მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Heli stop - ჰელი სტოპი 120მგ 112 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 42,02 GEL რეგულარული ფასი 58,36 GEL
- Milgamma - მილგამა 2მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 19,36 GEL რეგულარული ფასი 24,20 GEL
- Tiogamma -ტიოგამმა ტურბო 1.2% 50მლგანსაკუთრებული ფასი 16,48 GEL რეგულარული ფასი 20,60 GEL
- Diclo-Denk - დიკლო-დენკი 75მგ/3მლ 10 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 17,24 GEL რეგულარული ფასი 22,58 GEL
- Vitagamma D3 - ვიტაგამა D3 5600სე 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 37,09 GEL რეგულარული ფასი 46,37 GEL
- Captopril HCT Denk - კაპტოპრილი HCT დენკი 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,79 GEL რეგულარული ფასი 43,49 GEL
- Xefocam - ქსეფოკამი 8მგ 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 15,40 GEL რეგულარული ფასი 19,25 GEL
- Aciclovir Denk - აციკლოვირი დენკი კრემი 5% 7გგანსაკუთრებული ფასი 16,93 GEL რეგულარული ფასი 21,17 GEL
- Denk electrolyte - დენკ-ელექტროლიტი10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 18,06 GEL რეგულარული ფასი 25,08 GEL
- Deslora-denc - დესლორა-დენკი 5მგ 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 13,00 GEL რეგულარული ფასი 16,25 GEL
- ლიმფომიოზოტი 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,96 GEL რეგულარული ფასი 48,55 GEL
- OCTENISEPT - ოქტენისეპტი ჭრილობის ხსნარი 50მლ (პულვიზატორით)განსაკუთრებული ფასი 22,80 GEL რეგულარული ფასი 28,50 GEL
- Cinnabsin - ცინაბსინი 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 21,25 GEL რეგულარული ფასი 29,52 GEL
- კანეფრონი N 100მლ. წვეთებიგანსაკუთრებული ფასი 25,09 GEL რეგულარული ფასი 34,85 GEL
- Gastricumeel - გასტრიკუმელი 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 19,69 GEL რეგულარული ფასი 27,34 GEL
- Traumeel - ტრაუმელი 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 16,32 GEL რეგულარული ფასი 25,75 GEL
- Toragamma - ტორაგამმა 10მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 87,11 GEL რეგულარული ფასი 108,89 GEL
- Bronchalis - Heel - ბრონქალის-ჰეელი 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 19,69 GEL რეგულარული ფასი 27,34 GEL
- Echinacea Compositum - ეხინაცეა კომპოზიტუმი 1 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 5,76 GEL რეგულარული ფასი 8,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account