Nazoster - ნაზოსტერი სპრეი 50მკგ 140დოზა

განსაკუთრებული ფასი 32,18 GEL რეგულარული ფასი 47,39 GEL
მარაგშია
SKU
28620_694

ჩვენება: სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში.

ნაზოსტერი® 0.05% ნაზალური სპრეი

ნაზალური სუსპენზია გამფრქვევი დოზატორით

·        აქტიური ნივთიერება: თითო გაფრქვევა შეიცავს 100მგ სუსპენზიას, რომელიც 50მკგ მომეტაზონ ფუროატის ექვივალენტურია.

·        შემავსებლები: დისპერსიული ცელულოზა 65ცპს, გლიცერინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ფენილეთილის სპირტი,  დეიონიზირებული წყალი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

·        შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

·        დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

·        პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად, არ გადასცეთ სხვებს.

·        ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.

·        დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდირებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
 გამოყენების ინსტრუქციაში იხილავთ:

1. რა არის ნაზოსტერი® და რისთვის გამოიყენება

2. რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ნაზოსტერის® გამოყენებამდე

3. ნაზოსტერის® გამოყენების წესი

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5. ნაზოსტერის® შენახვის პირობები

 

1. რა არის ნაზოსტერი® და რისთვის გამოიყენება

ნაზოსტერი® წარმოდგენილია დოზირებულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 18 გ სუსპენზიას და უდრის 140 შესხურებას. იგი არის თეთრი ფერის წყლიანი სუსპენზია, რომელიც შენჯღრევის შემდეგ ერთგვაროვან კონსისტენციას ღებულობს.

ნაზოსტერის® ნაზალური სპრეი შეიცავს მომეტაზონ ფუროატს, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ კორტიკოსტეროიდებს. მომეტაზონ ფუროატი არ უნდა აურიოთ “ანაბოლურ სტეროიდებში”, რომელთაც ზოგიერთი სპორტსმენი არამიზნობრივად იყენებს და მიიღება ტაბლეტების და ინექციის სახით. მომეტაზონ ფუროატი ცხვირის ნესტოში მცირე რაოდენობით შეფრქვევისას ეფექტურად მოქმედებს ანთების, ქავილის, ცხვირის გაჭედვის და ცემინების წინააღმდეგ.

ნაზოსტერი® გამოიყენება თივის ცხელების (რომელიც ასევე ცნობილია ალერგიული რინიტის სახელით) და ქრონიკული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ ≥6 წლის ბავშვებში და მოზრდილებში.

ნაზოსტერი® ნაჩვენებია სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში და ≥12 წლის მოზარდებში.

ნაზოსტერის® მიღება შესაძლებელია “ალერგიული რინიტის” მქონე 2-6 წლის ბავშვებში.

პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოს ყვავილობის სეზონამდე 2-4 კვირით ადრე.

ნაზოსტერი® ასევე გამოიყენება ცხვირის პოლიპების (კეთილთვისებიანი სიმსივნე) სამკურნალოდ ≥18 წლის მოზრდილებში.

რა არის თივის ცხელება და ქრონიკული რინიტი?

თივის ცხელება, რომელიც აღინიშნება წელიწადის გარკვეულ დროს, ალერგიული რეაქციაა და იწვევს ხეების, ბალახის, სარეველას მტვერი და ასევე ობისა და სოკოს სპორები. 

ქრონიკული რინიტი შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ნივთიერებების, მათ შორის მტვრის ტკიპას, ცხოველის ბეწვის, ფრინველის ბუმბულის და გარკვეული პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობამ. ასეთ ალერგიულ რეაქციებს თან ახლავს ცხვირიდან გამონადენი და ცემინება და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. ნაზოსტერი® ამცირებს ცხვირის ღრუს  შეშუპებას და გაღიზიანებას და შესაბამისად ხსნის ცემინებას, ქავილს, გამონადენს და ცხვირის გაჭედვას.

რა არის ცხვირის პოლიპი?

ეს არის მცირე ზომის წარმონაქმნი ცხვირის ლორწოვან გარსზე და ჩვეულებრივ აღინიშნება ცხვირის ორივე ნესტოში. ძირითადი სიმპტომებია ცხვირის გაჭედვის შეგრძნება, რაც გავლენას ახდენს ცხვირით სუნთქვაზე. ასევე შესაძლოა აღინიშნოს შეგრძნება თითქოს გამონადენი გადადის ყელში, გემოს და ყნოსვის დაკარგვა. ნაზოსტერი® ამცირებს ანთებას ცხვირის ღრუში და უზრუნველყოფს პოლიპების თანდათან შემცირებას.

2. რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ნაზოსტერის® გამოყენებამდე

არ მიიღოთ ნაზოსტერი® იმ შემთხვევაში თუ:

·        გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მომეტაზონ ფუროატის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ,

·        გაქვთ ცხვირის ღრუს ინფექცია, უნდა დაიცადოთ სანამ ინფექცია არ გაივლის.

·        ბოლო პერიოდში გადაიტანეთ ცხვირის ოპერაცია ან ცხვირის ტრავმა. ნაზალური სპრეი არ გამოიყენება სანამ დაზიანება არ გაივლის.

ნაზოსტერი® სიფრთხილით გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ:

·        გადაიტანეთ ან ამჟამად გაქვთ ტუბერკულოზი,

·        გაქვთ თვალის მარტივი ჰერპესი (ვირუსი), 

·        გაქვთ ნებისმიერი სხვა ინფექცია,

·        ღებულობთ სხვა კორტიკოსტეროიდებს პერორალურად ან ინექციის სახით,

·        გაქვთ კისტოზური ფიბროზი

ნაზოსტერით® მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ წითელას ან ჩუტყვავილას მქონე პირებს. აღნიშნული ინფექციებით დაავადებულ პირებთან კონტაქტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ ზემოთ მოცემული გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში. 

ნაზოსტერის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ნაზოსტერის® მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულატაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ნაზოსტერი® არ გამოიყენება ექიმის მითითების გარეშე თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას.

სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდების მსგავსად ნაზოსტერის® ორსულებში დანიშვნისას უნდა შეფასდეს დედისათვის და ნაყოფისათვის მოსალოდნელი რისკი და სარგებელი.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია 

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულატაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ნაზოსტერის® გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდების მსგავსად ნაზოსტერის® მეძუძურ დედებში დანიშვნისას უნდა შეფასდეს დედისათვის და ნაყოფისათვის მოსალოდნელი რისკი და სარგებელი.

ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება

ნაზოსტერის® ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე არ არის ცნობილი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაზოსტერის® ზოგიერთი შემავსებლის შესახებ

ნაზოსტერი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც იწვევს ცხვირის ღრუს გაღიზიანებას.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ სხვა, მათ შორის რეცეპტით და ურეცეპტოთ შეძენილ პრეპარატებს და მცენარეულ დანამატებს. ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაზოსტერის® მოქმედების მექანიზმზე ან პირიქით ნაზოსტერმა® შესაძლოა იმოქმედოს სხვა პრეპარატების ეფექტზე.

თუ ღებულობთ ალერგიის საწინააღმდეგო კორტიკოსტეროიდებს პერორალურად ან ინექციის სახით ექიმმა ნაზოსტერის® გამოყენებამდე შესაძლოა გირჩიოთ მოცემული პრეპარატების შეწყვეტა. პერორალური ან საინექციო კორტიკოსტეროიდების შეწყვეტამ ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი ეფექტები, როგორიც არის კუნთების ან სახსრების ტკივილი, დაღლილობა და დეპრესია. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას აცნობეთ ექიმს, რომელიც გაგიწევთ რეკომენდაციას ნაზალური სპერით მკურნალობის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ. გარდა ამისა შესაძლოა აღინიშნოს სხვა ალერგიული რეაქციები, მაგ: თვალების ქავილი, ცრემლდენა, კანის ქავილი ან სიწითლე. მიმართეთ ექიმს თუ გამოვლინდა რომელიმე მოცემული სიმპტომი და გაწუხებთ.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, რეცეპტით თუ ურეცეპტოთ შეძენილ პრეპარატს.

3. ნაზოსტერის® გამოყენების წესი

ნაზოსტერი® ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სპრეი არ გამოიყენება ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი ხანგრძლივობით ან სიხშირით და მაღალი დოზებით. 

პრეპარატის სწორად გამოყენებასთან და დოზირების რეჟიმთან/გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებული მითითებები:

·        თივის ცხელება და ქრონიკული რინიტი

მოზრდილები და >12 წლის ბავშვებში:

მოზრდილებში და 12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში პრეპარატის სტანდარტული დოზა შეადგენს ორ შესხურებას თითო ნესტოში დღეში ერთჯერ.

მას შემდეგ, რაც სიმპტომები კონტროლირებადი გახდება ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ერთი შესხურება თითო ნესტოში.

მიმართეთ ექიმს თუ გაუმჯობესება არ იგრძნობა. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა, რომელიც შეადგენს მაქსიმუმ ოთხ შესხურებას თითო ნესტოში დღეში ერთჯერ. მას შემდეგ, რაც სიმპტომები კონტროლირებადი გახდება ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა და დანიშნოს ორი შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთჯერ.

3-11 წლის ბავშვები:

ჩვეულებრივ ინიშნება ერთი შესხურება თითო ნესტოში.

ნაზალური სტეროიდების მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზრდის შენელება ბავშვებში. მკურნალობის პერიოდში ექიმი პერიოდულად ამოწმებს ბავშვის სიმაღლეს და ამცირებს დოზას თუ შენიშნავს რაიმე ზეგავლენას.

თივის ცხელების სიმპტომების გართულების შემთხვევაში ექიმმა ნაზოსტერი® შესაძლოა დანიშნოს ყვავილობის პერიოდის დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე; ეს მეთოდი ხელს უშლის თივის ცხელების სიმპტომების გამოვლენას. თვალების ქავილის ან გაღიზიანების დროს ნაზოსტერთან® ერთად ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ სხვა სახის მკურნალობაც. ყვავილობის პერიოდის დასასრულს თივის ცხელების სიმპტომები შესაძლოა გაუმჯობესდეს და აღარ დაგჭირდეთ მკურნალობა.

·        ცხვირის პოლიპები

>18 წლის მოზრდილებში სტანდარტული საწყისი დოზა არის ორი შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთჯერ.

თუ 4-6 კვირის განმავლობაში ვერ ხერხდება სიმპტომების გაკონტროლება შესაძლოა დოზა გაიზარდოს და დაინიშნოს ორი შესხურება დღეში ორჯერ. მას შემდეგ, რაც სიმპტომები კონტროლს დაექვემდებარებიან ექიმი ნიშნავს უმცირეს ეფექტურ დოზას.

თუ 5-6 კვირის განმავლობაში პრეპარატის დღეში ორჯერ მიღებისას არ აღინიშნა გაუმჯობესება მიმართეთ ექიმს და გაესაუბრეთ სხვა სახის მკურნალობით ჩანაცვლების შესახებ. 

გამოყენების გზა და მეთოდი:

ნაზალური სპრეის მზადყოფნაში მოყვანა:

ნაზოსტერს® აქვს დამცავი ხუფი, რომელიც იცავს ბუნიკს და ინარჩუნებს მის სისუფთავეს. სპრეის გამოყენებამდე მოხსენით აღნიშნული ხუფი და დაახურეთ გამოყენების შემდეგ.

არ გახვრიტოთ გამფრქვევი ტუმბოს თავი.

ნაზალური სპრეის პირველად გამოყენების წინ გამფრქვევი ტუმბოს მოქმედებაში მოყვანის მიზნით საჭიროა 10 საცდელი გაფრქვევა, სანამ სათანადოდ არ მოხდება გაფრქვევა.

1. ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.

2. საჩვენებელი და შუა თითები მოათავსეთ ბუნიკის ორივე მხარეს, ხოლო ძირი კი დაიჭირეთ ცერა თითით.

3. მოაცილეთ ფლაკონი ცხვირს და თითების დაჭერით შეასხურეთ სპრეი.

≥14 დღის განმავლობაში ნაზალური სპრეის გამოუყენებლობის შემთხვევაში გამფრქვევის ტუმბოს მწყობრში მოყვანის მიზნით როგორც წესი საჭიროა 2 გაფრქვევა, რომ სპრეი სათანადოდ გამოვიდეს. 

გამოყენების ინსტრუქცია

1. ნაზად შეანჯღრიეთ ფლაკონი და მოაცილეთ დამცავი თავსახური (სურათი 1)

2. ფრთხილად გაისუფთავეთ ცხვირი.

3. დაახშეთ ერთი ნესტო მასზე თითის დაჭერით, მოათავსეთ გამფრქვევი ტუმბოს თავი მეორე ნესტოში (სურათი 2). თავი ოდნავ წინ გადაწიეთ ისე, რომ ფლაკონი სწორ მდგომარეობაში იყოს.

4. ისუნთქეთ ცხვირით და შესუნთქვის დროს ერთჯერ დააჭირეთ თითით და შეასხურეთ სპრეი ცხვირში.  

5. ამოისუნთქეთ პირით. კიდევ ერთჯერ გაიმეორეთ 4-ე პუნქტში მოცემული პროცედურა იმავე ნესტოში.

6. მოაშორეთ ფლაკონი ნესტოს და ამოისუნთქეთ პირით.

7. მეორე ნესტოს შემთხვევაში გაიმეორეთ 3-6-ე პუნქტებში მოცემული პროცედურები. 

გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ხელსახოცით და დაახურეთ თავსახური.

ნაზალური გამფრქვევის გაწმენდა

მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად გაიწმინდოს გამფრქვევი, რათა სათანადოდ მოხდეს პრეპარატის გაფრქვევა. გარეცხეთ გამფრქვევი ტუმბო და დამცავი ხუფი ცხელი წყლით და გააშრეთ. არ შეეცადოთ გამფრქვევი ტუმბოს თავის გახვრეტას ნემსით ან ბასრი საგნით, რადგან დაზიანდება ტუმბო და ვეღარ მოხდება სათანადო დოზის მიწოდება. გააჩერეთ თბილ ადგილას, რომ გაშრეს. მოათავსეთ გამფრქვევი ფლაკონში და გაუკეთეთ დამცავი ხუფი. გამფრქვევის გაწმენდის შემდეგ პირველად გამოყენებისას საჭიროა 2 გაფრქვევა, რომ სპრეი სათანადოდ გამოვიდეს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები: ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მოზრდილის დახმარებით.

ხანდაზმულები: არ ვრცელდება გამოყენების განსაკუთრებული პირობები.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა: მონაცემები არ ფიქსირდება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. 

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ ნაზოსტერის® ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.

თუ მიიღეთ ნაზოსტერის® ჭარბი დოზა

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა.

სტეროიდების ხანგრძლივად ან დიდი დოზებით მიღებამ იშვიათად შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგიერთ ჰორმონზე. ბავშვებში შესაძლოა შეფერხდეს ზრდა და განვითარება.

თუ დაგავიწყდათ ნაზოსტერის® მიღება

შეეცადეთ პრეპარატი მიიღოთ დანიშნულების მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ ნაზალური სპრეის გამოყენება საჭირო დროს, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე და მკურნალობა განაგრძეთ ჩვეული რეჟიმით.

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ნაზოსტერის® შეწყვეტასთან დაკავშირებული ეფექტები

ზოგიერთ პაციენტში სიმპტომების მოხსნა იწყება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ. თუმცა სრული თერაპიული ეფექტი შესაძლოა არ აღინიშნოს დაახლოებით ორი დღე. ძალიან მნიშვნელოვანია ნაზალური სპრეის რეგულარულად გამოყენება. ექიმის გარეშე თვითნებურად არ შეწყვიტოთ მკურნალობა იმ შემთხვევაშიც კი თუ უკეთესად გრძნობთ თავს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად მოსალოდნელია გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ნაზოსტერის® ინგრედიენტების მიმართ.

რომელიმე მოცემული ეფექტის გამოვლენისას შეწყვიტეთ ნაზოსტერის® გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

იშვიათი: ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (როგორიც რის ბრონქოსპაზმი (სპაზმები ბრონქებში), დისპნოე (სუნთქვის უკმარისობა).

ძალიან იშვიათი: დაფიქსირდა ანაფილაქსია (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია) და ანგიონევროზული შეშუპება (იწვევს კანის ქავილს).

ეს გვერდითი ეფექტები სერიოზულია.

თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდა ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ალერგია გაქვთ ნაზოსტერზე®. შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გვერდითი ეფექტები:

გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან გავრცელებული: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.

გავრცელებული: ვლინდება 10-დან <1, მაგრამ 100-დან >1 პაციენტში.

ნაკლებად გავრცელებული: ვლინდება 100-დან <1, მაგრამ 1000-დან >1 პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1,000-დან <1, მაგრამ 10,000-დან >1 პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000-დან <1 პაციენტში.

სიხშირე უცნობია: ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

·    მკურნალობასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენები ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილ და მოზარდ პაციენტებში:

გავრცელებული: ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა), ფარინგიტი (ყელის ტკივილი), წვის შეგრძნება ცხვირის ღრუში, ცხვირის გაღიზიანება, წყლულები ცხვირის ღრუში, ცემინება, თავის ტკივილი

სიხშირე უცნობია: ბავშვებში ზრდის ტემპის შენელება ხანგრძლივი გამოყენებისას, მხედველობასთან დაკავშირებული დარღვევები, რაც გამოწვეულია თვალის წნევის მომატებით (გლაუკომა).

ნაზალური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღებისას რეკომენდირებულია ბავშვის სიმაღლის გაკონტროლება.

ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა) ჩვეულებრივ მსუბუქი ხასიათისაა და ქრება თვითნებურად. თუმცა სიხშირე უფრო მეტია (5%) ვიდრე პლაცებოს (პრეპარატი, რომელიც არ შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს) შემთხვევაში, შედარებითია აქტიურად კონტროლირებად ნაზალურ კორტიკოსტეროიდებთან (15%-მდე), ექვემდებარება შედარებას და უფრო დაბალია. ყველა სხვა ეფექტის სიხშირე პლაცებოსთან შედარებითია.

პედიატრიულ პაციენტებში გვერდითი ეფექტების სიხშირე, მაგ: თავის ტკივილი (3%), ეპისტაქსისი (6%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) პლაცებოსთან შედარებითია.

·        ცხვირის პოლიპები (კეთილთვისებიანი სიმსივნე): პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ცხვირის პოლიპებს არასასურველი მოვლენების სიხშირე პლაცებოსთან შედარებითია და მსგავსია ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული სიხშირისა. პოლიპების თვალსაზრისით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში პაციენტების ≥1%-ში დაფიქსირდა  მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი მოვლენები: 

ძალიან გავრცელებული: ცხვირიდან სისხლდენა, უმეტესად დღეში ორჯერ 200 მიკროგრამის მიღებისას.

გავრცელებული: ზედა სასუნთქი გზები ინფექცია ჩვეულებრივ დღეში ერთჯერ 200 მიკროგრამის მიღებისას, ცხვირიდან სისხლდენა ჩვეულებრივ დღეში ერთჯერ 200 მიკროგრამის მიღებისას, ყელის გაღიზიანება ჩვეულებრივ დღეში ორჯერ 200 მიკროგრამის მიღებისას, თავის ტკივილი ჩვეულებრივ დღეში ერთჯერ 200 მიკროგრამის მიღებისას და დღეში ორჯერ 200 მიკროგრამის მიღებისას.

ნაკლებად გავრცელებული: ზედა სასუნთქი ტრაქტის ინფექცია დღეში ორჯერ 200 მიკროგრამის მიღებისას.

ძალიან იშვიათად დაფიქსირდა გემოს და ყნოსვის დარღვევები.

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ იშვიათად აღინიშნა ცხვირის ძგიდის პერფორაცია (ცხვირის ხრტილის პენეტრაცია) ან თვალის შიდა წნევის მომატების და/ან კატარაქტას შემთხვევები.

ნაზალური კორტიკოსტეროიდების ზეგავლენა ზოგადად ორგანიზმზე შესაძლოა განსაკუთრებით აშკარა გახდეს მაღალი დოზების განსაკუთრებით ხანგრძლივად მიღებისას.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების დაფიქსირება

გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, მიუხედავად იმისა მოცემულია თუ არა იგი გამოყენების ინსტრუქციაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.  გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით წვლილი შეგაქვთ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციის მოძიებაში.

5. ნაზოსტერის® შენახვის პირობები

შეინახეთ ნაზოსტერი® ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და თავისივე შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე <25°C. არ გაყინოთ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისიანობის ვადა

ნაზოსტერი® არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

არ გამოიყენოთ ნაზოსტერი® თუ შენიშნავთ რაიმე წუნს პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy