Neuroxon - ნეიროქსონი 500მგ 20 ტაბლეტი

37,47 GEL
მარაგშია
SKU
75703_78
Neuroxon - ნეიროქსონი 500მგ 20 ტაბლეტი

ნეიროქსონი®

(NEUROXON)

 

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: citicoline;

1 ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ციტიკოლინის მონონატრიუმის მარილს (ციტიკოლინზე გადაანგარიშებით);

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აბუსალათინის პოლიეტოქსილირებული ზეთი, ჰიდროგენიზირებული მინერალურ მატარებელთან მაგნიუმის ალუმომეტასილიკატთან, ტალკი, სილიციუმის  კოლოიდური ჰიდროფობური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნაზავი საფარისთვის, რომელიც ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას შეიცავს, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, ტიტანის დიოქსიდი.

წამლის ფორმა. აპკით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: აპკით დაფარული ტაბლეტები თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ფსიქომასტიმულირებლები, საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ყურადღების დეფიციტის სინდრომისა და ჰიპერაქტივობის (ყდსჰ) დროს, და ნოოტროპული საშუალებები.

ათქ კოდი N06B X06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ციტიკოლინი ასტიმულირებს ნეირონების მემბრანების სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს, რაც დადასტურებულია მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის მონაცემებით. მოქმედების ამგვარი მექანიზმის წყალობით ციტიკოლინი ავლენს ისეთ მემბრანულ მექანიზმებს, როგორიცაა იონების ცვლის ტუმბოებისა და რეცეპტორების მუშაობას, რომელთა მოდულაცია აუცილებელია ნერვული იმპულსების გატარებისთვის. ნეირონების მემბრანაზე მასტაბილიზირებელი მოქმედების წყალობით ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებს, რომლებიც ხელს უწყობს ტვინის შეშუპების რეაბსორბციას.

ექსპერიმენტულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ციტიკოლინი აინჰიბირებს ზოგიერთი ფოსფოლიპაზას (A1, A2, C და D) აქტივირებას და ამით ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ხელს უშლის მემბრანული სისტემების დაშლას და ინარჩუნებს ანტიოქსიდანტურ დამცავ სისტემებს, როგორიცაა გლუტატიონი.

ციტიკოლინი ინარჩუნებს ნეირონების ენერგიის მარაგს, აინჰიბირებს აპოფტოზს და ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს.

ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ციტიკოლინი ასევე ავლენს პროფილაქტიკურ ნეიროპროტექტორულ მოქმედებას თავის ტვინის ფოკალური იშემიის დროს.

კლინიკურმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ციტიკოლინი ნამდვილად ზრდის ფუნქციური გამოჯანმრთელების მაჩვენებლებს ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე იშემიური დარღვევების მქონე პაციენტებში, რაც ემთხვევა თავის ტვინის იშემიური დაზიანების გაზრდის შენელებას ნეიროვიზუალიზირების მონაცემებით.

ქალა-ტვინის ტრავმის მქონე პაციენტებში ციტიკოლინი აჩქარებს აღდგენას და ამცირებს პოსტტრავმული სინდრომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობას.

ციტიკოლინი აუმჯობესებს ყურადღებისა და გონების დონეს, თავის ტვინის იშემიასთან დაკავშირებულ კოგნიციურ და ნევროლოგიურ დარღვევებს, ხელს უწყობს ამნეზიის გამოვლინებათა შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა.

ციტიკოლინი კარგად აბსორბირდება პერორალურად შეყვანისას. პრეპარატის შეყვანის შემდეგ აღინიშნება სისხლის პლაზმაში ქოლინების დონის მნიშვნელოვანი მომატება. პერორალური გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად სრულად შეიწოვება. კვლევებმა გვაჩვენა, რომ პერორალურად და ვენაში შეყვანის დროს ბიოშეღწევადობა პრაქტიკულად ერთნაირია.

პრეპარატი მეტაბოლიზდება ნაწლავებსა და ღვიძლში ქოლინისა და ცირიდინის წარმოქმნით.

შეყვანის შემდეგ ციტიკოლინი ფართოდ ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში ქოლინის ფრაქციის სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებში და ციტიდინის ფრაქციის ციტიდინურ ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინურ მჟავებში სწრაფად ჩართვით. თავის ტვინში ციტიკოლინი ერთვება უჯრედულ, ციტოპლაზმურ და მიტოქონდრიულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების ფრაქციის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებით.  

დოზის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი აღინიშნება შარდსა და ფეკალიებში (3%-ზე ნაკლები). დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა ამოსუნთქული ჰაერის CO2-ის მეშვეობით. შარდთან ერთად პრეპარატის გამოსვლისას ორ ფაზას გამოყოფენ: პირველი ფაზა - 36 საათის განმავლობაში, როდესაც გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება, და მეორე ფაზა - როდესაც გამოყოფის სიჩქარე ბევრად უფრო ნელა მცირდება. ასეთივე ფაზურობა აღინიშნება სასუნთქი გზებიდან გამოყოფის დროს. CO2-თი გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება დაახლოებით 15 საათის განმავლობაში, შემდეგ ბევრად უფრო ნელა მცირდება.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

  • ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების მწვავე ფაზა და მათი ნევროლოგიური შედეგები.
  • ქალა-ტვინის ტრავმა და მისი ნევროლოგიური შედეგები.
  • კოგნიციური დარღვევები და ქცევის დარღვევები სისხლძარღვების ქრონიკული და დეგენერაციული ცერებრული დარღვევების შედეგად.

უკუჩვენებები.

  • ჰიპერმგრძნობელობა ციტიკოლინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
  • პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მაღალი ტონუსი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებათა სხვა სახეობები.

ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს. მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად დანიშვნა არ შეიძლება.

გამოყენების თავისებურებანი.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ორსულ ქალებში ციტიკოლინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ორსულობის პერიოდში ციტიკოლინის გამოყენება არ შეიძლება, აუცილებლობის შემთხვევების გარდა. ორსულობის პერიოდში პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. დედის რძეში ციტიკოლინის შეღწევის და ნაყოფზე მისი მოქმედების შესახებ მონაცემები უცნობია.

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი.

ინდივიდუალურ შემთხვევებში ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ზოგიერთმა გვერდითმა რეაქციამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის ან რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზები.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 500-დან 2000 მგ-მდე დღეში (1-4 ტაბლეტი).

პრეპარატის დოზები და მკურნალობის ვადა დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და დგინდება ექიმის მიერ.

ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

ბავშვები.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ სამკურნალო საშუალება უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს.

ჭარბი დოზა.

ჭარბი დოზის შემთხვევები აღნიშნული არ არის.

გვერდითი რეაქციები.

გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვითარდება (<1/10000), ერთეული შემთხვევების ჩათვლით.

ფსიქიკის მხრივ: ჰალუცინაციები.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: დისპნოე.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, ეპიზოდური დიარეა.

ალერგიული რეაქციები, გამონაყარის, ქავილის, ანგიონევროზული შეშუპების, ანაფილაქსიური შოკის, სიწითლის, ჭინჭრის ციების, ეგზანთემის, პურპურას ჩათვლით.

ზოგადო დარღვევები: კანკალი, შეშუპება.

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი. სსს „კიევმედპრეპარატი“.

 

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 01032, ქ.კიევი, საკსაგანსკის ქ., 139.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy