Pure - ფიური Ca ციტრატი 180 კაფსულა
ჩვენება:ოსტეოპოროზის მკურნალობა,ორსულობა და ლაქტაცია,კარიესის პროფილაქტიკა, მენოპაუზის და ხანდაზმული ასაკის პერიოდში კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ფიური® კალციუმის ციტრატი
მაღალი აბსორბციის მქონე ორგანული ხელატური ფორმა ძვლების სიჯანსაღისთვის;
დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან;
2 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: კალციუმი ხელატური ფორმა (ციტრატი) – 300 მგ
დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილ პალმიტატი
კალციუმი განაპირობებს ძვლების სიჯანსაღეს - ხელს უშლის ოსტეოპორიზისა და ოსტეოპენიის განვითარებას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს და მინერალიზაციას; წარმოადგენს ენერგიის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან კოფაქტორს; მონაწილეობს სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთოვანი ქსოვილის შეკუმშვა - მოდუნებაში, გულის კუნთის მუშაობაში; კალციუმი მაგნიუმთან ერთად ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომის ჩივილებს; უნარჩუნებს ორგანიზმს ფიზიოლოგიურ PH-ს.
ჩვენებები: კალციუმის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა; ორსულობა და ლაქტაცია; კარიესის პროფილაქტიკა; მენოპაუზის და ხანდაზმული ასაკის პერიოდში კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
დოზირება და მიღების წესი: 18 წლიდან მიიღეთ 2 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის;
არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებსა და კონსერვანტებს.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას
გაფრთხილება: თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა დანამატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
გამოშვების ფორმა: 180 კაფსულა
მწარმოებელი: PureEncapsulations აშშ
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ - PureEncapsulationsPro.com
რაოდენობა | 180 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account