Desfarol - დესფაროლი გელი 1.25% 60გ

განსაკუთრებული ფასი 13,53 GEL რეგულარული ფასი 18,79 GEL
მარაგშია
SKU
71412_1044

ჩვენება: გამოიყენება სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ტრავმით ან დეგენერაციული დარღვევებით.

დესფაროლი გელი 1,25%

გარეგანი გამოყენებისთვის.

აქტიური სუბსტანცია: 1 გ გელი შეიცავს 12.5 მგ დექსკეტოპროფენ ისექვივალენტურ 18.5 მგ დექსკეტოპროფენისტრომეტამოლს.

სხვა ინგრედიენტები: კარბომერი 980, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი (PEG 400), ეთილის სპირტი (96%), 18% ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, ლავანდის არომატი, დეიონიზირებული წყალი

წამლის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს.
  • წამლის მიღების პერიოდში, საავადმყოფოში ან ექიმთან ვიზიტისას, მოახსენეთ თქვენს ექიმს რომ ღებულობთ ამ მედიკამენტს.
  • ზუსტად დაიცავით ის რაც წერია ამ ფურცელ-ჩანართში. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზა.

 

ამ ფუეცელ-ჩანართში:

  1. რა არის დესფაროლი და რისთვის გამოიყენება იგი
  2. დესფაროლის გამოყენებამდე
  1. როგორ გამოვიყენოთ დესფაროლი
  2. შესაძლო გვერდითი მოვლენები

      5. როგორ შევინახოთ დესფაროლი

 

1. რა არის დესფაროლიდა რისთვის გამოიყენება იგი

დესფაროლიარის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება მედიკამენტების ჯგუფიდან, რომელსაც ეწოდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ).

დეფსაროლი გამოიყენება სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ტრავმით ან დეგენერაციული დარღვევებით.

დესფაროლი ეფექტურად მოქმედებს იმ ნივთირებების შემცირებაზე და პრევენციაზე, რაც იწვევს სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების ტკივილს. გელის ადგილობრივად დატანისას მცირდება ტკივილი და შეშუპება აპლიკაციის ადგილზე.

დესფაროლი გელი აქტიური ნივთიერების სახითშეიცავს დექსკეტოპროფენ ის ტრომეტამოლს და წარმოდეგნილია პოლიეთილენის (მსპე) თავსახურის მქონე, ალუმინის ტუბით, რომელიც შეიცავს 60 გ გელს.

2. დესფაროლის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დესფაროლი

თუ:

· გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ან დესფაროლის სხვა კომპონენტების მიმართ;

· გაქვთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების მიმართ;

· გაქვთ ასთმა ან გაწუხებთ ასთმური შეტევა, მწვავე ალერგიული რინიტი (ანთბა ცხვირის ღრუში), ცხვირის პოლიპი (ალერგიით გამოწვეული შეშუპება ცხვირში), ურტიკარია (გამონაყარი კანზე), ანგიოედემა (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან ხიხინი გულმკერდის არეში აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.

· ხართ ორსულად მესამე ტრიმესტრში ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი.

· გელის დატანა არ შეიძლება ღია ჭრილობაზე ან მუდმივად დაზიანებულ კანზე.

· გელის დატანა არ შეიძლება ლორწოვან, ანალურ ან გენიტალურ ადგილზე.

  • დესფაროლისწასმის შემდეგ არ შეიძლება მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმა ან ოკლუზიური სახვევის გაკეთება.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დესფაროლის გამოყენებისას

· ხანგრძლივი პერიოდით ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა ან ადგილობრივი გაღიზიანება.

· მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დამთავრებიდან ორი კვირის განმავლობაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ულტრაიისფერ სხივებს და სოლარიუმს, რათა არ გამოიწვიოთ შესაძლო მსუბუქი გაღიზიანება ან ჰიპერმგრძნობელობა.

· მიუხედავად იმისა, რომ გელის სისტემური მოქმედება მცირეა, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

· დესფაროლის დატანის შემდეგ კანის რეაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა.

გთხოვთ, მიმართეთ ექიმს თუ ასეთ მოვლენებს ადგილი ჰქონდა წარსულში.

დესფაროლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან

გელის ტანზე დატანისას, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დესფაროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

დესფაროლი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში.

თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ შესაძლო ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, მაშინ დესფაროლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, კონსულტაციის მისაღებად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დესფაროლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. დესფაროლის არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

დესფაროლის გამოყენებისას ავტომობილის მართვის და მექანიზმის გამოყენების უნარზე რაიმე უარყოფითი გავლენა არ გამოვლენილა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესფაროლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

დესფაროლი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქცია.

სხვა მედიკამენტების მიღება

იმის გამო, რომ სისტემურ ცირკულაციას გაივლისდექსკეტოპროფენის ძალიან მცირე რაოდენობა, წამალთშორისი და სხვა სუბსტანციებთან ურთიერთქმედება ძალიან იშვიათია და თითქმის არ შეინიშნება

მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად, რადგანაც გვერდითი მოვლენების რისკი შეიძლძება გაიზარდოს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემის ჩათვლით.

3. როგორ გამოვიყენოთ დესფაროლი

სათანადო გამოყენების და დოზირების ინსტრუქცია/გამოყენების სიხშირე

მისი დატანა შეიძლება მტკივნეულ ადგილზე 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

გამოიყენეთ რეკომენდებული დოზები თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.

მიღების გზა და მეთოდი

დესფაროლი გამოიყენება გარეგანად.

გელის შეზელვა ხდება ნაზად, რათა მოხდეს მისი სრული შეწოვა.

დესფაროლის გამოიყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

რადგანაც არ არსებობს 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჩვენებები და დოზირება, ეს სამკურნალო საშუალება ამ ასკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულებში დოზის კორექცია არ არის საჭირო

გამოყენება სპეციალურ მდგომარეობებში

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

მიუხედავად იმისა, რომ გელის სისტემური მოქმედება მცირეა, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

თუ თქვენ მიგაჩნიათ რომდესფაროლის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ იყენებთ უფრო მეტ დესფაროლს ვიდრე საჭიროა

არ გამოიყენოთ 7.5 გ-ზე მეტი (გელი დაახლოებით 14 სმ) დესფაროლი. შემთხვევით პერორალურად მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას.

თუ თქვენ იყენებთ დესფაროლის საჭიროზე მეტ დოზას, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დესფაროლის გამოყენება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის შესავსებად.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება თავი იჩინოს დესფაროლში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე ადამიანებში.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (სულ მცირე 10000-დან 1 პაციენტში; 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

დერმატიტი (კანის სიწითლე, ძლიერი ქავილი, შეშუპება, სისველე, ქერქით დაფარვა, აქერცლვა).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეინიშნება 10000-დან სულ მცირე 1 პაციენტში)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება).

უცნობი გვერდითი მოვლენები

ფოტომგრძნობელობის (მგრძნობელობა სინათლის მიმართ) რეაქციები (კანზე ბუშტუკები და სიწითლე).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენები, მათ შორის ისეთი, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ უზრუნველყოფთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ფურცელ-ჩანართში არ არის მოცემული.

5. როგორ შევინახოთ დესფაროლი

დესფაროლი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დესფაროლი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დესფაროლი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ დესფაროლი თუ პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე აღმოაჩენთ რაიმე დეფექტს.

არანაირი მედიკამენტი არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, სათანადოდ როგორ განკარგოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ამ ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy