Ariprazol - არიპრაზოლი 15მგ 30 ტაბლეტი

38,00 GEL
მარაგშია
SKU
70265_1700

ჩვენება: პრეპარატი არიპრაზოლი® ნაჩვენებია შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებში.

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

არიპრაზოლი

(Ariprazol)

Ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: Ariprazole.

წამლისმიერი ფორმა: ტაბლეტები.

10მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირით, რისკით და ფასკით.

15მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირით, ფასკით.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა.

1 ტაბლეტი შეიცავს არიპიპრაზოლს 10მგ ან 15მგ (არიპიპრაზოლის 100% მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით);

აქტიური ნივთიერება: არიპიპრაზოლი;

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა; ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა.

ტაბლეტები.

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი.

ანტიფსიქოტიკური საშუალებები. სხვა ნეიროლეპტიკები.

ATX კოდი N05A X12.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

მოქმედების მექანიზმი.

არიპიპრაზოლის თერაპიული მოქმედება შიზოფრენიისა და  I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მკურნალობაში განპირობებულია დოფამინის D2 და სეროტონინის 5-HT1a რეცეპტორების მიმართ ნაწილობრივი აგონიზმითა და ასევე სეროტონინის 5-HT2a რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმით. ცნობილია, რომ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არიპიპრაზოლმა ანტაგონიზმი გამოავლინა დოფამინერგული ჰიპერაქტივობის შემთხვევაში და აგონიზმი დოფამინერგული ჰიპოაქტივობის დროს. in vitro პირობებში არიპიპრაზოლი ბმის მაღალი აფინურობით ხასიათდება დოფამინის D2 და D3 რეცეპტორების, სეროტონინის 5-HT1a და 5-HT2a რეცეპტორების მიმართ, ასევე ზომიერი აფინურობით - დოფამინის D4, სეროტონინის 5-HT2c და 5-HT7 რეცეპტორების, ალფა-1-ადრენერგული რეცეპტორებისა და H1-ჰისტამინორეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლს ასევე ზომიერი აფინურობა ახასიათებს სეროტონინის რეცეფტორების მიმართ, და არ გააჩნია შესამჩნევი აფინურობა მუსკარინული რეცეპტორების მიმართ. დოფამინისა და სეროტონინის ქვეტიპების გარდა, სხვა რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით შეიძლება აიხსნას არიპიპრაზოლის ზოგიერთი სხვა კლინიკური ეფექტები.  

ფარმაკოკინეტიკა.

შეწოვა

არიპიპრაზოლი კარგად შეიწოვება და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 3-5 საათის შემდეგ. არიპიპრაზოლი გადის მინიმალურ პირველი გავლის მეტაბოლიზმს. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას არის 87%. ცხიმიანი საკვების მიღება გავლენას არ ახდენს არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

განაწილება

არიპიპრაზოლი ფართოდ არის გავრცელებული სხეულის ქსოვილებში. განაწილების მოცულობა არის 4,9 ლ/კგ, რაც მიუთითებს დიდ ექსტრავასკულარულ განაწილებაზე. თერაპიულ დოზებში მიღებისას, არიპიპრაზოლი და დეჰიდროარიპიპრაზოლი 99%-ზე მეტად უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.

ბიოტრანსფორმაცია

არიპიპრაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად დეჰიდროგენაციის, ჰიდროქსილირებისა და N-დეალკილირების გზით. ინ ვიტრო კვლევების მიხედვით, ფერმენტები CYP3A4 და CYP2D6 პასუხისმგებელნი არიან არიპიპრაზოლის დეჰიდროგენაციასა და ჰიდროქსილირებაზე, ხოლო N-დეალკილაცია კატალიზებულია CYP3A4-ით. არიპიპრაზოლი არის პრეპარატის ძირითადი ნივთიერება სისტემურ მიმოქცევაში. წონასწორულ მდგომარეობაში დეჰიდროარიპიპრაზოლი, მისი აქტიური მეტაბოლიტი, შეადგენს პლაზმაში არიპიპრაზოლის AUC-ის დაახლოებით 40%-ს.

გამოყოფა

არიპიპრაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 75 საათს სუბიექტებში CYP2D6 აქტიური მეტაბოლიზმის მქონე სუბიექტებში და დაახლოებით 146 სთ სუბიექტებში სუბიექტებში სუსტი CYP2D6 მეტაბოლიზმით. არიპიპრაზოლის საერთო კლირენსი არის 0,7 მლ/წთ/კგ, იგი ძირითადად წარმოდგენილია ღვიძლის კლირენსით. 14C-ზე მარკირებული არიპიპრაზოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, დაახლოებით 27% გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 60% ფეკალიებით. უცვლელი არიპიპრაზოლის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით, უცვლელი არიპიპრაზოლის დაახლოებით 18% გამოიყოფა ფეკალიებით.

 ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში.

 ბავშვები

არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა 10-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში მსგავსი იყო მოზრდილებში სხეულის წონის სხვაობის კორექტირების შემდეგ.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ ჯანმრთელ მოხალისეებსა და შედარებით ახალგაზრდა მოხალისეებს შორის არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის სხვაობა არ რასებობს.

სქესი

არ არსებობს არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის განსხვავებები ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებს შორის.

მწეველობა და რასა

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური შეფასებით არ აღმოჩნდა კლინიკურად მნიშვნელოვანი რასასთან დაკავშირებული განსხვავებები ან მწეველობის გავლენა არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

აღმოჩნდა, რომ არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები მსგავსია, როგორც თირკმლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, ასევე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ციროზის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებში ერთჯერადი დოზის კვლევაში (ჩაილდ პიუს შკალის მიხედვით A, B და C კლასი), არ იყო ღვიძლის უკმარისობის მნიშვნელოვანი ეფექტი არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე, თუმცა კვლევაში მონაწილეობდა მხოლოდ სამი პაციენტი C კლასის ღვიძლის  ციროზით, რომელიც არასაკმარისია მეტაბოლური შესაძლებლობების შესახებ დასკვნების გასაკეთებლად.

კლინიკური მახასიათებლები.

გამოყენების ჩვენებები.

პრეპარატი არიპრაზოლი® ნაჩვენებია შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებში.

არიპრაზოლი® ასევე ნაჩვენებია ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს, ასევე ახალი მანიაკალური ეპიზოდების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ წინა მანიაკალური ეპიზოდი, რომლებმაც უპასუხეს არიპიპრაზოლით მკურნალობას.

გამოყენების წესი და დოზირება

მოზრდილები

შიზოფრენია: არიპრაზოლის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 ან 15 მგ/დღეში, შემანარჩუნებელი დოზით 15 მგ/დღეში. ეს დოზა მიიღება ერთხელ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად.

არიპრაზოლი ეფექტურია დოზის დიაპაზონში 10-დან 30 მგ/დღეში. ეფექტურობის ზრდა 15 მგ დღიურ დოზაზე მეტი დოზებით არ გამოვლენილა, თუმცა გაზრდილი დოზა შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგიერთი პაციენტისთვის.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30მგ.

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს: არიპრაზოლის რეკომენდებული საწყისი დოზაა 15მგ. ეს დოზა მიიღება ერთხელ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს, როგორც მონოთერაპია ან როგორც კომბინირებული მკურნალობის ნაწილი. ზოგიერთი პაციენტისთვის დოზის გაზრდა შეიძლება ეფექტური იყოს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ.

მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პრევენცია I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს: მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში, პრეპარატი უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით. პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია დღიური დოზის კორექცია, შემცირების ჩათვლით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს დოზის კორექცია არ სჭირდებათ. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდაციის გასაცემად არ არის საკმარისი მონაცემები. ამ პაციენტებში დოზა ფრთხილად უნდა იყოს ტიტრირებული. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30მგ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხანდაზმული პაციენტები: არიპრაზოლის ეფექტურობა შიზოფრენიის და I ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. ამ პაციენტების პოპულაციის უფრო მაღალი მგრძნობელობის გათვალისწინებით, გასათვალისწინებელია პრეპარატის დაბალი საწყისი დოზების გამოყენება, თუ ამას სხვა კლინიკური ფაქტორები იძლევა.

სქესი: დოზის კორექცია პაციენტის სქესის მიხედვით არ არის საჭირო.

მწეველობა: არიპიპრაზოლის მეტაბოლური გზის გამო, მწეველებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დოზის კორექცია ურთიერთქმედების შედეგად: CYP3A4 ან CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს. თუ CYP3A4 ან CYP2D6 ინჰიბიტორი გამორიცხულია კომბინირებული სქემიდან, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს.

CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს. თუ CYP3A4 ინდუქტორი გამორიცხულია კომბინირებული სქემიდან, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.

ბავშვები.

პრეპარატი არიპრაზოლი მოცემული დოზით არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.

გამოყენების წესი:

არიპრაზოლი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

არასასურველი რეაქციები.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები იყო აკატიზია და გულისრევა. ქვემოთ მითითებული სიხშირე, რომელიც განისაზღვრება ასეთი პირობითი პარამეტრებით:

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, <1/10); არახშირად (≥1/1000, <1/100); იშვიათად (≥1/10000 <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებით).

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ხშირად - შაქრიანი დიაბეტი; არახშირად - ჰიპერგლიკემია; სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია, ანორექსია.

სისხლისა და ლიმფური სისტემიდან: სიხშირე უცნობია - ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია;

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ენის შეშუპება, სახის შეშუპება, ქავილი ან ჭინჭრის ციება).

ენდოკრინული სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერპროლაქტინემია; სიხშირე უცნობია - დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური ჰიპეროსმოლარული კომა.

ფსიქიკის მხრივ: ხშირად - შფოთვა, უძილობა, აღგზნება; არახშირად - დეპრესია, ჰიპერსექსუალობა; სიხშირე უცნობია - აგზნება, ნერვიულობა, პათოლოგიური აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება, აგრესიულობა, სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და სუიციდი, იმპულსების კონტროლის დარღვევები, ჭარბი კვება, კომპულსიური შოპინგი, პორიომანია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ექსტრაპირამიდული დარღვევები, აკატიზია, ტრემორი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სედაცია, თავის ტკივილი; არახშირად - ტარდიტიული დისკინეზია, დისტონია, მოუსვენარი ფეხების სინდრომი; სიხშირე უცნობია - მეტყველების დარღვევა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს), მაშტაბური კრუნჩხვები, სეროტონინის სინდრომი.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად - მხედველობის ველის დაბინდვა; არახშირად - დიპლოპია, ფოტოფობია; სიხშირე უცნობია - ოკულოგიური კრიზი.

გულის მხრიდან: იშვიათად - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი არითმია, უეცარი სიკვდილი, გულის გაჩერება, პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ბრადიკარდია.

სისხლძარღვების მხრიდან: არახშირად - ორთოსტატული ჰიპოტენზია; სიხშირე უცნობია - სინკოპე/ცნობიერების დაკარგვა, ჰიპერტენზია, ვენური თრომბოემბოლია (ფილტვის ემბოლიის და ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით).

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და სრედოსტენიის მხრივ: არახშირად - სლოკინი; სიხშირე უცნობია -ოროფარინგეალური სპაზმი, ლარინგოსპაზმი, ასპირაციული პნევმონია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად - დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, გადაჭარბებული ნერწყვდენა; სიხშირე უცნობია - პანკრეატიტი, დისფაგია, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, დიარეა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - გამონაყარი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ალოპეცია, ჭარბი ოფლიანობა, მედიკამენტოზური რეაქციები ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი, მიალგია, კუნთების სიმტკიცე.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება.

ორსულობა, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური მდგომარეობა: სიხშირე უცნობია - წამლის მოხსნის სინდრომი ახალშობილებში.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: სიხშირე უცნობია - პრიაპიზმი.

ზოგადი დარღვევები: ხშირად - დაღლილობა; სიხშირე უცნობია - ტემპერატურის დარღვევა (მაგალითად, ჰიპოთერმია, ჰიპერთერმია), გულმკერდის ტკივილი, პერიფერიული შეშუპება.

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: სიხშირე უცნობია - სხეულის წონის მატება ან შემცირება, ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) დონის მატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) დონის მომატება, გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) დონის მომატება, ტუტე ფოსფატაზას დონის მატება, QT ინტერვალის გახანგრძლივება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება, სისხლში გლუკოზის დონის მატება, სისხლში გლუკოზის დონის მერყეობა, გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის მომატება.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

მოზრდილები.

ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ეპს)

შიზოფრენია: 52-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით, აღენიშნებოდათ EPS-ის საერთო დაბალი სიხშირე, მათ შორის პარკინსონიზმი, აკათია, დისტონია და დისკინეზია (25.8%), ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰალოპერიდოლით (57.3%). 26-კვირიან პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 19% იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს და 13.1% პლაცებო პაციენტებისთვის. სხვა 26-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 14,8% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 15,1% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოლანზაპინით.

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის ფონზე: 12-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 23.5% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 53.3% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰალოპერიდოლით. სხვა 12-კვირიან კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 26.6% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 17.6% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლითიუმით. პლაცებოზე კონტროლირებად 26-კვირიან შემანარჩუნებელ ფაზაში, EPS-ის სიხშირე იყო 18.2% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 15.7% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი.

აკათისია

პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში, აკათიზიის სიხშირე ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში იყო 12.1% არიპიპრაზოლით მკურნალობისას და 3.2% პლაცებო ჯგუფში. შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში აკათიზიის სიხშირე იყო 6.2% არიპიპრაზოლის მიღებისას და 3.0% პლაცებოს ჯგუფში.

დისტონია

სამკურნალო საშუალებების კლასის ეფექტი: მგრძნობიარე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ დისტონიის სიმპტომები, კუნთების ჯგუფების გახანგრძლივებული პათოლოგიური შეკუმშვა მკურნალობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. დისტონიის სიმპტომებია: კისრის კუნთების სპაზმი, ზოგჯერ ყელის შეკუმშვამდე, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება და/ან ენის გამყოფა. აღწერილი სიმპტომები შეიძლება მოხდეს ამ პრეპარატის დაბალი დოზებით, მაგრამ ისინი უფრო ხშირი და მძიმეა პირველი თაობის ანტიფსიქოტიკების უფრო მაღალი დოზებისას. მწვავე დისტონიის განვითარების გაზრდილი რისკი შეინიშნება მამაკაც პაციენტებში და ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში.

პროლაქტინი

შრატში პროლაქტინის დონის როგორც მატება, ასევე დაქვეითება საწყისიდან აღინიშნა კლინიკურ კვლევებში რეგისტრირებულ ჩვენებებზე და პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ლაბორატორიული პარამეტრების (ლიპიდური სპექტრის ჩათვლით) შედარება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და პლაცებოთი, არ გამოავლინეს პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები. კრეატინფოსფოკინაზას (CPK) შემცველობის ზრდა, უმეტეს შემთხვევაში გარდამავალი და უსიმპტომო, დაფიქსირდა არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტთა 3,5%-ში, პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი იყო 2,0%.

ბავშვები და მოზარდები

შიზოფრენია 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში:

შიზოფრენიით დაავადებული 302 მოზარდი პაციენტის (13-17 წლის) მოკლევადიან პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, გვერდითი რეაქციების სიხშირე და ხასიათი მსგავსი იყო მოზრდილებისა, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, რომლებიც  არიპიპრაზოლის მიღებისას უფრო ხშირად აღინიშნებოდა მოზარდებში ვიდრე ზრდასრულ პაციენტებში (და უფრო ხშირად ვიდრე პლაცებოს დანიშვნისას). ეს შემთხვევებია: ძილიანობა/სედაცია და ექსტრაპირამიდული დარღვევები (აღინიშნა ძალიან ხშირად, ≥ 1/10), ასევე პირის სიმშრალე, მადის მომატება, ორთოსტატული ჰიპოტენზია (ხშირად მოხსენებული, ≥ 1/100, <1/10).

პრეპარატის უსაფრთხოების პროფილი, განსაზღვრული 26-კვირიანი ღია ეტიკეტირების კვლევაში, მსგავსი იყო უსაფრთხოების პროფილის განსაზღვრულ მოკლევადიან პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში.

უსაფრთხოების პროფილი განსაზღვრული გრძელვადიან ორმაგ ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ასევე მსგავსი იყო, გარდა შემდეგი ხშირი (≥ 1/100, <1/10) გვერდითი რეაქციებისა, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებში და მოზარდები, ჯგუფთან შედარებით, რომლებმაც მიიღეს პლაცებო: წონის დაკლება, სისხლში ინსულინის დონის მომატება, არითმია და ლეიკოპენია.

13-17 წლის შიზოფრენიით დაავადებული მოზარდების გაერთიანებულ ჯგუფში, წამლის ზემოქმედების ხანგრძლივობით 2 წლამდე, პროლაქტინის დონის შემცირების სიხშირე გოგონებში (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ) იყო შესაბამისად 29.5% და 48.3%.

13-17 წლის შიზოფრენიით დაავადებულ მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ 5-დან 30 მგ არიპიპრაზოლს 72 თვემდე, პროლაქტინის დონის შემცირების სიხშირე იყო გოგონებში (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ), შესაბამისად 25.6% და 45.0%.

ორ გრძელვადიან კლინიკურ კვლევაში მოზარდებში (13-17 წლის ასაკში) შიზოფრენიითა და ბიპოლარული აშლილობით, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით, პროლაქტინის შემცირების სიხშირე გოგონებში იყო (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ), შესაბამისად 37,0% და 59,4%,

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს მოზარდებში 13 წლიდან  ზევით.

გვერდითი რეაქციების სიხშირე და ხასიათი, I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდებში, მსგავსი იყო ზრდასრული პაციენტებისა, გარდა შემდეგი გვერდითი რეაქციების: ძალიან ხშირად (≥ 1/10) - ძილიანობა (23.0%), ექსტრაპირამიდული დარღვევები (18.4). %), აკათია (16,0%) და დაღლილობა (11,8%); ხშირად (≥ 1/100, <1/10) - ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გახშირებული გულისცემა, წონის მომატება, მადის მომატება, კუნთების კრუნჩხვები და დისკინეზია.

შემდეგი გვერდითი რეაქციები შეიძლება იყოს დოზადამოკიდებული: ექსტრაპირამიდული დარღვევები (არიპიპრაზოლის მიღებისას სიხშირე 10 მგ დოზით - 9,1%, 30 მგ დოზით - 28,8%, პლაცებოს მიღებისას - 1,7%); აკათია (განვითარების სიხშირე არიპიპრაზოლის 10მგ დოზით მიღებისას - 12,1%, 30მგ დოზით - 20,3%, პლაცებოს მიღებისას - 1,7%).

სხეულის წონის საშუალო ცვლილებები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდებში არიპიპრაზოლით მკურნალობის მე-12 და 30-ე კვირაში იყო 2.4 კგ და 5.8 კგ, ხოლო პლაცებოსთვის 0.2 კგ და 2.3 კგ, შესაბამისად.

პედიატრიულ პაციენტებში ძილიანობა და დაღლილობა უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბიპოლარული აშლილობის დროს, ვიდრე შიზოფრენიის დროს.

10-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში, წამლის ზემოქმედებით 30 კვირამდე, გოგონებში (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ) პროლაქტინის დონის შემცირების სიხშირე იყო 28.0% და 53.3% შესაბამისად.

აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური და იმპულსების კონტროლის სხვა დარღვევები

პაციენტებს, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს, შეიძლება განიცადონ აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური მიდრეკილება, გაზრდილი სექსუალური სურვილი (ჰიპერსექსუალობა), იძულებითი შოპინგი და უზომოდ ჭამა (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა არიპიპრაზოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

დოზის გადაჭარბება.

ნიშნები და სიმპტომები

მოზრდილ პაციენტებში აღწერილია არიპიპრაზოლის განზრახ ან შემთხვევითი მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევები, დოზები 1260 მგ-მდე შემდგომი ლეტალური შედეგის გარეშე. პოტენციურად სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები იყო ლეტარგია, არტერიული წნევის მატება, ძილიანობა, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

გარდა ამისა, მონაცემები მოპოვებული იყო ბავშვებში ექსკლუზიურად არიპიპრაზოლის (195 მგ-მდე დოზით) შემთხვევით გადაჭარბების შესახებ, რომელიც არ იყო ფატალური. პოტენციურად სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიმპტომები იყო ძილიანობა, გონების გარდამავალი დაკარგვა და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოიცავდეს დამხმარე თერაპიას, სასუნთქი გზების ადექვატური გამავლობის შენარჩუნებას, ოქსიგენაციას და ვენტილაციას და სიმპტომების კონტროლს. გასათვალისწინებელია რამდენიმე პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესაძლებლობა. ამის საფუძველზე საჭიროა დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილ იქნეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის კონტროლი, რაც უნდა მოიცავდეს ეკგ-ს მუდმივ მონიტორინგს შესაძლო არითმიების გამოსავლენად.

არიპიპრაზოლის დადასტურებული ან საეჭვო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის ფრთხილად სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორინგი დოზის გადაჭარბების ეფექტების სრულ აღმოფხვრამდე.

აქტივირებული ნახშირი (50გ) გამოყენებული არიპიპრაზოლის მიღებიდან 1 საათის შემდეგ ამცირებს არიპიპრაზოლის Cmax დაახლოებით 41%-ით, ხოლო AUC-მაჩვენებელს - დაახლოებით 51%-ით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აქტივირებული ნახშირი შეიძლება ეფექტური იყოს დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ.

ჰემოდიალიზი

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინფორმაცია ჰემოდიალიზის გავლენის შესახებ არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ეფექტური იქნება დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ, რადგან არიპიპრაზოლი ძლიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

სიფრთხილის ზომები.

ანტიფსიქოტიკებით მკურნალობისას პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

სუიციდის მიმართ მიდრეკილება: სუიციდური ქცევა ხშირია ფსიქიატრიული და აფექტური აშლილობის მქონე პაციენტებში და ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ანტიფსიქოტიკის დაწყებიდან მალევე ან ანტიფსიქოტიკის შეცვლისას, არიპიპრაზოლით მკურნალობის ჩათვლით. ანტიფსიქოტიკური საშუალებრებით მკურნალობას თან უნდა ახლდეს მაღალი რისკის მქონე პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა ან გამტარობის დარღვევა), ცერებროვასკულური დარღვევებით, მდგომარეობით რომელიც იწვევს ჰიპოტენზიისადმი (დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მიღება) ან ჰიპერტენზიისადმი მიდრეკილებით, მათ შორის პროგრესირებადი ან ავთვისებიანი ჰიპერტენზიით.

ანტიფსიქოტური საშუალებების მიღებისას დაფიქსირდა ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) შემთხვევები.

ვინაიდან ვთე-ის შეძენილი რისკ-ფაქტორები ხშირად შეინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოტურ საშუალებებს, ვთე-ის ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი უნდა იყოს გამოვლენილი არიპიპრაზოლით თერაპიის დაწყებამდე და მის დროს და უნდა იქნას მიღებული პრევენციული ზომები.

QT ინტერვალის გახანგრძლივება: ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების შემთხვევაში, არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ოჯახური ისტორია.

გვიანი დისკინეზია: თუ გვიანი დისკინეზიის სიმპტომები განვითარდება პაციენტში, რომელიც იღებს არიპიპრაზოლს, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. ეს სიმპტომები შეიძლება დროებით გაუარესდეს ან გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები: აკათიზია და პარკინსონიზმი აღინიშნა ბავშვებში რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს. სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომების ნიშნების შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობის მკაცრი კლინიკური მონიტორინგი.

ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (ნას): „ნას“ წარმოადგენს ანტიფსიქოტური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ სიმპტომების კომპლექსს, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური.

„ნას“-ის კლინიკური გამოვლინებებია ჰიპერპირექსია (სხეულის უკიდურესად მაღალი ტემპერატურა), კუნთების სიმტკიცე, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა და ავტონომიური ნერვული სისტემის დარღვევის ნიშნები (არარეგულარული პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა და გულის არანორმალური რიტმი). დამატებითი ნიშნები შეიძლება შეიცავდეს კრეატინფოსფოკინაზას დონის მატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობას. თუმცა, დაფიქსირდა კრეატინფოსფოკინაზას და რაბდომიოლიზის დონის მომატების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც არ არის დაკავშირებული „ნას“-თან. თუ პაციენტს განუვითარდა „ნას“-ის სიმპტომები ან შეინიშნება სხეულის ტემპერატურის აუხსნელი მატება „ნას“-ის დამატებითი კლინიკური გამოვლინების გარეშე, ყველა ანტიფსიქოტური პრეპარატი, მათ შორის არიპიპრაზოლი, უნდა შეწყდეს.

ეპილეფსიური კრუნჩხვები: არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ეპილეფსიური კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები. ამიტომ, არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ანამნეზში ეპილეფსიით  ან ეპილეფსიური კრუნჩხვით დაკავშირებული მდგომარეობებით.

ხანდაზმული პაციენტები ფსიქოზით, რომლებიც დაკავშირებულია დემენციასთან.

გაზრდილი სიკვდილიანობა: როდესაც არიპიპრაზოლი გამოიყენება ალცჰეიმერის დაავადების ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, იზრდება სიკვდილის რისკი. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის მიზეზები განსხვავებული იყო, უმეტესობა იყო გულ-სისხლძარღვთა გართულება (მაგ., გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგ., პნევმონია) ხასიათის.

ცერებროვასკულური ხასიათის არასასურველი რეაქციები: ალცჰეიმერის დაავადების ფონზე ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნა ცერებროვასკულური ტიპის გვერდითი რეაქციები (მაგ., ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა), მათ შორის ფატალური.

აღინიშნა გამოხატული კავშირი პრეპარატის დოზებსა და ცერებროვასკულური ტიპის გვერდითი რეაქციების გამოვლენას შორის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს.

არიპიპრაზოლი არ არის ნაჩვენები დემენციის ფონზე ფსიქოზის სამკურნალოდ.

ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი: ჰიპერგლიკემია, ზოგიერთ შემთხვევაში უკიდურესად მძიმე და ასოცირებული კეტოაციდოზთან ან ჰიპეროსმოლარულ კომასთან, ფატალურის ჩათვლით, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიფსიქოტურ საშუალებებს, მათ შორის არიპიპრაზოლს. რისკის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები, მოიცავს სიმსუქნეს და დიაბეტის ოჯახურ ისტორიას. პაციენტებში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს და სხვა ატიპიურ ანტიფსიქოტიკურ საშუალებებს, არ არსებობს ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის ზუსტი შედარებითი შეფასება. პაციენტები, რომლებიც იღებენ ნებისმიერ ანტიფსიქოზურ პრეპარატს, მათ შორის არიპიპრაზოლს, უნდა იყვნენ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ ჰიპერგლიკემიის სიმპტომების გამო (როგორიცაა პოლიდიფსია, პოლიურია, პოლიფაგია და სისუსტე).

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მდგომარეობა ან შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორების არსებობა რეგულარულად უნდა შემოწმდეს გლუკოზის ამაღლებულ დონეზე (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

ჰიპერმგრძნობელობა: ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც ვლინდება ალერგიული სიმპტომების სახით.

წონის მატება: შიზოფრენიითა და ბიპოლარული მანიაკალური აშლილობის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ წონაში მატება თანმხლები დაავადების გამო, ანტიფსიქოტიკების გამოყენება, რომლებიც იწვევენ წონის მატებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევას. ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა წონის მომატების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს. როგორც წესი, ასეთი შემთხვევები ვლინდებოდა პაციენტებში მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა ანამნეზში დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ან ჰიპოფიზის ადენომა.

კლინიკურ კვლევებში ზრდასრულ პაციენტებში არ დაფიქსირებულა სხეულის წონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება არიპიპრაზოლის მიღებისას (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“). ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდებში კლინიკურ კვლევებში წონაში მატება დაფიქსირდა არიპიპრაზოლით მკურნალობიდან 4 კვირის შემდეგ. ბიპოლარული აშლილობით ასოცირებული მანიით მოზარდ პაციენტებში უნდა მოხდეს სხეულის წონის მონიტორინგი. სხეულის წონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატებისას უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

დისფაგია: ანტიფსიქოზურმა პრეპარატებმა, მათ შორის არიპიპრაზოლმა, შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის მოტორიკის დარღვევა და კუჭის შიგთავსის ასპირაცია. არიპიპრაზოლი და სხვა ანტიფსიქოტური საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური და იმპულსების კონტროლის სხვა ქცევითი დარღვევები: პაციენტებს, რომლებსაც დაუნიშნული აქვთ არიპიპრაზოლი, აღენიშნათ პათოლოგიური მიდრეკილება აზარტული თამაშების მიმართ და ამ ტენდენციის კონტროლის შეუძლებლობა. ასევე დაფიქსირდა ჰიპერსექსუალობა, იძულებითი შოპინგი, ზედმეტი ჭამა ან საკვებისადმი უკონტროლო ლტოლვა და სხვა იმპულსური და იძულებითი ქცევის დარღვევები. მნიშვნელოვანია, რომ კლინიცისტებმა გააფრთხილონ პაციენტები და მათი მომვლელები არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს ახალი ან ზემოაღნიშნული დარღვევების განვითარების შესახებ. იმპულსების კონტროლის დარღვევის სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ძირითად აშლილობასთან; თუმცა, ხანდახან მოხსენებული იყო პათოლოგიური ტენდენციის გაქრობის შესახებ პრეპარატის დოზის შემცირებით ან მკურნალობის შეწყვეტით. იმპულსების კონტროლის დარღვევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტს ან სხვა პირებს, თუ ისინი არ არის გამოვლენილი. თუ პაციენტს განუვითარდა ეს ტენდენციები არიპიპრაზოლის მიღებისას, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

ლაქტოზა: არიპრაზოლი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას გადაუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.

პაციენტები თანმხლები ADHD-ით (ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა): მიუხედავად I ტიპის ბიპოლარული აშლილობისა და ADHD-ის თანმხლები დაავადებების მაღალი სიხშირისა, ძალიან შეზღუდულია მონაცემები არიპიპრაზოლისა და სტიმულატორების ერთდროული გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას.

დაცემა: არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, მოტორული და სენსორული არასტაბილურობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა. სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული გაზრდილი რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისას და მკურნალობა უნდა იქნეს დაწყებული დაბალი საწყისი დოზებით (მაგ. ხანდაზმულ პაციენტებში ან დასუსტებულ პაციენტებში).

გამოიყენეთ ორსულობისას ან ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა.

ორსულ ქალებში არიპიპრაზოლის ადექვატური კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. აღწერილია თანდაყოლილი ანომალიები, მაგრამ მიზეზობრივი კავშირი არიპიპრაზოლთან არ არის დადგენილი. ცხოველთა კვლევების ცნობილი მონაცემები არ გამორიცხავს ემბრიოფეტოტოქსიკურობის შესაძლებლობას. პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს, თუ დაორსულდებიან ან აპირებენ დაორსულებას არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ორსულობის დროს არიპიპრაზოლის უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის გამო, ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ორსულისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ახალშობილებს, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიფსიქოტურ საშუალებას (არიპიპრაზოლის ჩათვლით) ორსულობის მესამე ტრიმესტრში შეიძლება განიცადონ გვერდითი რეაქციები, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომები და/ან მოხსნის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმით და ხანგრძლივობით. დაფიქსირდა აღგზნება, კუნთების ტონუსის მომატება ან დაქვეითება, ტრემორი, ძილიანობა, სუნთქვის პრობლემები ან კვების პრობლემები. ამიტომ აუცილებელია ასეთი ახალშობილთა მდგომარეობის გულდასმით მონიტორინგი.

 ძუძუთი კვება.

არიპიპრაზოლი (არიპიპრაზოლის მეტაბოლიტები) გამოიყოფა დედის რძეში. თუ გადაწყვეტთ ძუძუთი კვების შეწყვეტას ან არიპიპრაზოლის შეწყვეტას/შეჩერებას,  ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის უნდა შედარდეს თერაპიის სარგებელს დედისთვის.

ზეგავლენა ფერტილობაზე

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების მიხედვით, არიპიპრაზოლი უარყოფითად არ მოქმედებს ნაყოფიერებაზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება

პრეპარატ არიპიპრაზოლს, ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოტურ პრეპარატებს, აქვს მსუბუქი და ზომიერი ეფექტი სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების არასასურველი რეაქციების გამო (როგორიცაა სედაცია, ძილიანობა, სინკოპე/გაბრუება, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია - იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება.

α1-ადრენორევეფტორების ანტაგონიზმის გამო, არიპიპრაზოლმა შეიძლება გააძლიეროს ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მოქმედება.

იმის გათვალისწინებით, რომ არიპიპრაზოლი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სიფრთხილეა საჭირო არიპიპრაზოლის იმ პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შესაძლო ჯვარედინი გვერდითი რეაქციების გამო, როგორიცაა სედაცია.

ასევე აუცილებელია არიპიპრაზოლით თერაპიის დროს ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება. არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს ან არღვევენ ელექტროლიტების ბალანსს.

სხვა სამკურნალო საშუალებების პოტენციური გავლენა არიპიპრაზოლის მოქმედებაზე.

მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბიტორი, H2-ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტი ფამოტიდინი ამცირებს არიპიპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ ეს ეფექტი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.

არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება რამდენიმე გზით CYP2D6 და CYP3A4 ფერმენტების მონაწილეობით, მაგრამ არა CYP1A ფერმენტების მონაწილეობით. ამრიგად, მწეველ პაციენტებს არ სჭირდებათ პრეპარატის დოზის კორექტირება.

ქინიდინი და სხვა CYP2D6 ინჰიბიტორები.

არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით ნახევარზე, თუ იგი ერთდროულად გამოიყენება ქინიდინთან. CYP2D6-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, სავარაუდოდ მსგავსი ეფექტი ექნებათ, ამიტომ  დოზის შემცირება მათი გამოყენებისას უნდა იყოს იგივე.

კეტოკონაზოლი და სხვა CYP3A4 ინჰიბიტორები.

CYP2D6-ის შემცირებული მეტაბოლიზმის მქონე პირებში, CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არიპიპრაზოლის უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაცია CYP2D6 აქტიური მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებთან შედარებით. თუ აუცილებელია კეტოკონაზოლის ან სხვა ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთად მიღება, პოტენციური სარგებელი უნდა აღემატებოდეს პაციენტისთვის შესაძლო რისკს. არიპიპრაზოლისა და კეტოკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით ნახევრამდე. CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, თეორიულად შეიძლება ჰქონდეთ იგივე ეფექტი, ამიტომ დოზის შემცირება მსგავსი უნდა იყოს.

CYP2D6 ან CYP3A4 ინჰიბიტორის შეწყვეტის შემდეგ, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს იმ დონემდე, რომელიც გამოიყენება თანმხლები მკურნალობის დაწყებამდე.

შეიძლება მოხდეს არიპიპრაზოლის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება CYP3A4 სუსტი ინჰიბიტორების (მაგალითად, დილთიაზემი ან ესციტალოპრამის) ან CYP2D6-ის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.

კარბამაზეპინი და სხვა CYP3A4 ინდუქტორები.

არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაორმაგდეს კარბამაზეპინთან ერთად გამოყენებისას. სხვა ძლიერი CYP3A4 ინდუქტორებს (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ეფავირენცი, ნევირაპინი და კრაზანა) თეორიულად გააჩნიათ ანალოგიური მოქმედება, ამიტომ აუცილებელია დოზის შესაბამისი მატება. ძლიერი CYP3A4 ინდუქტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.

ვალპროატი და ლითიუმი.

ვალპროატის ან ლითიუმის არიპიპრაზოლთან ერთად მიღებისას არიპიპრაზოლის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნა.

სეროტონინის სინდრომი.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ არიპიპრაზოლს, დაფიქსირდა სეროტონინის სინდრომის შემთხვევები; განსაკუთრებით სხვა სეროტონერგულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, როგორიცაა SSRIs (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი/სეროტონინის/ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი) ან პრეპარატებთან, რომლებიც ზრდის არიპიპრაზოლის კონცენტრაციას.

არიპიპრაზოლის პოტენციური ეფექტი სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედებაზე.  ნაკლებად სავარაუდოა, რომ არიპიპრაზოლმა გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები გამოწვეული CYP2D6 (დექსტრომეტორფანი/3-მეთოქსიმორფინის თანაფარდობა), CYP2C9 (ვარფარინი), CYP2C19 (ომეპრაზოლი) და CYP3A4 (დექსტრომეტორფანი) ფერმენტებით.

არიპიპრაზოლის ვალპროატთან, ლითიუმთან ან ლამოტრიჯინთან ერთდროული მიღების შემთხვევაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ვალპროატის, ლითიუმის ან ლამოტრიჯინის კონცენტრაციებში.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

არ გამოიყენოთ მოცემული სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy