Solgar - სოლგარი ჰომოცისტეინის მოდულატორი 120 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 57,62 GEL რეგულარული ფასი 115,24 GEL
მარაგშია
SKU
79367_2153
Solgar - სოლგარი ჰომოცისტეინის მოდულატორი 120 კაფსულა

ჰომოცისტეინის მოდულატორი

 

2 ტაბლეტი შეიცავს:

ტრიმეთილგლიცინი - 1000მგ

B6 ვიტამინი:

პირიდოქსინის HCl – 50მგ

პირიდოქსალ-5-ფოსფატი - 6მგ

B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) – 500მკგ

ფოლიუმის მჟავა (ფტეროილმონოგლუტამინის მჟავა) – 400მკგ

რა არის ჰომოცისტეინი?

ჰომოცისტეინი წარმოადგენს არაცილოვან, გოგირდის შემცველ ამინომჟავას, რომელიც წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში. მისი მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ორი გზით - რემეთილირება, მეთიონინის წარმოქმნით და ტრანსსულფირირება - ცისტეინის წარმოქმნით. რემეთილირება ხორციელდება ფერმენტ მეთილენ-ტეტრა ჰიდროფოლატრედუქტაზას (MTHFR) მეშვეობით.

ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში მონაწილეობას იღებენ B9 (ფოლიუმის მჟავა), B6, B12, ვიტამინები და ტრიმეთილგლიცინი. შესაბამისად, ამ ნივთიერებების დეფიციტი, აგრეთვე ფერმენტ MTHFR აქტივობის დაქვეითება, იწვევს ჰომოცისტეინის კონცენტრაციის ზრდას სისხლში და ვითარდება ჰიპერჰომოცისტეინემია(ჰჰ).

ჰიპერჰომოცისტეინემია წარმოადგენს ვენოზური და არტერიული თრომბოზების განვითარების რისკ-ფაქტორს. რა დროსაც, იზრდება გულ-სისხძარღვთა დაავადებების: ათეროსკლეროზის, თრომბოემბოლიის და  ინსულტის, აგრეთვე ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.

ორსულობის დროს ჰიპერჰომოცისტეინემია კიდევ უფრო მწვავე ხასიათს იძენს. პროცესი იწყება თრომბოციტების აგრეგაციით, წარმოიქმნება მიკროთრომბები, ზიანდება ენდომეტრიუმის სისხლძარღვები და ფერხდება ემბრიონის იმპლანტაცია; ირღვევა პლაცენტაციის პროცესი და ფეტოპლაცენტარული სისხლის მიმოქცევა. ეს პროცესები საბოლოოდ ხდება ორსულობის ადრეული დანაკარგის (სუბკლინიკური ორსულობის დანაკარგი), სპონტანური აბორტის, განმეორებითი ორსულობის დანაკარგის და უნაყოფობის გამომწვევი მიზეზი. ჰიპერჰომოცისტეინემია ორსულებში წარმოადგენს ასევე  პრეეკლამპსიის და ეკლამპსიის განვითარების რისკ-ფაქტორს. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ჰიპერჰომოცისტეინემია იწვევს ქრონიკულ ფეტოპლაცენტარულ უკმარისობას და ნაყოფის საშვილოსნოს შიდა ქრონიკულ ჰიპოქსიას.

ჰიპერჰომოცისტეინემია განიხილება პრენატალური ტვინის ზრდისა და ნევროლოგიური განვითარების შეფერხების რისკ ფაქტორად. მას აგრეთვე უკავშირებენ ემბრიონის ნერვული მილის დეფექტებს, კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული დაავადებების განვითარებას. ჰიპერჰომოცისტეინემია ქალებში ზოგიერთი ფსიქიკური დარღვევის, მათ შორის დეპრესიის განვითარების მიზეზი ხდება.

ჰომოცისტეინი წარმოადგენს უჯრედის მთავარი ანტიოქსიდანტური ნაერთის - გლუტათიონის წინამორბედს. შედეგად, ჰიპერჰომოცისტეინემიის დროს თავს იჩენს ოქსიდაციურ სტრესი, პროგრესირებს დაბერების პროცესი და ვითარდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

ტრიმეთილგლიცინი სტრუქტურულად წარმოადგენს ამინომჟავა გლიცინს, რომელთანაც მეთილის სამი ჯგუფია დაკავშირებული. ეს მოლეკულა პირველად ჭარხალში აღმოაჩინეს. ტრიმეთილგლიცინი, ფოლიუმის მჟავის მსგავსად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მეთილაციაში. მეთილაცია ასობით ქიმიურ რეაქციაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენს სხეულში. ამ ქიმიური რეაქციების საშუალებით ხორციელდება: ორგანიზმის დეტოქსიკაცია, ნეიროტრანსმიტერებისა და ცილების სინთეზი, ჰორმონალური ბალანსისა და ოსმორეგულაცია და სხვა. ტრიმეთილგლიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი თვისება ჰომოცისტეინის დონის დაქვეითებაა. ჰიპერჰომოცისტეინემიის დროს იგი 20-40%-ით აქვეითებს ჰომოცისტეინის კონცენტრაციას სისხლში. ტრიმეთილგლიცინის მიღება აგრეთვე მნიშვნელოვანია სტეატოზის დროს. იგი 25%-ით ამცირებს ღვიძლში ცხიმოვან მჟავებს.

B6 ვიტამინი

B6 ვიტამინი მონაწილეობს ჰომოცისტეინის ტრანსსულფირირების პროცესში და  გარდაქმნის მას ცისტათიონად. შედაგად ხელს უშლის ჰიპერჰომოცისტეინემიის განვითარებას. ეს ვიტამინი აგრეთვე აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამინომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის, მათ შორის სეროტონინის სინთეზის კატალიზატორს.  
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ასევე მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში. იგი ხელს უწყობს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზრდის მის დონეს პლაზმასა და ერითროციტებში და ამცირებს ორგანიზმიდან გამოყოფას.

ფოლატები (ფოლიუმის მჟავას თანამედროვე სახელწოდება) წარმოადგენენ წყალშიხსნად B ჯგუფის ვიტამინებს (B9 და BC ვიტამინი). ისინი წარმოადგენენ კოფერმენტებს, რომელიც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ფოლატები მონაწილეობენ ჰომოცისტეინის რემეთილირების პროცესში. ისინი 25%-ით აქვეითებს ჰომოცისტეინის კონცენტრაციას სისხლში. ფოლატები აგრეთვე ასტიმულირებენ ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობენ ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში.  ისინი ასევე ხელს უწყობენ ესენციური ამინომჟავების სეროტონინის და დოფამინის სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ გუნება-განწყობის ამაღლებას, აწესრიგებენ ძილს და აუმჯობესებენ მეხსიერებას.

ორსულობის დროს ფოლატი იცავს ნაყოფს ტერატოგენური და ფეტოტოქსიური ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.

B12 ვიტამინი მაღალი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა. იგი მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, უზრუნველყოფს დეზოქსირიბოზის, დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზს. ეს ვიტამინი ააქტივებს ფერმენტ მეთიონინ სინთაზას, რომელიც უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის დაშლას მეთიონინამდე. იგი ასევე ხელს უწყობს კრეატინის სინთეზს. B12 ვიტამინი უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. იგი მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის - ქოლინის სინთეზში. ამ ვიტამინს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას. B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას. მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფიჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. B12 ვიტამინი ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, მაღალი დოზით ახდენს პროთრომბინის და თრომბოპლასტური აქტივობის მატებას. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. ამაღლებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.

 ჩვენება:

 

  • ჰიპერჰომოცისტეინემია;
  • ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი;
  • ორსულობის განმეორებითი დანაკარგები;
  • უშვილობა;
  • სამეანო პათოლოგიები (ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი, მორეციდივე რეპროდუქციული დანაკარგი, ნაადრევი მშობიარობა, ფეტოპლაცენტარული უკმარისობა, გესტოზი, პრეეკლამპსია, ეკლამპსია);
  • ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების და ანენცეფალიის განვითარების პროფილაქტიკა;ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის(IVF) მომზადება;
  • პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი და სხვა.
  • საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
  • სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
  • უშვილობა მამაკაცებში, ოლიგოსპერმია, იმპოტენცია, ფიზიკური გამოფიტვა;
  • თრომბოფილია;
  • ათეროსკლეროზი;
  • ალცჰაიმერის დაავადება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • დიაბეტური ნეიროპათია, პერიფერიული ნეიროპათია;
  • ოსტეოპოროზი;
  • გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებები (ინსულტი ინფარქტი და სხვა);
  • არტერიული და ვენური თრომბოზები;
  • დეპრესია, სტრესი, ძილის დარღვევა, სიკვდილის შიში, შაკიკი;
  • მეხსიერების დაკარგვა/კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კუნთების სისუსტე;

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, PhytO2X ანტიოქსიდანტების ნაზავი (ნატურალური ბეტა-კაროტინი, L-ასკორბინის მჟავა).

არ შეიცავს: სახამებელს, გლუტეინს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.

არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

მისაღებია ვეგანებისთვის.

დოზირება: მიიღება 2 კაფსულა დღეში, კვების დროს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 120 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა120
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy