს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაქვთ ან წარსულში ქონიათ ტუბერკულოზი.
გაქვთ რაიმე სხვა სახის ინფექცია.
იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდებს პეროლარულად ან ინექციის სახით.
გაქვთ კისტოზური ფიბრომა (ორგანული მრავალ გენეტიკური დაავადება, რომელიც ძირითადად გავლენას ახდენს ფილტვების და საჭმლის მომნელებელი სისტემაზე).
ნასოალდოს გამოყენებაისას მიმართეთ ექიმს:
თუ თქვენ გაქვთ დაქვეითებული იმუნური სისტემა(გაქვთ რაიმე ინფექცია ) ან იმყოფებით კონტაქტში წითელათი ან ჩუტყვავილათი დაავადებულთან.
თუ გააქვთ ცხვირის ან ყელის ინფექცია
თუ ამ პრეპარატის გამოყენება ხდება რამოდენიმე თვის ან მეტი პერიოდის განმავლობაში.
თუ თქვენ გააქვთ მუდმივი გაღიზიანება ცხვირის ან ყელის.
მიმართეთ ექიმს თუ თქვენ გაქვთ მხედველობის დაქვეითება ან სხვა დარღვევები მხედველობის
თუ კორტიკოსტეროიდული ნაზალური სპრეის გამოყენება ხდება დიდი რაოდენობით ან დიდი ხნის განმავლობაში მათ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები,რადგან შეიწოვება ორგანიზმში.
თუ თქვენ გაწუხებთ თვალების ქავილი ან გაღიზიანება, ექიმი მიმართავს მკურნალობის სხვა მეთოდს.
ბავშვები:
ნაზალური სტერეოიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეჩერება.
რეკომენდირებულია ბავშვებში სიმაღლის შემოწმება თუ ნაზალური კორტიკოსტეროიდის გამოყენება ხდება დიდი ხნის განმავლობაში , რაიმე ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ურთიერქმედება სხვა მედიკამენტებთან;
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს იღებდით ან ღებულობთ სხვა მედიკამენტს.
თუ ალერგიის სამკურნალოდ იღებთ პეროლალურ ან საინექციო კორტიკოსტეროიდებს ,ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მათი მიღების შეწყვეტა ნასოალდოს გამოყენების პერიოდში.ზოგიერთ პაციენტს კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტის ფონზე შეიძლება აღენიშნოს არასასურველი გვერდითი ეფექტები,როგორიცაა სახსრების ან კუნთების ტკივილი,სისუსტე და დეპრესია.შესაძლოა განვითარდეს სხვა ალერგიული რეაქციებიც,როგორცაა ქავილი ,თვალებიდან ცრემლდენა ან წითელი ლაქები კანზე და ქავილი.აღნიშნული მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გაზარდოს ნასოალდოს მოქმედების ეფექტი ამისათვის აუცილებელია თქვენმა ექიმმა კარგად გამოიკვლიოს თუ რომელ მედიკამენტებს იღებთ(აივ ინფექციაზე;რიტონავირი,კობიციტატი)
ორსულობა და ლაქტაცია:
თუ თქვენ ხართ ორსულად და მეძუძური დედა , ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს სანამ გამოიყენებთ პრეპარატს.
არ არსებობს ინფორმაცია ორსულებში მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისა და დედის რძეში მომეტაზონის ფუროატის გამოყოფის შესახებ.
ავტომანქანები და სხვა მოწყობილობები;
ნასოალდოს გამოყენებისას ავტომანქანების და სხვა მოწყობილობების მართვაზე უკუჩვენებები არ არის ცნობილი.
ნასოალდო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ნასოალდო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაღზიანება.
მიღების წესი
ყურადღება მიაქციეთ ინსტრუქციას, ეს მედიკამენტი დანიშნულია თქვენთვის ექიმის ან ფარმაცევტის მიერ, ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ნუ მიიღებთ მედიკამენტის მეტ დოზას,ნუ შეისხურებთ სპრეის ხშირად,ან უფრო ხანგრძლივად ,ვიდრე ექიმის დანიშნულებაშია.
თივის ცხელება და პერინეალური რინიტი
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან:
დოზა შეადგენს 2 შესხურებას თითო ნესტოში დღეში ერთხელ
სიმპტომების ნორმალიზების შემთხვევაშიშეიძლება თქვენმა ექიმმა შეგიმციროთ მიღების დოზა.
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა გაგიზარდოთ დოზა მაქსიმალურ დასაშვებ დღურ დოზამდე- 4 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ. დოზა შეადგენს 1 შესხურებას თითო ნესტოში დღეში ერთხელ
3-11 წლის ასაკის ბაშვები
დოზა შეადგენს 1 შესხურებას თითო ნესტოში დღეში ერთხელ.
თუ თქვენ ან თქვენი შვილი თივის ცხელების (სეზონური და ალერგიული რინიტების) მაღალი ინტენსივობით გამოირჩევით ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ნასოალდოს გამოყენება მცენარის ყვავილობამდე,რაც ალერგიული სიმპტომების პრევენციის საშუალებას მოგცემთ.მცენარეების ყვავილობის სეზონის დასასრულს თივის ცხელების სიმპტომები ქრება და მკურნალობა აღარ არის საჭირო.
ნაზალური პოლიპები:
18 წელს ზემოთ მოზრდილებში
საწყისი დოზა შეადგენს 2 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ.
თუ 5-6 კვირის განმავლობაში არ მოხდა სიპტომების შესუსტება დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 შესხურებამდე 2 ჯერ დღეში . სიმპტომების შემსუბუქების შემთხვევაში ექიმი გირჩევთ დოზის შემცირებას მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.
თუ 5-6 კვირის შემდეგ ,დღეში ორჯერადი შესხურების ფონზე არ მოხდა მდგომარეობის გაუმჯობესება, მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და გზა
ნაზალური სპრეის მომზადება გამოყენებისთვის
ნასოალდოს ნაზალური სპრეის გააჩნია მტვრისგან დამცავ ხუფი, რომელიც იცავს გამომფრქვევის სისუფთავეს.
გამოყენების წინ ყოველთვის მოხსენით ხუფი სპრეის და დაახურეთ გამოყენების შემდეგ.
სპრეის პირველად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ჰაერის გამოტუმბვა გამომფრქვევის დაახლოებით 10-ჯერ შეკუმშვით, რათა მიიღოთ სითხის ნაკადი:
1. ფრთხილად შეანჯღრიეთ ბოთლი.
2. საჩვენებელი და შუა თითები მოათავსეთ გამომფრქვევ ტუმბოზე, ხოლო დიდი თითი ბოთლის ძირზე. ნუ გაჩხვლეტთ ცხვირის აპლიკატორს.
3. მიმართეთ გამომფრქვევი თქვენგან მოშორებით და თითებით დააწექით ტუმბოს ქვემოთ 10 ჯერ სანამ არ გაიფრქვევა სითხის ნაკადი
თუ სპრეი არ გამოგიყენებიათ 14 დღეზე მეტ ხანს, დაგჭირდებათ ჰაერის ხელახლა გამოტუმბვა 2 დაჭერით სანამ არ მიიღებთ სითხის ნაკადს.
ნაზალური სპრეის გამოყენება:
1. ფრთხილად შეანჯღრიეთ ბოთლი და მოხსენით ხუფი (სურათი 1).
2. ფრთხილად გამოიწმინდეთ ცხირი
3.დაახშეთ ერთი ნესტო და მოათავსეთ გამომფრქვევი მეორე ნესტოში, როგორც არის ნაჩვენები (სურათი 2).
დააფიქსირეთ თავი წინ წამოწეულ მდგმარეობაში, ისე, რომ ბოთლი ზემოთ იყოს მიმართული.
4. შეისუნთქეთ ფრთხილად და ნელა ცხვირით და ერთხელ დააწექით ტუმბოს თითებით შესუნთქვის პროცესში.
5. ამოისუნთქეთ პირით. გაიმეორეთ მე-4 ნაბიჯი მეორე შეფრქვევის დროს იმავე ნესტოში.
6. გამოიღეთ გამომფრქვევი ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.
7. გაიმეორეთ მე-3-6 საფეხურები მეორე ნესტოში (სურათი 3).სპრეის გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ გულმოდგინეთ გამომფრქვევი სუფთა ნაჭრით და დაახურეთ თავსახური.
სპრეის გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ გულმოდგინეთ გამომფრქვევი სუფთა ნაჭრით და დაახურეთ თავსახური.
ცხვირის სპრეის გასუფთავება:
მნიშვნელოვანია სპრეის მუდმივი გასუფთავება, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაზიანება.
მოხადეთ ხუფი და ფრთხილად მოხსენით გამომფრქვევი.
გარეცხეთ ისინი თბილ და გაავლეთ გამდინარე წყალში.
ნუ ეცდებით ნაზალური აპლიკატორის გახსნას ბასრი საგნით, შეიძლება დააზანოთ ის და დაარღვიოთ მედიკამენტის სწორი დოზირება.
გამოყენების შემდეგ გააშრეთ.
ჩაამაგრეთ გამომფრქვევი აპლიკატორზე და დაახურეთ ხუფი.
გასუფთავების შემდეგ სპრეის დასჭირდება ჰაერის ხელახლა გამოტუმბვა გამოყენების წინ.
ნასოალდოს დოზის გადაჭარბებისას:
ნასოალდოს ის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სტეროიდების ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით მიღების დროს, იშვიათად იცვლება ჰორმონული ფონი. ბავშვებში მან შეიძლება გავლენა იქონიოს ზრდასა და განვითარებაზე.
თუ დაგავიწყდათ ნასოალდოს გამოყენება:
ნაზალური სპრეის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შეეცადეთ გამოიყენოთ იგი გახსენებისთანავე და გააგრძელეთ კურსი დანიშნულებისამებრ. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ნასოალდოს მიღების შეწყვეტა:
ზოგ პაციენტში ნასოალდოს ფონზე სიმპტომების შემსუბუქება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ აღინიშნება; თუმცა სრული ეფექტი შესაძლოა 2 დღის შემდეგ დადგეს. მნიშვნელოვანია ნაზალური სპრეის რეგულარული გამოყენება.
ნუ შეწყვეტთ მკურნალობას ექიმის რჩევის გარეშე, თუნდაც თავს კარგად გრძნობდეთ.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა მედიკამენტის მსგავსად ნასოალდოსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.ნასოალდოს გამოყენების შემდეგ დაუყოვნებელი (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს. ეს რეაქციები შეიძლებაიყოს სახიფათო . თქვენ უნდა შეწყვიტოთ ნასოალდოთი მკურნალობა და მიმართოთ სამედიცინო დახმარების ცენტრს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას.
სახის,ყელის და ენის შეშუპება
ყლაპვის სირთულე
ჭინჭრის ციება
დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა.
თუ ნაზალური კორტიკოსტეროიდების გამოიყენება ხდება დიდი დოზებით და დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება მოხდეს გვერდითი ეფექტების გამოწვევა რადგან მედიკამენტი აბსორბირდებულია ორგანიზმში.
სხვა გვერდითი მოვლენები: ადამიანთა უმეტესობას არ გააჩნია არ აღენიშნებათ ნაზალური სპრეის გამოყენების შემდეგ გვერდითი მოვლენები,თუმცა მომეტაზონის ფუროატის ან სხვა კორტიკოსტეროიდების ნაზალური სპრეების მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს:
ზოგადი გვერდითი ეფექტები ვლინდება 10 დან 1 პაციენტში:
თავის ტკივილი
ცემინება
ძალიან ხშირად ცხვირიდან სისხლდენა ( ვლინდება 10 დან 1 ზე მეტ პაციენტში) ადამიანებს რომლებთაც აწუხებთ ნაზალური პოლიპები და მომეტაზონის ფუროატს მოიხმარენ 2 შესხურებას 2 ჯერ დღეში თითო ნესტოში.
ცხვირისა და ყელის ტკივილი
ცხვირის წყლული.
რესპირატორული ინფექციები.
gverdiTi movlenebi, romelTa sixSirec ucnobia (sixSiris dadgena ver xdeba arsebuli monacemebiT):
მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა) ან კატარაქტა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევები.
ცხვირის ძგიდის დაზიანება
გემოსა და სუნის ცვლილება
ქოშინი და დაღლილობა
მხედველობის დაქვეითება
გვერდითი მოვლენების შეტყობინება:
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაშიც კი რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში.
შენახვის წესები:
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 30ºC. არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ნიშანი EXP-ის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა არის ბოლო დღე მოცემულ თვეში
სპრეი გამოყენებული უნდა იქნას გახსიდან 2 თვის განმავლობაში.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაცია ხდება აფთიაქში განთავსებულ სპეციალურ ურნაში.თუ არ გჭირდებათ მედიკამენტი კითხეთ ფარმაცევტს როგორ მოიქცეთ.ამით თქვენ შეუწყობთ არსებული გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნასოალდო
აქტიური ნივთიერებაა ნივთიერებაა მომეტაზონის ფუროატი. თითოეული შესხურება შეიცავს 50 მკგ მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატს.
დამხმარე ნივთიერებები დისპერსირებული ცელულოზა (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა) გლიცერინი,ნატრიუმის ციტრატი, უწყლო ლიმონმჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი პოლისორბატ 80 და გამოხდილი წყალი
ნასოალდოს გარეგნული მხარე და შეფუთვის შემადგენლობა:
ნასოალდო წარმოადგენს ნაზალურ სპრეის. ნასოალდო არის ბოთლი თეთრი გაუმჭირვალე პლასტიკის გათვლილი 140 შესხურებაზე აღჭურვილი დოზირებული ტუმბოთი,ცხვირის ადაპტერით და მტვრისგან დამცავი თავსახურით.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account