Zumm-25 - ზუმ-25 25მგ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 9,41 GEL რეგულარული ფასი 14,35 GEL
მარაგშია
SKU
55702_469

ჩვენება: კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილი, მენსტრუაციის დროს ტკივილი (ალგომენორეა), კბილის ტკივილის დროს.

შემადგენლობა

ზუმ-25-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის 36.9 მგ-ს (25 მგ დექსკეტოპროფენის ეკვივალენტური).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი. 

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.

მოქმედების მექანიზმი

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი (ზუმ-25) წარმოადგენს ბენზოილფენილ პროპიონის მჟავას ტრომეტამოლის მარილს, რომელიც ხასიათდება ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი (ანტიპირეტული) მოქმედებით. იგი მიეკუთვნება ანალგეზიურ/ანტირევმატული არასტეროიდულ საშულებათა ჯგუფს.

მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას დათრგუნვით გამოწვეული პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან, რომლის დროსაც განსაკუთრებით ფერხდება არაქიდონის მჟავას გარდაქმნა ციკლურ ენდოპეროქსიდებად, რომელთაგანაც წარმოიქმნება პროსტაგლანდინები, პროსტაციკლინი და თრომბოქსანი.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის Cmax მიიღწევა საშუალოდ 30 წუთში (15-60 წთ). ერთდროულად საკვების მიღება აფერხებს პრეპარატის შეწოვას. პლაზმის ცილებს დაახლოებით 99% უერთდება. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 0,35 საათს. ორგანიზმიდან დექსკეტოპროფენი ძირითადად გამოიდევნება გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის შემდეგ თირკმლების საშუალებით. დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის T1/2 შეადგენს 1,65 საათს. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება.

ჩვენება

ზუმ-25 გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის ხანმოკლე კურსით, მაგალითად, კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილის, მენსტრუაციის დროს ტკივილის (ალგომენორეის), კბილის ტკივილის დროს.

უკუჩვენება

- ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

- ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

- ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ გამოვლენილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე დროის განმავლობაში), ცხვირის პოლიპები (ცხვირის ლორწოვანის შეშუპება ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (კანზე გამონაყარი), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სუნთქვის დარღვევა) ან ხიხინი გულ-მკერდის არეში;

- თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევა (მაგალითად, მოუნელებლობა (დისპეფსია), გულძმარვა);

- ტკივილის გამო (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენა ან პერფორაცია;

- თუ გაქვთ ანთებითი ხასიათის ნაწლავების ქრონიკული დაავადება (კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი);

- თუ გაქვთ გულის გამოხატული უკმარისობა, თირკმლების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა;

- მომატებული სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;

- ორსულობა ან ძუძუთი კვება;

- 18 წლამდე ასაკი.

უსაფრთხოების ზომები

რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის მიღებისას შემდეგ შემთხვევებში:

- თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ალერგია;

- თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ თირკმელების, ღვიძლის, გულის დაავადებები (არტერიული ჰიპერტონია და/ან გულის უკმარისობა), ორგანიზმში სითხის შეკავება;

- თქვენ იღებთ შარდმდენ საშუალებებს, გაქვთ გაუწყლოება და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვის გამო (მაგალითად, შარდის ჭარბი გამოყოფის, დიარეის ან ღებინების გამო);

- გაქვთ გულის დაავადებები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ ხართ აღნიშნული დაავადებების რისკის ჯგუფში (მაგ.: მომატებული არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე და თამბაქოს მოწევა. ასეთ შემთხვევებში მკურნალობასთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის ზუმ-25 მსგავს საშუალებებს შეუძლია უმნიშვნელო ხარისხით ხელი შეუწყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის რისკის გაზრდას. ნებისმიერი გართულების საშიშროება იზრდება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას.

- თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი. იზრდება გვერდითი მოქმედების განვითარების საშიშროება. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

- პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დაგეგმვისას და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებისას;

- თუ გაქვთ სისხლმბადი სისტემისა და სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევა;

- თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რაც იწვევს შემაერთებელი ქსოვილის შეცვლას);

- თუ გადატანილი გაქვთ ანთებითი ხასიათის ნაწლავების ქრონიკული დაავადება (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

- თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭის ან ნაწლავების სხვა დაავადებები;

- თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის წყლულოვანი დაავადების ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალური სტეროიდული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ტიპი), თრომბოციტების აგრეგაციის დამაქვეითებელი პრეპარატები (ასპირინი) ან ანტიკოაგულანტები (ვარფარინი). ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რომელმაც, შესაძლებელია დაგინიშნოთ დამატებითი მედიკამენტები, კუჭის დამცავი საშუალებები (რომლებიც აქვეითებენ კუჭის წვენის გამომუშავებას).

პრეპარატის ზუმ-25 საკვებთან და სასმელთან მიღება:

ტაბლეტები მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს, რადგან ეს ამცირებს კუჭის მხრივ ვერდითი მოქმედებების ალბათობას. მაგრამ მწვავე ტკივილის დროს ტაბლეტები უნდა მიიღოთ მშიერ კუჭზე, საკვების მიღებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატი მოქმედებს უფრო სწრაფად.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის  ზუმ-25 მიღება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში უკუნაჩვენებია.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა, ამიტომ ის გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლენისას აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისგან. კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატი ზუმ-25-ის მიღება უკუნაჩვენებია.

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ მოცემული პრეპარატის შეფუთვა ან გამოყენების ინსტრუქცია.

პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ დანიშნული დოზა დანიშნულ დროს.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომბინირება არ შეიძლება, და არსებობს ისეთი პრეპარატები, რომელთა ერთდროულად მიღებისას საჭიროა დოზის კორექტირება.

აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ პრეპარატთან ზუმ-25 ერთად იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს.

რეკომენდებული არ არის შემდეგი საშუალებების კომბინირება პრეპარატთან ზუმ-25:

- აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;

- ვარფარინი, ჰეპარინი და სხვა საშუალებები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას;

- ლითიუმი, რომელიც გამოიყენება ხასიათის ზოგიერთი დარღვევის დროს;

- მეტოტრექსატი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის ან კიბოს დროს;

- ჰიდანტოინები და ფენიტოინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს;

- სულფამეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.

- რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატთან ერთად შემდეგი საშუალებების გამოყენებისას:

- აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენი საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის დაავადებების დროს;

- პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ვენების დაავადებებით განპირობებული ქრონიკული წყლულების დროს;

- ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

- ანტიბიოტიკები-ამინოგლიკოზიდები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;

- ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს.

- შემდეგი საშუალებების გამოყენება პრეპარატთან ზუმ-25 ერთად უნდა იყოს კარგად დასაბუთებული:

- ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;

- ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;

- სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ესე იგი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად;

- პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს;

- დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;

- მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება აბორტული საშუალების სახით (ორსულობის შეწყვეტისთვის);

- სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ტიპის ანტიდეპრესანტები;

- ანტიაგრეგანტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის კოლტების წარმოქმნის შესამცირებლად.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად პრეპარატის ზუმ-25 გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება და მიღების წესი

ზუმ-25 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის მითითების დაცვით. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ზუმ-25-ის თქვენთვის საჭირო დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე. 

ექიმი მოგცემთ რჩევას თუ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დღეში და რა პერიოდის განმავლობაში დაგჭირდებათ პრეპარატის მიღება.

ჩვეულებრივ რეკომენდებულია თითო ტაბლეტის (25 მგ) მიღება ყოველ 8 საათში, მაგრამ არა უმეტეს 3 ტაბლეტისა (75 მგ) დღე-ღამეში.

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი ან გაქვთ თირკმლების ან ღვიძლის დაავადებები, მკურნალობის დაწყება საჭიროა არა უმეტეს 2 ტაბლეტისა (50 მგ) საერთო სადღეღამისო დოზით. 

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში საწყისი დოზა შემდგომში შეიძლება გაზრდილ იქნას ჩვეულებრივი პაციენტებისათვის რეკომენდებულ დოზამდე (75 მგ დექსკეტოპროფენი). 

თუ გაწუხებთ მწვავე ტკივილი და გსურთ ამ ტკივილის სწრაფი შემსუბუქება, მიიღეთ ტაბლეტები მშიერ კუჭზე (საკვების მიღებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე), რადგან ამ შემთხვევაში ის უფრო სწრაფად შეიწოვება (იხ. „უსაფრთხოების ზომები“ - პრეპარატის ზუმ-25 საკვებთან და სასმელთან მიღება).

გვერდითი მოვლენები

როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, პრეპარატსაც ზუმ-25 აქვს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. 

ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი ეფექტები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. 

ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

გულისრევა და/ან ღებინება, კუჭის ტკივილი, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).

ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნერვოზულობა, თავის ტკივილები, გულისცემის გახშირება, წამოხურება, დარღვევები კუჭის მხრივ, შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, ტკივილი, შემცივნება და კანკალი, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება (შეუძლოდ ყოფნა).

იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

პეპტიკური წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით (მელენა), გულყრა, მომატებული არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად კოჭის შეშუპება), მადის დაკარგვა (ანორექსია), პათოლოგიური შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლდენა, ტკივილი ზურგის არეში, გახშირებული შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დარღვევები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, ღვიძლის სინჯების გადახრა სისხლის ანალიზში, თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის მწვავე უკმარისობა).

ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: 

ანაფილაქსიური რეაქციები (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შოკამდე), კანზე, პირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე მოუშუშებელი ჭრილობები (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი), პირის ან ტუჩების და ხახის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შეკუმშვის შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), არამკვეთრი მხედველობა, შუილი ყურებში, კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, დარღვევები თირკმლების მხრივ. ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოქმედების გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ უკვე გქონდათ აღნიშნული სიმპტომები ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში.

კანზე გამონაყარის გამოვლენის, ლორწოვანი გარსის ნებისმიერი სხვა დაზიანების (მაგალითად, პირის ღრუში) ან ალერგიის ნიშნების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. 

არსებული მონაცემებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია შეშუპების განვითარება (განსაკუთრებით, ფეხებზე) ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად, არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.

ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა პრეპარატი ზუმ-25, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის რისკი.

პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით ან იმუნური სისტემის დარღვევებით (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც იწვევს ცვლილებებს შემაერთებელ ქსოვილში), ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა იშვითად, ციება, თავის ტკივილი და კისრის გაკავების შეგრძნება.

გვერდითი მოვლენების გაუარესებისას, ან ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ; 10 ტაბლეტი ბლისტერში; ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III,  გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy