Orthomol - ორთომოლი ქოლინ პლიუსი

განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
მარაგშია
SKU
88026_2580

ჩვენება:ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ცხიმოვანი დისტროფია,მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი.

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ქოლინ პლიუსი

პრემიუმ ხაზი ღვიძლის, ცნს-ის და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის!    

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლ® ქოლინ პლიუსი შექმნილია ორთომოლეკულური მედიცინის საფუძველზე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად. აფერხებს ცხიმოვანი ჰეპატოზის განვითარებას, ამცირებს ჰეპატოკარცინომის პროგრესირებას, ასევე უზრუნველყოფს ცნს-ში აქსონ-დენდრიტულ აქტივობას (ნეიროტრანსმიტერული გადაცემა).

ორთომოლ® ქოლინ პლიუსის რეგულარული მიღება:

·        იცავს ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისგან და ხელს უწყობს მათ რეგენერაციას

·        აღადგენს თავის ტვინის და ღვიძლის ფუნქციებს

·        იცავს ღვიძლს ცხიმოვანი გადაგვარებისგან

·        აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების და ცნობიერების ხარისხს

·        არეგულირებს ქოლესტერინის დონეს

·        არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს

·        ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს

·        ხელს უწყობს ორსულობის დროს ნაყოფის ნერვული მილის ნორმალურ განვითარებას

·        ამცირებს თანდაყოლილ დეფექტებს ორსულობის დროს

·        დადებითად მოქმედებს მეხსიერებასა და განწყობაზე

·        ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას

·        ხელს უწყობს ნერვული და  გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას  

ორთომოლ® ქოლინის პლიუსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:

CDP-ქოლინი ააქტიურებს სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს ნეირონების მემბრანებში, ზრდის თავის ტვინის მეტაბოლიზმს და მოქმედებს სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერების დონეზე. ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ CDP-ქოლინი ზრდის ნორადრენალინის და დოფამინის დონეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

ქოლინი არის ვიტამინი B4, რომელიც ახდენს ცხიმების ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აქვს დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტული მოქმედება.  

ქოლინს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ორგანიზმი, თუმცა, მისი  რესურსი შეიძლება სწრაფად ამოიწუროს, რადგან მონაწილეობს ყველა მეტაბოლურ პროცესში, ამიტომ რეკომენდებულია მისი შევსება მიკრონუტრიენტების სახით. 

ქოლინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს: ღვიძლის პათოლოგია, კუნთების სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ორსულობის პერიოდში ნერვული მილის განვითარების დეფექტი.

რეკომენდებულია მოზრდილებში ყოველდღიურად დაახლოებით 400-550 მგ ქოლინის მიღება, ასაკის და სქესის მიხედვით.

სილიმარინი  მიიღება მცენარე ბაყაყურასგან, მონაწილეობს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციაში, ახდენს ღვიძლის დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს და  ფერმენტულ აქტივობას, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, თრგუნავს ტოქსინების შეღწევას ჰეპატოციტებში, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. 

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სილიმარინის  ექსტრაქტის მიღება 210-600 მგ დღეში (სისხლში არეგულირებს თავისუფალი გლუკოზის დონეს და ასტიმულირებს ენდოგენური ინსულინის ინდუცირებას).

არტიშოკი არეგულირებს ლიპიდურ სპექტრს, აძლიერებს ნაღვლდენას, დიურეზს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა (ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზს).

ჩვენება:

·        ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ცხიმოვანი დისტროფია

·        მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი

·        ღვიძლის ტოქსიური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლური, წამლისმიერი)

·        ჭარბი წონა

·        გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების კომპლექსური თერაპია: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა

·        ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსური თერაპია: იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება ალცჰაიმერის დაავადება

·        მეხსიერების დაქვეითება

·        ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება

·        სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 2 კაფსულა (0.8 გ) შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV*
ქოლინი 165 მგ  
სილიმარინი   125 მგ  
არტიშოკი 270 მგ  


* NRV = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: ქოლინის ბიტარტრატი (46%), სილიმარინი (Silybum marianum-დან) (29%), დამცავი აგენტი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

ორთომოლ® ქოლინ პლიუსის მიღების წესი:

მიიღება 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ  სასურველია დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად დილით და საღამოს. ორთომოლ®ქოლინ პლიუსის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy