ემოქსიდანტი 50მგ/მლ 2მლ 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 52,22 GEL რეგულარული ფასი 54,97 GEL
მარაგშია
SKU
76232_969

ჩვენება: ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები.

გამოყენების ინსტრუქცია

ემოქსიდანტი

სავაჭრო დასახელება
ემოქსიდანტი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
Ethylmethylhydroxypyridine succinate, ეთილმეთილჰიდროქსიპრიდინის სუქცინატი

ქიმიური დასახელება

2-ეთილ-6-მეთილ-3-ჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი
სამკურნალწამლო ფორმა
საინექციო ხსნარი 50მგ/მლ
აღწერა: უფერო ან ოდნავ მოყავისფრო ხსნარი

შემადგენლობა

1მლ პრეპარატი შეიცავს:  

აქტიური ნივთიერება: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი 50მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფატი (E 223), საინექციო წყალი

ATC Code: N07XX

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიოქსიდანტური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ახასიათებს ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური, მემბრანომასტაბილიზელი, ნოოტროპული, სტრესპროტექტორული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანქსიოლიზური მოქმედება. პრეპარატი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას სხვადასხვა მავნე ფაქტორის მიმართ (შოკი, ჰიპოქსია, იშემია, ტრავმა, ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევა, ალკოჰოლით და ანტიფსიქიური საშუალებებით (ნეიროპელტიკები) ინტოქსიკაცია. ემოქსიდანტი აუმჯობესებს ტვინის მეტაბოლიზმს და სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ასტაბილურებს სისხლის უჯრედების მემბრანულ სტრუქტურას (ერითროციტები და თრომბოციტები) ჰემოლიზის დროს. ახასიათებს ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. აქვეითებს ფერმენტულ ტოქსემიას და ენდოგენურ ინტოქსიკაციას მწვავე პანკრეატიტის დროს. ემოქსიდანტის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ანტიჰიპოქსიური, ანტიოქსიდანტური და მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედებით. ამუხრუჭებს ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესს, ააქტიურებს სუპეროქსიდოქსიდაზას, ზრდის ლიპიდების და ცილების შეფარდებას, ამცირებს ლიპიდური შრის წებოვნებას და ზრდის მემბრანის გამძლეობას. ახდებს მოდულაციურ გავლენას მემბრანდამაკავშირებელი ფერმენტების ატივობაზე (ფოსფოდიესტერაზა, ადენილატციკლაზა, აცეტილქოლინესტერაზა) რეცეპტორებზე (ბენზიდიაზეპინი, აცეტილქოლინი, გაემ), აძლიერებს მათ ლიგანდებთანდაკავშირების უნერს და ეხმარება ბიომემბრანის სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის შენარჩუნებას, ზრდის ნეირომედიატორების აქტივობას და აუმჯობესებს სიმპათიკურ პროცესებს. ემოქსიდანტი ზრდის ტვინში დოფამინის კონცენტრაციას. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია აერობული გლიკოლიზის კომპენსატორული  აქტივაციის გაძლიერების შესაძლებლობით, კრებსის ციკლში ჟანგვითი პროესების დათრგუნვის ხარისხის შემცირებით ჰიპოქსიის პირობებში ატფ და კრეატინფოფატის შემცველობის გაძლიერებით უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციით.

ფარმაკოკინეტიკა

კუნთში შეყვანისას პლაზმაში ისაზღვრება 4 საათის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო Tmax - 0,45-0,5 საათია. Cmах 400-500მგ დოზის შეყვანისას შეადგენს 3,5-4,0მკგ/მლ-ს. ემოქსიდანტი სწრაფად ნაწილდება ორგანოებში და ქსოვილებში, სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან პრეპარატის შეკავების საშუალო დრო  (MRT) კუნთში შეყვანისას შეადგენს 0,7-1.3 საათს. პრეპარატი უპირატესად გამოიყოფა შარდით, გლუკურონიდის სახით და უმნიშვნელო რაოდენობით უცვლელი სახით.

მიღების ჩვენება

ჩვენება:

-          ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები

-          დისცირკულატორული ენცეფალოპათია;

-          ვეგეტატური დისტონიის სინდრომი;

-          ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტიური დარღვევები;

-          შფოთვითი დარღვევები ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობისას;

-          აბსტინენციური სინდრომის კუპირება ალკოჰოლიზმის დროს ნევროზის მსგავსი და ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით.

-          ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაცია;

-          მუცლის ღრუს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესები (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი);

გამოყენების მეთოდი და დოზირება
დოზირების რეჟიმი

კუნთში ან ვენაში შეყვანა (ნაკადად ან წვეთოვნად) შეყვანის ინფუზიური მეთოდისას პრეოპრატი უნდა განზავდებს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით.

ნაკადად ემოქსიდანტი შეყავთ ნელა, 5-7 წუთის განმავლობაში, წვეთოვნად 40-60 წვეთი წუთში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1200მგ-ს. 

ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევისას, ემოქსიდანტი გამოიყენება პირველი 10-14 დღის განმავლობაში, წვეთოვნად 200-500მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ კუნთში 20-250მგ, 2-3 ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირის განმავლობაში.

დისცირკულატორული ენცეფალოპათიისას, დეკომპენსაციის ფაზაში ემოქსიდანტი უნდა დაინიშნოს ინტრავენურად, ნაკადით ან წვეთოვნად 200-500მგ დოზით, 1-2 ჯერ დღე-ღამეში, 14 დღის განმავლობაში. შემდეგ კუნთში 100-250მგ/დღე-ღამეში შემდეგი 2 კვირის განმავლობაში.

დისცირკულატორული ენცეფალოპათიის პროფილაქტიკური კურსისთვის პრეპარატი შეყავთ კუნთში 200-250მგ დოზით 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში.

მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და შფოთვითი დარღვევების დროს პრეპარატი გამოიყენება კუნთში, 100-300მგ/დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში.

აბსტინენციური ალკოჰოლური სინდრომის დროს, ემოქსიდანტი შეყავთ 200-500მგ ინტრავენურად, წვეთოვნად ან კუნთში 2-3 ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში.

ანტიფსიქოზური პრეპარატებით მწვავე ინტოქსიკაციისას პრეპარატი შეყავთ ინრავენურად, 200-500მგ/დღე-ღამეშიდოზიტ 7-14 დღის განმავლობაში.

მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესებისას (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) პრეპარატი პირველი დღეების განმავლობაში ინიშნება როგორც წინასაოპერაციო ის პოსტოპერაციულ პერიოდში. შეყვანილი დოზა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე და სიმძიმეზე, პროცესის გავრცელებაზე, კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტებზე. პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათან მხოლოდ მყარი დადებთი კლინიკურ ლაბორატორიული ეფექტის შემდეგ.

 მწვავე შეშუპებითი (ინტერსტიციალური) პანკრეატიტისას-პრეპარატი ინიშნება 200-500მგ დოზით 3-ჯერ დღე-ღამეში, ინტრავენურად წვეთოვნად (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში) და კუნთში.

ნეკროზლი პანკრეატიტის მსუბუქი ხარისხი-100-200მგ დღე-ღამეში სამჯერ ინტრავენურად წვეთოვნად (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში) და კუნთში.

სიმძიმის საშუალო ხარისხი-200-300მგ დღე-ღამეში (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში). მძიმე მიმდნარეობა-პულს-დოზირებისას 800მგ პირველი დრეების განმავლობაში, ორჯერადი შეყვანის რეჟიმისას, შემდეგ 200-500მგ 2-ჯერ დღე-ღამეში სადღერამისო დოზის თანდატან დაქვეიტებით. უკიდურესად მძიმე მიმდინარეობა-საწყისი დოზა 800მჰ/დღე-ღამეში პანკრეატოგენური შოკის კუპირების მყარ გამოვლენამდე, მდგომარეობის სტაბილიზაციისას 300-500მგ, 2-ჯერ დღე-ღამეში, ინტრავენურად წვეთოვნად (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში)  სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია გულისრევის, ქსეროტომიის, ძილიანობის, ალერგიული რეაქციების გამოვლენა.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევები. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.  ბავშვები და მოზარდები.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა.

განსაკუთრებული მითითებები
შეზღუდვის ხარისხი ისაზღვრება პრეპარატის ინდივიდუალური ამტანობის საფუძველზე.

დამხმარე ნივთიერებები

ემოქსიდატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფატს (E223) რომელმაც იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ამგვარად ემოქსიდანტის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებში და შვილოსნობის უნარის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს და ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და სპეციალურ მოწყობილობასთან მუშაობის უნარზე

ემოქსიდანტი გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ ჩატარებულა კვლევები ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებტან მუშაობის გავლენის შესწავლისთვის.

ემოქსიდანტისთვის აღწერილია ისეთი გვერდითი ეფექტები როგორიცაა ძილიანობა. ამგვარად პაციენტებმა პრეპარატის გავლენის ქვეშ ყოფნის დროს თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

აძლიერებს ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიზურების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების (კარბამაზეპნი), პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების (ლევოდოფა) მოქმედებას.

ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ ეფექტებს.

შენახვის პირობები და ვადა

ინახება არა უმეტეს 25°C,  ტემპერატურაზე, ორგინალურ შეფუთვაში

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე

შენახვის ვადა: 3 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა

საინექციო ხსნარი 50მგ/მლ უფერო შუშის ამპულაში 2მლ, გატეხვის რგოლით.

ამპულები შეფუთულია, 10 ამპულა  (2 х 5 ამპულა) 2მლ-იანი საინექციო ხსნარი, ინსტრუქციის ტანხლებით.

მწარმოებელი

«ს.ც. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ», რუმინეთი, ილფოვი სრლ»,  075100 ქ. ოტოპენი, ეროილორის ქუჩა №1А

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy