Sintus - სინტუსი წვეთები 5მგ/1მლ 20მლ

განსაკუთრებული ფასი 9,91 GEL რეგულარული ფასი 10,43 GEL
მარაგშია
SKU
80349_2900

ჩვენება: გამოიყენება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მშრალი ხველის ხანმოკლე მკურნალობისათვის.

სინტუსი წვეთები

გამოყენების ინსტრუქცია

სინტუსი
0.5% შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი

ბუტამირატის ციტრატი (Butamirate citrate)

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
- ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
- თუ 5-7 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია

1. რას წარმოადგენს სინტუსი ხსნარი და მისი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა სინტუსი ხსნარის მიღებამდე;
3. სინტუსი ხსნარის მიღების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. სინტუსი ხსნარის შენახვის წესი;
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს სინტუსი ხსნარი და მისი გამოყენება

სინტუსი ხსნარი შეიცავს ბუტამირატის ციტრატს, რომელიც წარმოადგენს ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტს, რომელიც თრგუნავს თავის ტვინში არსებულ ხველის ცენტრს.

სინტუსი ხსნარი გამოიყენება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მშრალი ხველის ხანმოკლე მკურნალობისათვის.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა სინტუსი ხსნარის მიღებამდე

დაუშვებელია სინტუსი ხსნარის მიღება, თუ პაციენტი ალერგიულია ბუტამირატის ციტრატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს:
• პროდუქტი არ უნდა დაინიშნოს 2 თვემდე ასაკის ბავშვებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულია ექიმის მიერ;
• თუ ხველა გრძელდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, იმატებს ბავშვის სხეულის ტემპერატურა, აღინიშნება სუნთქვის გაძნელება და/ან სიმძიმის შეგრძნება მკერდის არეში, საჭიროა ექიმთან მიმართვა. ექიმი შეაფასებს, საჭიროა, თუ არა სხვა თერაპიის ჩატარება;
• თუ ხველაზე გავლენას არ ახდენს მედიკამენტის რეკომენდებული დოზები, დოზა არ უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;
• აუცილებელია ექიმს ეცნობოს, პაციენტი იღებდა თუ არა ამოსახველებლ მედიკამენტებს ამ მედიკამენტის მიღებამდე (იხ. სხვა მედიკამენტები და სინტუსი).

სხვა მედიკამენტები და სინტუსი ხსნარი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

დაუშვებელია მედიკამენტის ერთდროულად გამოყენება ამოსახველებელ მედიკამენტებთან ერთად. ბუტამირატი თრგუნავს ხველის რეფლექსს, რითიც ის ხელს უშლის სეკრეტის გამოყოფას სასუნთქ გზებში, რომელიც ზრდის რესპირატორული გზების სპაზმის და ინფექციის განვითარების რისკს.

სინტუსი ხსნარის მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
შეზღუდვები არ არის ცნობილი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
სინტუსის ხსნარმა შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა. ამიტომ მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.

სინტუსი ხსნარი შეიცავს სორბიტოლს და სპირტს
მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს დამატკბობელის სახით, რის გამოც მისი გამოყენება შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (1 გ სორბიტოლი შეესაბამება დაახლოებით 17 კჯ.4 კკალ-ს). ამ პროდუქტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.

3. სინტუსი ხსნარის მიღების წესი

პროდუქტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

დაუშვებელია პროდუქტის მიღება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
რეკომენდებული დოზა მოცემულია ქვემოთ:

ასაკობრივი ჯგუფი დღიური დოზა
2 თვემდე ასაკის ბავშვები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, იხ. 4.4
2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვები 4-ჯერ დღეში ხ 14 წვეთი
1-3 წლის ასაკის ბავშვები 4-ჯერ დღეში ხ 21 წვეთი
3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები 4-ჯერ დღეში ხ 35 წვეთი

მიღების მეთოდი
წვეთები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. შეიძლება შეერიოს მცირეოდენ წყალს მიღებამდე.

სინტუსის დოზის გადაჭარბებისას
რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღებისას, შესაძლებელია მოხდეს დოზის გადაჭარბება. ეს იწვევს ძილიანობას, ტრიალის შეგრძნებას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას და არტერიული წნევის დაცემას.

დოზის გადაჭარბებისას ან დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან.

სინტუსის დოზის გამოტოვებისას:
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულ დროს.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სინტუსის ხსნარის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები არის იშვიათი (აღინიშნება 10 000-დან 1 და 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) და ესენია:
• ძილიანობა, ტრიალის შეგრძნება;
• გულისრევა, დიარეა;
• ჭინჭრის ციება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება მედიკამენტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის შეფარდებაზე დაკვირვებას. სამედიცინო სპეციალისტებმა ნებისმიერი სავარაუდო არასასურველი გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთონ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით:

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. სინტუსი ხსნარის შენახვის წესი

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

პირველადი შეფუთვის გახსნის შემდეგ შენახვის ვადა: 4 თვე

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

სინტუსი ხსნარი შეიცავს
აქტიური ნივთიერება 1 მლ სიროფში (28 წვეთში) არის 5 მგ ბუტამირატის ციტრატი.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, ბენზოის მჟავა, ჟოლოს არომატი ბუნებრივი (ნატურალური არომატული ნივთიერებებისა და გლუკოზის ნარევი), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთანოლი 96%, გამოხდილი წყალი.

სინტუსის ხსნარის ფორმა და შეფუთვა
სინტუსის ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ჟოლოს არომატით და ტკბილი, ოდნავ მომწარო გემოთი.

მუქი ფერის მინის (III კლასის მინის) ბოთლი შეიცავს 20 მლ ხსნარს და თავდახურულია პლასტმასის თავსახურით, რომელშიც მოთავსებულია საწვეთური.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy