Xefocam - ქსეფოკამი 8მგ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 12,63 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
მარაგშია
SKU
2939_2018

ჩვენება: ზომიერი ან მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი; ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობა, ანთებითი და დეგენერაციული რევმატიული დაავადებების დროს.

საერთაშორისო დასახელება - lornoxicam
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - M01AC05

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; ოქსიკამები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
4, 8 მგ - იანი 10 ტაბ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ლორნოქსიკამი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას მკვეთრად გამოხატული ანალგეტიკური მოქმედებით. ლორ­ნოქსიკამის მოქმედების მექანიზმი რთულია. მას საფუძვლად უდევს პროსტაგლანდინების სინთეზის შეზღუდვა იზოფერმენტ­ციკლოოქსი გენაზას აქტივობის დათრგუნვის ხარჯზე. გარდა ამისა, ლორნოქსიკამი თრგუნავს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების გამოთავისუფლებას გააქტივებული ლეიკოციტებიდან.
ლორნოქსიკამის ანალგეტიკური ეფექტი არ არის დაკავშირებული ნარკოტიკულ მოქმედებასთან. პრეპარატი ქსეფოკამი არ ახდენს ოპიოიდურ მოქმედებას ცნს­ზე, ნარკოტიკული ანალგეტიკებისგან განსხვავებით არ იწვევს მედიკამენტურ დამოკიდებულებას და არ თრგუნავს სუნთქვას.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას ლორნოქსიკამი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ამასთანავე მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს დაახლოებით 1­2 სთ­ის შემდეგ. ლორნოქსიკამის აბსოლუტური ბიოშეთვისება 90-­100%­ია.
ლორნოქსიკამი პლაზმაში, ძირითადად, უცვლელ მდგომარეობაში იმყოფება, იშვიათად კი ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტის სახით, რომელსაც არ ახასიათებს ფარმაკოლოგიური აქტივობა.
ლორნოქსიკამის ცილებთან, ძირითადად ალბუმინის ფრაქციასთან, შეკავშირება 99%­ია და არ არის დამოკიდებული მის კონცენტრაციაზე.
ნახევრადგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 4 საათია და არ არის დამოკიდებული პრეპარატის კონცენტრაციაზე. ლორნოქსიკამი მთლიანად მეტაბოლიზდება. მეტაბოლიტების დაახლოებით 1/3 ორგანიზმიდან გა­ მოიყოფა თირკმლების საშუალებით, ხოლო 2/3 – ღვიძლით.
ხანდაზმულებსა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადე­ ბულ პაციენტებში ლორნოქსიკამის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.

ჩვენებები
- ზომიერი ან მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი;
- ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობა, ანთებითი და დეგენერაციული რევმატიული დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები
პარენტერალური მიღება ზომიერი და გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში რეკომენდებული დოზაა 8­-16 მგ დღეში 2­-3 მიღებად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 16მგ. ანთებითი და დეგენერაციული რევმატიული დაავადებების დროს რეკომენდებული საწყისი დოზაა 12 მგ. სტანდარტული დოზაა 8­-16 მგ დღეში პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და ხასიათზე. ქსეფოკამის ტაბლეტების მიღება ხდება ჭამის წინ ჭიქა წყლის მიყოლებით.
პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ­ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, ხანდაზმული (65 წელზე უფროსი ასაკი) პირებისთვის ქსეფოკამი­ს მაქსიმალური სა­დღეღამისო დოზაა 12 მგ დღეში (4მგ 3­ჯერ).

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის მხრიდან: ტკივილები მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსია, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, იშვიათად - მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, გასტრიტი, ეზოფაგიტი, პეპტიური წყლულები და/ან სისხლდენები კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა (მათ შორის რექტალური სისხლდენა), სტომატიტი, გლოსიტი, კოლიტი, დისფაგია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ალერგიული რეაქციები: შესაძლოა გამონაყარი კანზე, ჰიპერმგრძნო­ ბელობის რეაქციები ქოშინით, ტაქიკარდიით, ბრონქოსპაზმით, სტივენს­ ჯონსის სინდრომი, ექსფოლიატიური დერმატიტი, ანგიიტი, ცხელება, ალერგიული რინიტი, ლიმფადენოპათია.
ცნს­ის მხრივ:
იშვიათად თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, აგზნებული მდგომარეობა, ძილის დარღვევა, ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება, დიზართრია, ჰალუცინაციები, შაკიკი, პერიფერიული ნეიროპათია, სინკოპალური მდგომარეობა, ასეპტიური მენინგიტი.
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ:
 მხედველობის დარღვევა, კონიუქტივიტი.
 პერიფერიული სისხლის სურათისა და სისხლის შედედების სისტემის მხრივ:
 იშვიათად ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. ნივთიერებათა ცვლის მხრივ:
 იშვიათად ოფლიანობა, შემცივნება, სხეულის წონის ცვალებადობა.
გულ­სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
იშვიათად არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება.
შარდ­სასაქესო სისტემის მხრივ:
იშვიათად დიზურია, გარკვეულ შემთხვევებში გლომერულონეფრიტი, პაპილარული ნეკროზი და თირკმლის მწვავე უკმარისობაში გარდამავალი ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კრისტალურია, პოლიურია.

უკუჩვენება
 მომატებული მგრძნობელობა/ალერგია ლორნოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი ერთ­ერთი კომპონენტისადმი;
 ანამნეზში აცეტილსალიცილის მჟავასადმი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისადმი ჰიპერმგრძნობელობა;
 ჰემორაგიული დიათეზის ან სისხლის შედედების დარღვევების მქონე პირები, აგრეთვე, ისინი ვისაც გადატანილი აქვს არასრული ჰემოსტაზის ან სისხლის დაკარგვის რისკთან დაკავშირებული ოპერაციები;
 მწვავე სისხლდენები კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან;
 კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, არასპეციფიური წყლულოვალი კოლიტი;
 ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევა;
 თირკმლის ფუნქციების ზომიერი ან მძიმე დარღვევის მქონე პირები (შრატის კრეატინინის დონე > 300 მკმოლ/ლ);
 ჰიპოვოლემიის ან გაუწყლოვნების მქონე პირები;
 დამტკიცებული ან სავარაუდო ცერებრო­ვასკულარული სისხლდენის მქონე პირები;
 ბრონქული ასთმა;
 გულის უკმარისობა;
 სმენის დაქვეითება;
 გლუკოზო­6­ ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი;
 ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
 18 წლამდე ასაკი.
 სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის და ანემიის დროს.
 ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ქსეფოკამის გამოყენება შეიძლება მხოლოდ "სარგებლობა/რისკის” ფაქტორის საგულდაგულო შეფასების შემდეგ:
 კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ანამნეზში კუჭ­ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებები;
 თირკმლის ფუნქციების დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით.

განსაკუთრებული მითითებები
ქსეფოკამმა სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალე­ ბების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს კუჭისა და ნაწლავების პეპტიური წყლულები და სისხლდენები კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან. ქსეფოკამით პეპტიური წყლულის მქონე ავადმყოფების მკურნალობა შესაძლებელია H2­რეცეპტორების ანტაგონისტებისა და ომეპრაზოლის ერთდროული მიღების ფონზე. აღსანიშნავია, რომ პრეპარატ ქსეფოკამით ხანგრძლივმა მკურნალობამ შესაძლოა შეანელოს პეპტიური წყლულის შეხორცების პროცესი. კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სათანადო გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ­ნაწლავის პათოლოგიის მქონე იმ პირებს, რომლებიც პირველად გადიან პრეპარატ ქსეფოკამით მკურნალობის კურსს.
ისევე, როგორც სხვა ოქსიკამები, პრეპარატი ქსეფოკამი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და ამიტომ შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის დრო. ამ პრეპარატის გამოყენებისას სისხლდენის ნიშნების დროულად შემჩნევის მიზნით საჭიროა ყურადღებით დაკვირვება იმ ავადმყოფთა მდგომარეობაზე, ვისთვისაც აუცილებელია სისხლის შედედების სისტემის ზედმიწევნით ნორმალური ფუნქციონირება (მაგ.: ვინც ემზადება ქირურგიული ჩარევისათვის), ვისაც დარღვეული აქვს სისხლის შედედების სისტემა ან ვინც იტარებს მკურნალობას, რომელიც თრგუნავს შედედებას (ჰეპარინის დაბალი დოზების ჩათვლით).
ავადმყოფებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ დიდი სისხლდენით ან სითხის დაკარგვით გამოწვეული თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევა, ქსეფოკამის დანიშვნა, როგორც პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის, შეიძლება ჰიპოვოლემიის თავიდან აცილებისა და მასთან დაკავშირებული თირკმლების პერფუზიის საშიშროების შემცირების შემდეგ. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ქსეფოკამმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის კონცენტრაციის ზრდა, ასევე წყლისა და ნატრიუმის შეკავება, პერიფერიული შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია და ნეფროპათიის სხვა ადრეული ნიშნები. ასეთი ავადმყოფების ქსეფოკამით ხანგრძლივად მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს: გლომერულონეფრიტი, პაპილარული ნეკროზი და თირკმლის მწვავე უკმარისობაში გარდამავალი ნეფროზული სინდრომი. ავადმყოფებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციების გამოხატული დაქვეითება, ქსეფოკამის დანიშვნა არ შეიძლება (იხ. წინააღმდეგჩვენებები). ხანდაზმულ ავადმყოფებსა და პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერტენზია და/ან ჭარბი წონა, აუცილებელია სისხლის წნევის კონტროლი.
თირკმლის ფუნქციების მონიტორინგის ჩატარება განსაკუთრებით აუცილებელია ხანდაზმული ავადმყოფებისა და პაციენტებისთვის:
 ვინც ერთდროულად იღებს დიურეტიკებს;
 ვინც ერთდროულად იღებს პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ თირკმლის დაზიანება.
პრეპარატ ქსეფოკამით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია პერიოდულად ჰემატოლოგიური პარამეტრებისა და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების კონტროლი.
პაციენტებმა ქსეფოკამის მიღებისას თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლის გამოყენებისაგან და იმ მოქმედებებისგან, რომლებიც მოითხოვენ გაძლი­ ერებულ ყურადღებას, სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციას,

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლოა ქსეფოკამის აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომური.
ქსეფოკამის მიღების შემდეგ აქტივირებული ნახშირის მიღებამ შესაძლოა ამ პრეპარატის შეწოვა დააქვეითოს. ქსეფოკამით გამოწვეული კუჭ­ნაწლავის დარღვევების აღმოსაფხვრელად შეიძლება წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფარმაკოდინამიკური:
ერთდროული მიღება ქსეფოკამის და:
ანტიკოაგულანტებისა ან თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების:
სისხლდენის დროის შესაძლო გახანგრძლივება (სისხლდენის რისკის გაზრდა);
სულფანილშარდოვანას წარმონაქმნების:
შესაძლოა გაზარდოს უკანასკნელის ჰიპოგლიკემიური ეფექტი;
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან გლუკოკორტიკოიდების მიღება:
ზრდის გვერდითი მოვლენების წარმოქმნის რისკს კუჭ­ნაწლავის ტრაქტის მხრივ;
დიურეტიკების:
ამცირებს შარდმდენ ეფექტსა და ჰიპოტენზიურ მოქმედებას;
ბეტა­ადრენობლოკატორებისა და ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორების: შეიძლება შეამციროს ჰიპოტენზიური ეფექტი; აძლიერებს ფიბრინოლიტიკების მოქმედებას.
პარაცეტამოლის, ციკლოსპორინის, ოქროს პრეპარატების და სხვა ნეფროტოქსიური საშუალებების გამოყენებისას იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი თირკმლების მხრივ.
პროსტაგლანდინების ანალოგის ან რანიტიდინის გამოყენება: იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი კუჭ­ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ცეფამანდოლი, ცეფოპერაზინი, ცეფოტეტანი, ვალპროის მჟავა ზრდის სისხლდენის რისკს.
ფარმაკოკინეტიკური:
ერთდროული მიღება ქსეფოკამისა და:
ლითიუმის მარილების: შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის პიკური კონცენტრაციის ზრდა და ამით გააძლიეროს ლითიუმისმიერი გვერდითი მოვლენები;
მეტოტრექსატის: ზრდის მეტოტრექსატის კონცენტრაციას შრატში; ციმეტიდინის: ზრდის ლორნოქსიკამის კონცენტრაციას პლაზმაში; დიგოქსინი: ამცირებს დიგოქსინის თირკმლოვან კლირენსს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-25 ºC ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ტაბლეტები 4მგ: შუშის ფლაკონი და ბლისტერი - 5 წელი.
ტაბლეტები 8მგ: შუშის ფლაკონი - 5 წელი და ბლისტერი 5 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედი ავსტრია gmbx, ავსტრია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy