Sinecod - სინეკოდი წვეთები 20მლ

განსაკუთრებული ფასი 16,64 GEL რეგულარული ფასი 17,52 GEL
მარაგშია
SKU
76861_2857

ჩვენებები: მწვავე ხველა, ხველის აღმოფხვრა ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ პერიოდში, ყივანახველა.

სინეკოდი®

Butamirate (INN)

წამლის ფორმები:
სიროფი.
პერორალურად მისაღები წვეთები ბავშვებისათვის.

შემცველობა
სიროფი
ბუტამირატის დიჰიდროგენოციტრატი 15 მგ/10 მლ.
სხვა ინგრედიენტები: შემავსებლები – სორბიტოლი, სახარინი, ვანილინი; კონსერვანტი E210.
პერორალურად მისაღები წვეთები ბავშვებისათვის
ბუტამირატის დიჰიდროგენოციტრატი 5 მგ/1 მლ.
სხვა ინგრედიენტები: შემავსებლები – სორბიტოლი, სახარინი, ვანილინი; კონსერვანტი E210.
სიროფი და წვეთები დამატკბობლების სახით შეიცავენ სახარინს ან სორბიტოლს, ამიტომ ყველა ამ ფორმის დანიშვნა შეიძლება ავადმყოფებისათვის შაქრიანი დიაბეტით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება.
თვისებები/მოქმედება
პრეპარატ სინეკოდის აქტიური ნივთიერება ბუტამირატის ციტრატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც არც ქიმიურად, არც ფარმაკოლოგიურად არ განეკუთვნება ოპიუმის ალკოლოიდებს. გარდა ამისა, პრეპარატი ამცირებს სასუნთქი გზების წინააღმდეგობას, რაც დასტურდება სპირომეტრის მაჩვენებლების გაუმჯობესებით.

ფარმაკოკინეტიკა
ბუტამირატი – 2-(2-დიეთილამინოეტოქსი)-ეთილ-2-ფენილ ბუტირატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება პერორალურად მიღების დროს.
სიროფის 150 მგ ბუტამირატის ციტრატის შემცველი დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტის (2-ფენილზეთის მჟავას) მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ და შეადგენს 6.4 მკგ/მლ. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 6 საათს.
პრეპარატის განმეორებით დანიშვნისას სისხლში რჩება მისი ხაზოვანი კონცენტრაცია და კუმულაცია არ აღინიშნება.
ბუტამირატის ჰიდროლიზი, თავიდან 2-ფენილზეთის მჟავამდე და დიეთილამინოეტოქსიეთანოლამდე, იწყება სისხლში. ამ მეტაბოლიტებს ასევე გააჩნიათ ხველის საწინააღმდეგო აქტივობა. ბუტამირატის მსგავსად, მეტაბოლიტებს გააჩნიათ პლაზმის ცილებთან დაკავშირების თითქმის მაქსიმალური (დაახლოებით 95%) დონე, რაც განაპირობებს პლაზმიდან მათი ნახევარდაშ.ლის ხანგრძლივ პერიოდს. 2-ფენილზეთის მჟავა ნაწილობრივ მეტაბოლიზირდება პარამდგომარეობაში ჰიდროქსილირების გზით. სამივე მეტაბოლიტი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, თანაც მეტაბოლიტები მჟავე რეაქციით მნიშვნელოვნად დაკავშირებულნი არიან გლუკორონის მჟავასთან.

გამოყენების ჩვენებები
ნებისმიერი ეტიოლოგიის მწვავე ხველა.
ხველის აღმოფხვრა ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ პერიოდში ქირურგიული ჩარევებისა და ბრონქოსკოპიის შემდეგ. ყივანახველა.

გამოყენების წესი და დოზები
საბავშვო წვეთები: 2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 10 წვეთი 4-ჯერ დღეში; 1-3 წლის – 15 წვეთი 4-ჯერ დღეში; 3 წლისა და უფროსები – 25 წვეთი 4-ჯერ დღეში.
სიროფი: 3-6 წლის – 5 მლ 3-ჯერ დღეში; 6-12 წლის – 10 მლ 3-ჯერ დღეში; 12 წლის და მოზარდები – 15 მლ 3-ჯერ დღეში; მოზრდილებში – 4-ჯერ დღეში.
შეძლებისდაგვარად წვეთები და სიროფი გამოიყენება ჭამის წინ.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არასასურველი ზემოქმედება ნაყოფზე არ გამოვლენილა. კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ამასთან დაკავშირებით სინეკოდის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის I ტრიმესტრში. II და III ტრიმესტრში სინეკოდის გამოყენება შეიძლება პირდაპირი ჩვენების არსებობისას.
უსაფრთხოების მიზნით, დედის რძეში აქტიური ნივთიერების შეღწევის შესაძლებლობის შესახებ მონაცემთა არარსებობის გათვალისწინებით, სინეკოდის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის სარგებელი ამართლებს ბავშვისათვის პოტენციურ რისკს.

გვერდითი მოქმედება
გამონაყარი, ღებინება, თავბრუსხვევა (სიხშირე 1%-ზე ნაკლები), რომლებიც ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მიღების შეწყვეტისას.

ურთიერთქმედება
გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზა
შემთხვევით ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გამოვლინება: ძილიანობა, ღებინება, გულისრევა, დიარეა, წონასწორობის შეგრძნების დაკარგვა და ჰიპოტენზია. ჭარბი დოზის შემთხვევაში ინიშნება აქტივირებული ნახშირი, მარილიანი საფაღარათო საშუალებები, ასევე ტარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სასუნთქი სისტების ფუნქციის შემანარჩუნებელი ღონისძიებები.

გამოშვების ფორმა
პერორალურად მისაღები წვეთები ბავშვებისათვის: შეფუთვა 20 მლ.
სიროფი: შეფუთვა 200 მლ.

შენახვის პირობები
შენახვის სპეციალურ პირობებს არ საჭიროებს.

ვარგისიანობის ვადა
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ამოწურვს შემდეგ.

აფთიაქიდან გაცმის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

ნოვარტის კონსიუმერ ჰელს ს.ა.
ნიონი, შვეიცარია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy