Friso - ფრისო 1 GOLD 0718/2650

33,50 GEL
მარაგშია
SKU
52192_1166

Friso - ფრისო 1 GOLD 0718/2650 ადაპტირებული ნარევი დაბადებიდან პრებიოტიკებითა და ნუკლეოტიდებით

Friso - ფრისო 1 GOLD

განმარტება :

ფრისო 1 -  დედის რძის შემცვლელი  ადაპტირებული   ნარევია  , რომელიც გამოიყენება  0-6 თვემდე  ასაკის ბავშვებში დედის რძის არარსებობის  ან  ნაკლებობის დროს .
სპეციალურად  დამუშავებული  ცილების  წყალობით   ,  ფრისო -  1  ადვილად შეიწოვება .
შრატისა   და კაზეინის თანაფარდობა ისეთივეა , როგორც დედის რძეში  ( 60:40 )
გალაქტოოლიგო საქარიდები ( GOS )  – ხელს უწყობენ  ბიფიდო-  და ლაქტობაქტერიების კოლონიზაციას, საკვების მონელებას და სრულყოფილ ათვისებას.
ნუკლეოტიდები –   აუცილებელია  იმუნური სისტემის განვითარებისათვის  , ხელს უწყობენ თავის ტვინის სტიმულაციას და ნაწლავის ეპითელიუმის რეგენერაციას. 
შეიცავს ლინოლეინის მჟავას და  α –ლინოლეინის მჟავას , რომლებიც  შეუცვლელი ამინომჟავებია და მონაწილეობენ ნერვული ბოჭკოების მიელინიზაციის პროცესში .
ანტიოქსიდანტური კომპლექსი წარმოდგენილია  β კაროტინით, ვიტამინი A , C და სელენით,რომლებიც  იცავენ  ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისაგან
შეიცავს ტაურინს, ინოზიტოლს  , ქოლინს , სელენს.
არ  შეიცავს  გლუტენს
კრისტალური  შაქრის გარეშეა .
გამდიდრებულია რკინით
დამზადებულია და შეფუთულია ჰოლანდიაში

გამოყენების ვადები :
ფრისო  1   გამოიყენება ,  როგორც დედის  რძის  შემცვლელი  ადაპტირებული  ნარევი  დაბადებიდან  და   კვება  გრძელდება  6  თვის  ასაკამდე . 
ნარევი მიეცემა   რეჟიმული სახით .
6 თვიდან რეკომენდირებულია  ბავშვის  გადაყვანა    ფრისო - 2  გოლდზე .

მომზადების წესი :

ბავშვის წონა /ასაკი კვების სიხშირე დღის განმავლობაში წყალი ( მლ) საზომი კოვზების რაოდენობა
<3 კგ / 0-2 კვირა 7 60 2
3-4 კგ / 2-4 კვირა 6 90 3
 4-5 კგ / 1-2 თვე 5-6 120 4
5-6 კგ / 2-4 თვე 5 150 5
>6 კგ / >4 თვე 5 180 6

1   საზომი კოვზი  =  4,3 გრამს . იმისათვის რომ მომზადდეს 100 მლ ნარევი , 90 მლ წყალს დაუმატეთ  ფხვნილის  3   საზომი კოვზი .
მომზადების ინსტრუქცია :
ამ ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულებით   თქვენ ზრუნავთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე.  

დაიბანეთ ხელები და გაასუფთავეთ  ყველა საგანი , რომელიც გჭირდებათ ნარევის მოსამზადებლად . გაასტერილეთ ისინი 3 წთ - ის განმავლობაში.
აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 40 °C.
ჩაასხით  ბოთლში საჭირო რაოდენობის წყალი .
დაამატეთ 1  საზომი კოვზი ფხვნილი   ყოველ  30 მლ. წყალზე 
შეანჯღრიეთ საწოვარა ნარევის სრულ გახსნამდე
დაიწყეთ კვება , როდესაც ნარევი სხეულის ტემპერატურამდე  ( 37 °ჩ  )  გაგრილდება
გამოიყენეთ  ნარევი  მომზადებიდან  არაუგვიანეს  1 საათის განმავლობაში.
უკუჩვენება :

ლაქტოზის აუტანლობა
გალაქტოზემია
გლუკოზა- გალაქტოზის   მალაბსორბცია
ალერგია ძროხის რძის ცილის მიმართ
ფენილკეტონურია
შენახვის პირობები :
გახსნილ მდგომარეობაში ქილა ინახება  მშრალ და გრილ ადგილას ოთხი კვირის განმავლობაში. გამზადებული ნარევი გამოიყენება არაუგვიანეს 1სთ-ისა, ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს.

წონა: 400 გ. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy