Clotri-denk - კლოტრი-დენკი კრემი 1% 20გ

განსაკუთრებული ფასი 4,96 GEL რეგულარული ფასი 6,89 GEL
მარაგშია
SKU
84763_1292

ჩვენება:სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა
1 გრ კრემი შეიცავს 10 მგ კლოტრიმაზოლს, 10 მგ ბენზილის სპირტს. 
კრემი ასევე შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლოტრიმაზოლს ძირითადად გააჩნია ფუნგოციდური მოქმედება.
არსებული სამეცნიერო ინფორმაციის თანახმად, კლოტრიმაზოლის სოკოს საწიმააღმდეგო ეფექტი გაპირობებულია ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დაინჰიბირებით. რადგან ერგოსტეროლი წარმოადგენს სოკოს მემბრანის შემადგენენელ კომპონენტს, სოკოს უჯრედში არსებული ციტოპლაზმის ერგოსტეროლის დახარჯვის შედეგად ძირითადი ცვლილებები ხდება მემბრანის შემადგენლობასა და თვისებებში. ამის გამო იზრდება მემბრანის განვლადობა, რაც საბოლოოდ იწვევს უჯრედის ლიზისს.
გადრა ამისა, კლოტრიმაზოლის ფუნგოსტატური კონცენტრაცია აფერხებს მიტოქონდრიისა და პეროქსისომის ფერმენტებს. შედეგად, წყალბადის პეროქსიდაზის კონცენტრაცია იზრდება ტოქსიკურ დონემდე, რაც სავარაუდოდ იწვევს ნეკროციტოზს (`წყალბადის პეროქსიდის თვითმონელება~)
in vitro და in vivo, კლოტრიმაზოლს გააჩნია ფართო სპექტრის მოქმედება დერმატოფიტების, სოკოების, ობის და დიმორფული სოკოების წინააღმდეგ. ხელსაყრელ ლაბორატორიულ პირობებში, ასეთი ტიპის სოკოებისთვის MHჩ შეადგენს არა უმეტეს 0,062 – 4 (-8) მგ/მლ სუბსტრატს.
ანტიფუნგალური მოქმედების გარდა, (ენტეროკოკების გამოკლებით) კლოტრიმაზოლი ასევე აინჰიბირებს კორინებაქტერიებსა და გრამ-დადებით ჩხირებს in vitro, კონცენტრაციით _ 0,5 – 10 მგ/მლ სუბსტრატი, ხოლო ტრიქომონას წინააღმდეგ მოქმედებს კონცენტრაციით _ 100 მგ/ მლ.
რეზისტენტობის მხრივ, კლოტრიმაზოლი ხასიათდება დადებითად:
პირველადად რეზისტენტული სოკოს ტიპები ძალიან იშვიათია, ხოლო მგრძნობიარე სოკოების მეორადი რეზისტენტობა თერაპიულ პირობებში ძალიან იშვიათად ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა
ჩატარებულმა ფარმაკოკინეტიკურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კრემის დერმალურადAდა ვაგინალურად გამოყენების შემდეგ შეიწოვება კლოტრიმაზოლის დოზის 2% ან 3-10%-ზე ნაკლები. პლაზმაში მისი საბოლოო პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 10 ნგ-ზე ნაკლებს და არ იწვევს მნიშვნელოვან სისტემურ ან გვერდით ეფექტებს.
კლოტრიმაზოლი ღვიძლში განიცდის დაჟანგვასა და იმიდაზოლის რგოლის დეგრადაციას (დეამინირებას, ო-დეალკილირებას), რის შედეგადაც მიიღება არაეფექტური ჰიდროქსი დერივატივები, რომლებიც ძირითადად ნაღველის საშუალებით გამოიყოფა განავალთან ერთად.

მიღების წესები და დოზები
თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, კლოტრი-დენკ 1% კრემი თხელ ფენად ედება დაზიანებულ ადგილას დღეში 2-3-ჯერ და გულდასმით შეიზილება.
კარგი შედეგის მისაღებად კრემი გამოიყენება რეგულარულად და საკმარისი ხანგრძლივობით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის მასშტაბზე და ადგილმდებარეობაზე. კარგი შედეგის მისაღებად მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მწვავე ანთებითი პროცესის ან სუბიექტური ჩივილების ჩაცხრობისთანავე, არამედ უნდა გაგრძელდეს სულ მცირე ოთხი კვირა მაინც. პიტყრიასის ვერსიცოლორ ძირითადად იკურნება 1-3 კვირაში, ხოლო ერითრაზმა _ 2-4 კვირაში. ათლეტის ფეხის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გახანგრძლივდეს სიმპტომების გაქრობიდან დაახლოებით ორი კვირა, ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად. ყოველი დაბანის შემდეგ ფეხი, განსაკუთრებით კი ფეხის თითებს შორის არსებული ადგილები უნდა გამშრალდეს გულდასმით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციები, მაგალითად წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება. ცეტოსტეარილის სპირტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
კლოტრი-დენკ 1% კრემი არ გამოიყენება კლოტრიმაზოლის ან ცეტოსტეარილის სპირტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. სიფრთხილის მიზნით, იგი არ გამოიყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლოტრი-დენკ 1% კრემი ამცირებს ამფოტერიცინის და სხვა პოლიენის ანტიბიოტიკების (ნისტატინი, ნატამიცინი) ეფექტურობას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 2-30oC ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ ტუბში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება გახსნიდან 1 წლის განმავლობაში.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy