Sintuss - სინტუსი 7.5მგ/5მლ სიროფი 200მლ

განსაკუთრებული ფასი 16,96 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
მარაგშია
SKU
67015_2900

ჩვენება: სხვადასხვა გენეზის მშრალი ხველის ხანმოკლე მკურნალობისთვის 3-12 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.

სინტუსი
0,15% სიროფი
ბუტამირატ ციტრატი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის წაკითხვა. ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა პრეპარატის გამოყენება ზუსტად ინსტრუქციის, ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
• დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
• ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რაც ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული. იხ. პუნქტი 4.
• თუ 5-7 დღის შემდეგ პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს, ან მისი მდგომარეობა უარესდება, უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება.

რა არის მოცემული ინსტრუქციაში
1. რა არის სინტუსის სიროფი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა სინტუსის სიროფის გამოყენებამდე
3. სინტუსის სიროფის გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. სინტუსის სიროფის შენახვის წესი
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის სინტუსის სიროფი და რისთვის გამოიყენება იგი
სინტუსის სიროფი არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს ბუტამირატ ციტრატს, რაც წარმოადგენს ხველის დამთრგუნველ პრეპარატს, რომელიც თრგუნავს თავის ტვინში არსებულ ხველის ცენტრს.
სინტუსის სიროფი გამოიყენება სხვადასხვა გენეზის მშრალი ხველის ხანმოკლე მკურნალობისთვის 3-12 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა სინტუსის სიროფის გამოყენებამდე
სინტუსის სიროფი არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია ბუტამირატ ციტრატის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
პრეპარატი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოცემულია ექიმის ზუსტი დანიშნულება.

სიფრთხილით
პრეპარატის გამოყენებისას, საჭიროა პაციენტმა იცოდეს:
• თუ ხველა გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს, სხეულის ტემპერატურა იმატებს, სუნთქვა ძნელდება და/ან აღინიშნება გულმკერდში სიმძიმის შეგრძნება, პაციენტს უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება ექიმის მიერ. ის გადაწყვეტს საჭიროა თუ არა სხვა მკურნალობა.
• თუ ხველა არ იცვლება წამლის რეკომენდებული დოზის მიღების შემდეგ, დოზის გაზრდა არ არის რეკომენდებული. საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.
• პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ხომ არ იღებს ამოსახველებელ პრეპარატებს (იხილეთ სხვა პრეპარატები და სინტუსი);
• ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს დამატკბობელის სახით, რაც მას შესაფერიის ხდის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის (1გ სორბიტოლი შეესაბამება დაახლოებით 17კჯოულ/4კკალ-ს);
სხვა პრეპარატები და სინტუსის სიროფი
თუ პაციენტი იღებს, ბოლო პერიოდში იღებდა, ან აპირებს, მიიღოს სხვა პრეპარატი, ამის შესახებ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი არ მიიღება ამოსახველებელ პრეპარატებთან ერთად. ბუტამირატი თრგუნავს ხველის რეფლექსს, რამაც შესაძლოა განაპირობოს სეკრეტის დაყოვნება სასუნთქ გზებში, რაც ზრდის სასუნთქი გზების სპაზმის და ინფექციების განვითარების რისკს.

სინტუსის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ პაციენტი ორსულადაა ან ლაქტაციის პერიოდი აქვს, ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ან გეგმავს ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა
არ არსებობს მონაცემები ბუტამირატის რეკომენდებული დოზით და ხანგრძლივობით გამოყენების შემთხვევაში ნაყოფზე ან ახალშობილზე მისი არასასურველი და საზიანო მოქმედებების შესახებ. პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რომელიც შეაფასებს ნაყოფის და ახალშობილის რისკს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.

ლაქტაცია
არ არის ცნობილი აქტიური ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები გადადის თუ არა დედის რძეში. პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რომელიც შეაფასებს ბავშვის რისკს.

მანქანის და საავტომობილო ტექნიკის მართვა
სინტუსის სიროფს შესაძლოა ჰქონდეს არასასურველი ეფექტი მანქანის და საავტომობილო ტექნიკის მართვის უნარზე, რადგანაც მან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა. ეს საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს პრეპარატის მიღების დროს მანქანის და საავტომობილო ტექნიკის მართვის შემთხვევაში.

სინტუსის სიროფი შეიცავს სორბიტოლს
პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს. თუ პაციენტს ექიმმა უთხრა, რომ აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.

3. სინტუსის სიროფის გამოყენების წესი
საჭიროა პრეპარატის მიღება ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის პაციენტისთვის შესაბამისი დოზები მოცემულია ცხრილში:

ასაკობრივი ჯგუფი დღიური დოზა
3-6 წელი 3X5 მლ
7-12 წელი 3X10 მლ
13-18 წელი 3X15 მლ
მოზრდილებში 4X15 მლ

 

პრეპარატის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით არ არის რეკომენდებული.
პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით
პაციენტების ამ ჯგუფში პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს.

3 წლამდე ასაკის ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ არ წარმოადგენს ექიმის დანიშნულებას.

მიღების ფორმა
სინტუსის სიროფი განკუთვნილია ორალური მიღებისთვის. საზომი ჭიქა ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს და გაშრეს.

სინტუსის სიროფის ჭარბი რაოდენობით გამოყენება
ჩვეულებრივზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს დოზის გადაჭარბება. ვლინდება ძილიანობა, ვერტიგო, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითება.
თუ პაციენტმა მიიღო ჭარბი დოზა ან უვლინდება დოზის გადაჭარბების სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

სინტუსის სიროფის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. პაციენტმა შემდეგი დოზა უნდა მიიღოს წამლის მიღების რეჟიმით გათვალისწინებულ დროს.
პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლოა ამ პრეპარატმაც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სინტუსის მიღების დროს გვერდითი მოვლენები იშვიათია (ვლინდება 10 000-დან 1-მდე და 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ვინც იღებს პრეპარატს) და შესაძლოა გამოვლინდეს:
• ძილიანობა, ვერტიგო;
• გულისრევა, დიარეა;
• ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
პრეპარატის გამოყენების ნებართვის შემდეგ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა პროდუქტის სარგებლიანობა/რისკის პროპორციის დაკვირვების გაგრძელების შესაძლებლობას. სამედიცინო პერსონალმა გვერდით მოვლენაზე ეჭვის შემთხვევაში ინფორმაცია უნდა მიაწოდოს წამლის აღმასრულებელი სააგენტოს ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით,გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით პაციენტი დამატებით ინფორმაციას იძლევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. სინტუსის შენახვის წესი
ინახება 25C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა პირველადი შეფუთვის გახსნის შემდეგ: 4 თვე.
პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე აღნიშვნის "შენახვის ვადა" შემდეგ. შენახვის ვადა შეესაბამება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვს.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო მილში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. ამით პაციენტი დაიცავს გარემოს.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სინტუსი
აქტიური ნივთიერება 1მლ სიროფში არის 1,5მგ ბუტამირატ ციტრატი. 5 მლ სიროფი შეიცავს 7,5მგ ბუტამირატ ციტრატს.
• სხვა კომპონენტებია თხვეადი სორბიტოლი (E 420), გლიცეროლი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, ჟოლოს არომატი, ბუნებრივი (ბუნებრივი არომატული ნივთიერებების და გლუკოზას ნარევი), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

სინტუსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
სინტუსის სიროფი გამჭვირვალე, უფერო ხსნარია ჟოლოს არომატით.
200მლ სიროფი მუქ შუშის ბოთლში.
კოლოფში მოთავსებულია ერთი ბოთლი, საზომი ჭიქით თავსახურში.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy