Larifan - ლარიფანი 0.5მგ 5 რექტალური სუპოზიტორია

განსაკუთრებული ფასი 47,41 GEL რეგულარული ფასი 49,91 GEL
მარაგშია
SKU
87137_1509

ჩვენება:აქვს ანტივირუსული და იმუნომოდულატორული ეფექტი.

სუპოზიტორიები: ლარიფან-სუპო 0,5 მგ; 

შემადგენლობა

ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა - dsRNA (acidum ribonucleinicum duplicatum), კაკაოს კარაქი, წყალი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.

1. რა არის ლარიფან-სუპო და რა შემთხვევებში გამოიყენება ის

ლარიფან-სუპოს სუპოზიტორიების შემადგენლობაში შემავალი dsRNA (ლარიფანი), წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებას, რომელსაც თერაპიულ დოზებში გამოყენებისას, აქვს ანტივირუსული და იმუნომოდულატორული ეფექტი. ლარიფან-სუპო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას შემცირებული დოზებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის, როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ბუნებრივი დამცავი თვისებების გაძლიერებას და გაუმჯობესებას, რითაც ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციური აგენტების შეღწევას. ლარიფანი ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს და ახდენს მათ  მობილიზებას, რის შედეგადაც მატულობს ინტერფერონის დონე, იზრდება ფაგოციტური აქტივობა, ანტივირუსული მოქმედება და უჯრედების რეგენერაციის უნარი, განსაკუთრებით გამოყენების ადგილზე. ლარიფან-სუპოს სუპოზიტორიების გამოყენება რეკომენდებულია ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია სწორი ნაწლავის ქრონიკული გაღიზიანებით და ლორწოვან გარსზე არსებული ნახეთქებით, ჰემოროიდული ჩივილებისას, ასევე ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) პროფილაქტიკისთვის პირველი სიმპტომების გამოვლენისას. ლარიფან-სუპო ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას და აადვილებს სწორი ნაწლავის გათავისუფლებას. 

2. როგორ გამოვიყენოთ ლარიფან-სუპო

სუფთა ხელებით მოხსენით შეფუთვა სუპოზიტორიას. ამისათვის მოჭერით ერთი სუპოზიტორია, შემდეგ მაკრატლის გამოყენებით, გაჭერით გარსის კიდეზე და სუპოზიტორიის ვიწრო ნაწილის მხრიდან, შეფუთვის გაჭრილი ორივე მხარე დაიკავეთ ცერა და საჩვენებელი თითით და სწრაფად გახიეთ საპირისპირო მიმართულებით, სანამ სუპოზიტორია არ გათავისუფლდება შეფუთვიდან (იხ. ნახატი). სუპოზიტორია შეჰყავთ სწორ ნაწლავში ღრმად, სასურველია ნაწლავის გამოთავისუფლების შემდეგ.

თუ დისკომფორტს გრძნობთ სწორი ნაწლავის არეში და გაქვთ ჩივილები, რომლებიც გამოწვეულია ჰემოროიდული პროცესით, შეიყვანება თითო სუპოზიტორია სწორ ნაწლავში საღამოს, ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში. 

იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ და დაასტაბილუროთ მიღებული დადებითი ეფექტი,  რეკომენდებულია სუპოზიტორიის გამოყენება კვირაში ერთხელ 3-5 კვირის განმავლობაში.

მოზრდილებში რეკომენდებულია ლარიფან-სუპოს 1.5 მგ სუპოზიტორების გამოყენება. ბავშვებსა და მოზარდებში დასაწყისისთვის სასურველია ლარიფან-სუპოს 0.5 მგ სუპოზიტორების გამოყენება. თუ დისკომფორტი არ გაქრება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

ვირუსული ინფექციების ეპიდემიის დროს, გაციების თავიდან ასაცილებლად, ასევე გაციების პირველი სიმპტომების გამოვლენისას, გამოიყენეთ თითო სუპოზიტორია ზედიზედ ორი საღამოს განმავლობაში.

3. შესაძლო გვერდითი ეფექტები

არასასურველი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

4. შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy