Clotrimazole - კლოტრიმაზოლი ვაგინალური სანთლები 100მგ 10 ცალი
ჩვენება:სოკოს საწინააღმდეგო,მოქმედების ფართო სპექტრის საშუალება.აქტიურია პათოგენური დერმატოფიტების მიმართ.
აერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კლოტრიმაზოლი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ანტისეპტიკები დაანტიმიკრობული საშუალებები . იმიდაზოლის წარმოებულები .
ათქ კოდი : G01AF02
სამკურნალწამლო ფორმა
ვაგინალური სანთლები
შემადგენლობა :
კლოტრიმაზოლი 100 მგ
სანთლის ფუძე - 2,0 გ მასის სანთლის მისაღებად საკმარისი რაოდენობა .
აღწერილობა : ცილინდრულ - კონუსური ფორმის თეთრი , მოყვითალო ელფერის სანთლები . განივგანაკვეთზე ერთგვაროვანი მასა ჩანართების გარეშე . განაკვეთზე დასაშვებია ბუშტუკოვანი, ფოროვანისიცარიელის და ძაბრისებური ჩაღრმავების არსებობა . E
ფარმაკოლოგიური თვისებები
სოკოს საწინააღმდეგო , მოქმედების ფართო სპექტრის საშუალება . აქტიურია პათოგენურიდერმატოფიტების მიმართ : Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton Floccosum, Microsporum canis, საფუარი სოკოების მიმართ : Candida albicans, (monilia albicans) ,Criptococcus neoformans, torulosis spp., Aspergillus spp., Cladosporium spp., Madurella spp.,დიმორფული სოკოების : Blastomices dermatitidis, coccidioides immitis, Histoplasma capsulatum .ნაკლებად მგძნობიარენი არიან Pytirospon orbiculare, (Malassezia furfur), Cryptococcus, Spotothrix. მიმართ . მოქმედების მექანიზმი გაპირობებულია ერგოსტეროლის სინთეზის დათრგუნვით , რომელიცწარმოადგენს სოკოების უჯრედული მემბრანის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს . ამის შედეგადირღვევა ციტოპლაზმური მემბრანა , უჯრედშიდა ვაკუოლების წარმოქმნით . ამის გარდა , ხდებამიკროორგანიზმების ნუკლეინის მჟავების და ცილის სინთეზის დარღვევა . გარეგანი გამოყენებისას ,კლოტრიმაზოლი აღწევს ეპიდერმისში სისტემური მოქმედებისთვის არასაკმარისი რაოდენობით .ინტრავაგინალური გამოყენებისას მცირე რაოდენობით აბსორბირდება ლორწოვანი გარსიდან .
ჩვენება
სოკოებით Candida ან Trichomonas vaginalis გამოწვეული გენიტალური ინფექციები ( კანდიდოზურივულვოვაგინიტი , ინფექციური ლეიკორეა , ტრიქომონადური ვაგინიტი ); ვაგინალური ბაქტერიულისუპერინფექციები , მშობიარობის წინ სამშობიარო გზების სანაცია .
გამოყენების წესი და დოზები
ინტრავაგინალურად . 100 მგ კლოტრიმაზოლი (1 სანთელი ) დღეში ერთხელ ძილის წინ . 6-7 დღისგანმავლობაში .
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა კლოტრიმაზოლზე . ორსულობის I ტრიმესტრი . L ლაქტაციის დროს საჭიროაძუძუთი კვების შეწყვეტა .
გვერდითი ეფექტები
შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები – ქავილი , წვა , კონტაქტური დერმატიტი ..
ჭარბი დოზირება
საცოცხლისათვის საშიშ რეაქციებს და მდგომარეობებს არ იწვევს .
უსაფრთხოების მეთოდები და გამოყენების თავისებურებები
ადგილობრივი რეაქციების გაჩენისას და კლინიკური გაუმჯობესების არარსებობისას 4 კვირისგანმავლობაში , პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს დამატებით გამოყვლევა .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სოკოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან გამოყენებისას , ამცირებს მათ ეფექტურობას . დექსამეთაზონიამცირებს კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო ეფექტს . რ - ჰიდროქსიბენზოის მჟავის პროპილურიეთერი მაღალი კონცენტრაციებით აძლიერებს კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას .
გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე .
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას , 15-25 º C ტემპერატურაზე .
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account