Orthomol - ორთომოლი აირონ პლიუსი
ჩვენება:რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლ® აირონ პლიუსი
რკინისა და C ვიტამინის იდეალური კომბინაცია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლ® აირონ პლიუსის ინოვაციური რკინის დანამატი შექმნილია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად. ვიტამინ C და აცეროლას კონცენტრატთან ერთად უზრუნველყოფს რკინის უკეთეს ათვისებას.
ორთომოლ® აირონ პლიუსის რეგულარული მიღებით:
· ძლიერდება სისხლის წითელი ფორმიანი ელემენტების წარმოქმნა
· უმჯობესდება ჰემოგლობინის და სისხლის რეოლოგიური მაჩვენებლები
· ნარჩუნდება დეპო ფერიტინის დონე
· ძლიერდება იმუნური სისტემა
ორთომოლ® აირონ პლიუსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
რკინა ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი.
აცეროლა ცნობილია C ვიტამინის მაღალი შემცველობით, რომელიც აუმჯობესებს რკინის შეწოვას და გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობით. იაპონიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად 20 მგ ბუნებრივ C ვიტამინს იგივე ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს, რაც თითქმის 100-ჯერ მეტი რაოდენობის ხელოვნურს. ამასთან, ბუნებრივი C ვიტამინი ორგანიზმიდან უფრო ნელა გამოიყოფა, ვიდრე სინთეზური. აცეროლას კონცენტრატიდან მიღებული 100 მგ C ვიტამინი უდრის სინთეზურად მიღებულ 1700 მგ C ვიტამინს, რაც დასტურდება კვლევებით.
აცეროლა იცავს ორგანიზმს თავისუფალი რკინით გამოწვეული დაზიანებისგან. აფერხებს ქსოვილების დაზიანებას მაიონიზებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან, მაღალი ბიოშეღწევადობის გამო თერაპიული ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია ონკოპაციენტებში.
აცეროლა ასევე შეიცავს: ბეტა-კაროტინს, ფლავონოიდებს (რუტინი, ანტოციანები), ვიტამინებს B1 და B2, პროვიტამინ A-ს.
ფლავონოიდებს აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიალერგიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედება, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკს.
ვიტამინი B1 და B2 მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.
პროვიტამინი A ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
C ვიტამინი რკინასთან კომბინაციაში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას, არეგულირებს სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, მონაწილეობს მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
ჩვენება:
· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია
· პოსტოპერაციული ანემია
· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი
· ჭარბი მენსტრუაცია
· სისხლის დონორობა
გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:
· ორსულობა
· ინტენსიური ზრდის პერიოდი
· ვეგანები და ვეგეტარიანელები
· დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი
· ხანდაზმული ასაკი
· ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
· ონკოპაციენტები
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: დღიური დოზა 1 კაფსულა (0,37 გ) შეიცავს:
შემადგენლობა | დღიური დოზა | % NRV* |
რკინა | 18 მგ | 129 |
ვიტამინი C | 55 მგ | 69 |
აცეროლას წვენის კონცენტრატი | 205 მგ |
*NRV ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: ვიტამინი C მიღებული აცეროლას წვენის კონცენტრატისგან (Malpighia glabra) ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, რაფსის ზეთი, რკინის ფუმარატი, ტრიკალციუმის ფოსფატი, რკინის ოქსიდის პიგმენტი.
ორთომოლ® აირონ პლიუსის მიღების წესი:
· მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად დილით. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად
· ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში 1 კაფსულა დღეში ერთხელ, მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით
გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account