Larifan - ლარიფანი სპრეი 0.02% 10მლ
ჩვენება:პირის ღრუს მოვლისთვის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, საყლაპავისა და ცხვირის ჰიგიენური მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
პირის ღრუს ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალება
LARIFAN SPRAY
გამოშვების ფორმა: აეროზოლი 10 მლ ბოთლებში.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – 0,002 გ.
კაფსულა, რომელიც შეიცავს 0,9% NaCl – 10 მლ.
თვისება
dsRNA - ეს არის ორიგინალური ნივთიერება, მიღებული ბიოტექნოლოგიური მეთოდით E. coli ბაქტერიისგან, აქვს თვისება, რომელიც აძლიერებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ბუნებრივ დამცავ შესაძლებლობებს, ზრდის უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის აქტივობას, თრგუნავს პათოგენური ბაქტერიების ზრდას, ასევე დაკავშირებულია ოროფარინგეალური არეს ლორწოვანი გარსის ადგილობრივი იმუნური დაცვითი მექანიზმების გააქტიურებასთან.
გამოყენება
LARIFAN SPRAY განკუთვნილია:
- პირის ღრუს მოვლისთვის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, საყლაპავისა და ცხვირის ჰიგიენური მდგომარეობის შესანარჩუნებლად;
- ზედა სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმში მტვრისა და ინფექციების მოხვედრის ალბათობის შესამცირებლად;
- სხვადასხვა მავნე გარემო ფაქტორებისგან, მათ შორის ალერგიული, ქიმიური, მიკროორგანიზმებისგან (ვირუსები, ბაქტერიები) ლორწოვანი გარსების იმუნური დაცვის უზრუნველსაყოფად,;
- პირის ღრუს, ცხვირისა და საყლაპავის ლორწოვან გარსებში ანთებითი პროცესების რისკის შესამცირებლად;
- ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შეგრძნების შესამცირებლად.
აეროზოლი LARIFAN SPRAY განსაკუთრებით რეკომენდებულია პირებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მაღალი დამტვერიანების ზონაში, ქიმიკატებით დაბინძურებულ ჰაერზე, საკარანტინო ზონაში, ან მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან.
მომზადებისა და გამოყენების წესი
LARIFAN SPRAY-ს კომპლექტში შედის აეროზოლის ბოთლი პულივიზატორით და კაფსულა, რომელიც შეიცავს 0,9% NaCl-ს. აქტიური ნივთიერება LARIFAN ექვემდებარება ლიოფილურ გამოშრობას, რის შედეგადაც იგი წარმოიქმნება მცირე ნალექის სახით ბოთლის ფსკერზე.
0,9% NaCl ხსნარი გათვალისწინებულია ბოთლის შიგთავსის გასაზავებლად გამოყენებამდე. გახსენით პლასტმასის კაფსულა და გადაასხით შიგთავსი შუშის ბოთლში.
გამოყენებამდე LARIFAN SPRAY-ის ფლაკონის შიგთავსი დამატებით გააზავეთ 10 მლ სითხეში შერჩევით:
- 0,9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში (NaCl);
- გაწმენდილ ან ადუღებულ წყალში (ოთახის ტემპერატურის).
ეფექტის მისაღწევად, "LARIFAN SPRAY" ბოთლის შიგთავსი (გაზავებული) შეისხურეთ აეროზოლით ღრმად პირის და/ან ცხვირის ღრუში 1-2-ჯერ დღეში, ხოლო ავადმყოფებთან კონტაქტურ პირებს 3-5-ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში.
გვერდითი ეფექტები
არასასურველი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები
პროდუქტის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის მედიკამენტი!
ორსულებისთვის და მეძუძური დედბისთვის, გამოყენებამდე რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები
ლიოფილურად გამომშრალი (გაუზავებელი) LARIFAN-ის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გაზავების შემდეგ შეინახეთ მაცივარში 1℃-დან +8℃ ტემპერატურაზე 3-4 დღის განმავლობაში. ამ ტემპერატურაზე უფრო ხანგრძლივმა შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს აქტივობის შემცირება. გამოუყენებელი ხსნარი შეიძლება გაიყინოს და შეინახულ იქნეს ხანგრძლივი დორის განმავლობაში (3 წლამდე).
ვარგისიანობის ვადა
განუზავებელი LARIFAN SPRAY-ის შენახვის ვადაა - 4 წელი. თუ NaCl ხსნარს ვადა გაუვიდა ლიოფილიზებული LARIFAN SPRAY-ის გამოყენებამდე, NaCl ხსნარი უნდა შეიცვალოს.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account