Pure - ფიური Nაცეტილ Lცისტეინ.600 N90

განსაკუთრებული ფასი 73,59 GEL რეგულარული ფასი 147,18 GEL
მარაგშია
SKU
89016_3326

ჩვენება: აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციას, ხელს უწყობს გლუტათიონის გამომუშავებას, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას .

ფიური® N-აცეტილ L-ცისტეინი 600 მგ

აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციას, ხელს უწყობს გლუტათიონის გამომუშავებას, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას 

N-აცეტილ-L-ცისტეინი ამინომჟავა ცისტეინის წარმოებული გოგირდშემცველი ამინომჟავაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეთიონინის, ტაურინის და გლუტათიონის  მეტაბოლიზმში, აქვს მუკოლიზური მოქმედება - განპირობებული მისი უნარით დაარღვიოს მუკოპოლისაქარიდული ჯაჭვის დისულფიდური ბმები, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლარიზაციას და ნახველის სიბლანტის დაქვეითებას. 

ფიური® NAC 600 მგ:

·        აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ ანტიოქსიდანტურ სისტემას (₁)

·        ხელს უწყობს გლუტათიონის გამომუშავებას (₁)

·        აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას (₄)

·        მნიშვნელოვანია ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის

·        აჩქარებს ცხიმის წვას და ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას

·        იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, ნაადრევი დაბერებისგან, აუმჯობესებს მათ რეგენერაციას (₄)

·        ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს (3)

·        დადებითად მოქმედებს სისხლის მიკროცირკულაციაზე (3)

·        ამცირებს მუკოიდური უჯრედების ინდუცირებულ ჰიპერპლაზიას (2-7)

·        აძლიერებს სურფაქტანტის გამომუშავებას II ტიპის პნევმოციტების სტიმულირებით 

·        ზრდის მუკოცილიარულ აქტივობას მუკოცილიარული კლირენსის გაუმჯობესებით (2-7)

·        ხელს უწყობს რესპირატორული სისტემის (სასუნთქი გზების) ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას (2-7)

აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედში და დეაცეტილირდება L-ცისტეინამდე, საიდანაც სინთეზირდება უჯრედშიდა გლუტათიონი. გლუტათიონი არის რეაქტიული ტრიპეპტიდი, ძლიერი ანტიოქსიდანტი და ციტოპროტექტორი, რომელიც ანეიტრალებს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ხელს უშლის გლუტათიონის შემცირებას და ზრდის მის უჯრედშიდა სინთეზს.

აცეტილცისტეინს აქვს პირდაპირი ანტიოქსიდანტური მოქმედება, რაც განპირობებულია მის ფორმულაში რეაქტიული სულფჰიდრილის ჯგუფების (SH) არსებობით. ის ანეიტრალებს რეაქტიული ჟანგბადის სახეობებს (ROS) და იცავს უჯრედს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან. 

N-აცეტილ-L-ცისტეინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო  და რადიოპროტექტორული (იცავს ორგანიზმს რადიაციის და რენტგენის გამოსხივებისგან) მოქმედება, არის ძლიერი დეტოქსიკანტი, ანეიტრალებს მძიმე მეტალებს (ტყვია, დარიშხანი), ქიმიკატებს, ამცირებს ვერცხლისწყლის, ამიაკის ტოქსიურ ეფექტს (მაგალითად, ვერცხლისწყლის ამალგამი სტომატოლოგიაში), იცავს ორგანიზმს აკროლეინის (შეიცავს თამბაქოს კვამლი), გამონაბოლქვი აირების და სხვა მავნე გარემო ფაქტორებისგან, ასევე იცავს ღვიძლს და ტვინის უჯრედებს ალკოჰოლის, გარკვეული სამკურნალო და ტოქსიური ნივთიერებების დამაზიანებელი მოქმედებისგან, წარმოადგენს ანტიდოტს პარაცეტამოლით, ამინოგლიკოზიდებით, ფენოლებით, ალდეჰიდებით, ალკოჰოლით და საკვებით მოწამვლის დროს.

N-აცეტილცისტეინი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

ჩვენება:

·        სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები

·        ორგანიზმის დეტოქსიკაცია გარკვეული მედიკამენტებით (პარაცეტამოლი) დოზის გადაჭარბების დროს, ასევე ტოქსიური ლითონებით, ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევაში (როგორც ანტიდოტი)

·        ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია

·        გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)

·        რესპირატორული დაავადებები რომელსაც თან ახლავს ბლანტი და სეროზულ-ჩირქოვანი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ტრაქეიტი, პნევმონია,   ბრონქოექტაზია, ბრონქული ასთმა, ატელექტაზი, სინუსიტი, კისტოზური ფიბროზი (როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილი)

·        მომზადება ბრონქოსკოპიის, ბრონქოგრაფიის, ასპირაციული დრენაჟისთვის 

·        სასუნთქი გზებიდან ბლანტი სეკრეტის მოცილება ტრავმების და ოპერაციების შემდეგ 

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: N-აცეტილ-L-ცისტეინი - 600 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილის პალმიტატი. 

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა 1-3-ჯერ დღეში კვებებს შორის 18 წლის ასაკიდან. 

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. 

გამოშვების ფორმა: №90 კაფსულა. 

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ. 

დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან 

ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური

References:

1.       Sansone RA, et. al. Innov Clin Neurosci. 2011 Jan; 8(1): 10-14.

2.       Tse HN, et. al. Chest. 2013 Jul;144(1):106-18.

3.       Tirouvanziam R, et. al. Proc Natl Acad Sci U S A. 2006 Mar 21;103(12):4628-33.

4.       Dauletbaev N, et. al. Eur J Med Res. 2009 Aug 12;14(8):352-8

5.       Teskey G, et. al. Front Immunol. 2018 Sep 12;9:2069.

6.       De Flora S, et. al. Eur Respir J. 1997 Jul;10(7):1535-41.

7.       Grandjean EM, et. al. Clin Ther. 2000 Feb;22(2):209-21.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა90
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy