Larifan - ლარიფანი უნგო მალამო 0.05% 10გ
ჩვენება:განკუთვნილია კანისა და ტუჩების მოვლისა და დაცვისთვის.
სახელწოდება
LARIFAN UNGO 0,05% - მალამო კანისა და ტუჩების მოვლისა და დაცვისთვის.
შემადგენლობა
Aqua, Paraffinum Liquidum, Lanolin, Paraffin, Pentaerythrityl Dioleate, Sodium Chloride, Phenoxyethanol, Methylparaben, Propylparaben, Ethylhexylglycerin, RNA (dsRNA - Larifan® ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა).
წყალი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი, პარაფინი, პენტაერითრიტილ დიოლეატი, ნატრიუმის ქლორიდი, ფენოქსიეთანოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ეთილჰექსილგლიცერინი, RNA (dsRNA - Larifan® ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა).
1. რა არის LARIFAN UNGO და რისთვის გამოიყენება ის?
აქტიური დაპატენტებული ნივთიერება Larifan®, რომელიც შედის მალამოს LARIFAN UNGO-ს შემადგენლობაში, წარმოადგენს ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავას, შემოკლებით dsRNA, რომელიც ხელს უწყობს კანის ბუნებრივ დაცვას მავნე გარემო ფაქტორებისგან (მიკროორგანიზმების ჩათვლით) მისი დამცავი მექანიზმების მობილიზებით.
მალამო LARIFAN UNGO - არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც შეიცავს 0,05% dsRNA Larifan® და განკუთვნილია კანისა და ტუჩების მოვლისა და დაცვისთვის. მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია არახელსაყრელი პირობების გაზრდისას, რათა შემცირებულ იქნეს მათზე გამაღიზიანებელი ზემოქმედება. ხელს უწყობს კანის ბუნებრივ დაცვას, არბილებს მშრალ და გაუხეშებულ კანს, ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას ბუშტუკების გაჩენისას, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. რეკომენდებულია ცხვირის ირგვლივ კანზე გამოსაყენებლად რესპირატორული დაავადებების პერიოდში. რეკომენდებულია ასევე ტატუაჟის შემდეგ (პერმანენტული მაკიაჟი სახეზე და ა.შ.) კანზე გამოსაყენებლად.
კლინიკურად შემოწმებულია.
2. როგორ მივიღოთ LARIFAN UNGO
დაიტანეთ მალამოს თხელი ფენა ტუჩისა და კანის სუფთა უბნებზე, დღეში 1-2-ჯერ.
არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში დიდი ხნით დაყოვნების შემთხვევაში (ქარი, სინესტე, სიცივე, გადახურება და მზის გადაჭარბებული ზემოქმედება), გამოიყენეთ მალამო დღეში რამდენჯერმე.
3. შესაძლო გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა
4. შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account