Neuroactiv - ნეიროაქტივი 15 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 47,68 GEL რეგულარული ფასი 62,90 GEL
მარაგშია
SKU
70075_1712
Neuroactiv - ნეიროაქტივი 15 კაფსულა

ნეიროაქტივი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის გამოყენების ინსტრუქცია

 

სავაჭრო დასახელება: ნეიროაქტივი

შიგნით მისაღები კაფსულები.

შემადგენლობა: თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ციტიკოლინის ნატრიუმი - 500 მგ ციტიკოლინის ექვივალენტი.

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ფოსფატები, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი.

ნეიროაქტივი არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელიც ნერვულ უჯრედებს იცავს  გარე და შიდა გარემოს არასასურველი  ფაქტორებისგან,  ხელს უწყობს ტვინის კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესებას.

ციტიკოლინი ასტიმულირებს ნეირონულ მემბრანაში სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს, რაც ხელს უწყობს მემბრანის ფუნქციების გაუმჯობესებას, მათ შორის იონგაცვლითი ტუმბოების და ნეირორეცეპტორების ფუნქციონირებას. მემბრანაზე მასტაბილიზირებელი მოქმედების წყალობით,  ციტიკოლინი ახდენს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ტვინის შეშუპებას.

ციტიკოლინი ასუსტებს სიმპტომების გამოხატულობას, რომელიც კავშირშია ცერებრულ დისფუნქციასთან, ისეთი პათოლოგიური პროცესების შემდეგ, როგორებიცაა ქალა-ტვინის ტრავმა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები. ციტიკოლინი ამცირებს ამნეზიის დონეს, აუმჯობესებს მდგომარეობას კოგნიტიური, სენსიტიური და მოტორული დარღვევებისას. ციტიკოლინი აუმჯობესებს სიმპტომებს, რომლებიც აღინიშნება ჰიპოქსიის და ტვინის იშემიის დროს, მეხსიერების დაქვეითების, ემოციური ლაბილურობის, ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისას.

ნეიროაქტივი მიიღება:

  • აღდგენის ვადების შემცირება გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმის და თავის ტვინზე ქირურგიული ოპერაციების დროს;
  • მეხსიერების გაუმჯობესება, კონცენტრაციის უნარის გაზრდა, ადაპტაცია ინტელექტუალური დატვირთვების მიმართ;
  • მეხსიერების შენარჩუნება და ნაწილობრივი აღდგენა თავის ტვინის ფუნქციების სისხლძარღვოვანი და / ან დეგენერაციული გენეზის დარღვევების მქონე ხანდაზმულებში;
  • გადატანილი იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტების შედეგების კორექციისას;

დოზირების რეჟიმი:

ნეიროაქტივი მიიღება ჭამის დროს ან საკვების მიღებათა შორის.

მოზრდილებში 1 კაფსულას (500 მგ ციტიკოლინი) 2 ჯერ დღეში, მაქსიმალური დოზა 4 კაფსულა.

ხანდაზმულ პაციენტებში ნეიროაქტივის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე და შეიძლება გაგრძელდეს 1,5-დან 3 თვემდე.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა ბად-ის შემადგენლობის მიმართ;
  • ვაგოტონიით დაავადებულ პაციენტებში, ვეგეტაციური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ტონუსის სიჭარბე;

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს ნეიროაქტივი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

ნეიროაქტივის დანიშვნისას ლაქტაციის პერიოდში ქალებმა უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები რძეში ციტიკოლინის გამოყოფის შესახებ.

ვერდითი მოქმედება:

პროდუქტის ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი).

ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს: სიცხის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის დაქვეითება, ღებინება, გულისრევა, დიარეა.

ზემოაღნიშნული გვერდითი რეაქციების გამოვლენისას და ასევე სხვა გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;

სიფრთხილის ზომები და გამოყენების თავისებურებანი:

რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

არ არის რეკომენდებული ციტიკოლინის მიღება   მეკლოფენოქსატთან ერთდროულად.

ციტიკოლინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია.

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

36 თვე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოყენებამდე რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა15
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy