Prolipid - პროლიპიდი 500მგ 120 კაფსულა
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: თევზის ქონის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს:
ეიკოზაპენტენის მჟავა (EPA) და
დოკოზაჰექსენის მჟავა (DHA).
დამხმარე საშუალებები: ტოკოფეროლის აცეტატი.
ცარიელი კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცეროლი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაცევტული ფორმა:
რბილი კაფსულები.
კონცენტრაცია აქტიურ სუბსტანციაში:
ყოველი რბილი კაფსულა შეიცავს 500 მგ თევზის ქონს (ომეგა-პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები)
შეიცავს:
ეიკოზაპენტენის მჟავა (EPA) 90 მგ (18%)
დოკოზაჰექსენის მჟავა (DHA) 60 მგ (12%)
აღწერა-შეფუთვა:
მუყაოს კოლოფი შეიცავს 120 რბილ კაფსულას, რომლებიც შეფუთულია 8 პვქ/ალუმინის ბლისტერში თითოეულში 15 კაფსულით, პაციენტის ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.
მუყაოს კოლოფი შეიცავს 60 რბილ კაფსულას, რომლებიც შეფუთულია 4 პვქ/ალუმინის ბლისტერში თითოეულში 15 კაფსულით, პაციენტის ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.
თერაპიული კატეგორია:
ომეგა-3 პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები (EPA + DHA).
ზოგადი ინფრომაცია:
სამკურნალო საშუალება პროლიპიდი® არის თევზის ქონის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ძლიერ გასუფთავებულ ომეგა-3 პოლიგაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს, კონკრეტულად ეიკოზაპენტენის მჟავას და დოკოზაჰექსენის მჟავას.
კვების რეჟიმში პროლიპიდის® უწყვეტი გამოყენების შედეგად მცირდება სისხლში ტრიგლიცერიდები (ცხიმები).
ჩვენებები:
ჰიპერტრიგლიცერიდემია
პროლიპიდი® გამოიყენება სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმების) შესამცირებლად, ნორმალური კვების რეჟიმზე დამატების სახით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
აცეტილსალიცილმჟავას მიმართ მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში.გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
ზოგადი
პროლიპიდის® მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკი, როგორიცაა ჰემოფილია ან თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის კოაგულაციაზე.
არსებობს მტკიცებულებები, რომ თევზის ქონის შემცველმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრონქოსპაზმი აცეტილსალიცილმჟავას მიმართ მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში.
დღეში 5 გ-ზე მეტი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არაინსულინური დიაბეტის მქონე პაციენტებში გლუკოზის კონტროლის ოდნავ გაუარესება. სიფრთხილით გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ხანდაზმულები
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება არ მოითხოვება.
ორსულობა
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები პროლიპიდის® ორსულობის დროს გამოყენების შესახებ, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები პროლიპიდის® ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, უკუნაჩვენებია.
ბავშვები
პროლიპიდის® გამოყენება ბავშვებში დადგენილი არ არის.
ზემოქმედება ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე
არ აღინიშნება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პროლიპიდის® მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ სხვა პრეპარატებს.
უფრო კონკრეტულად, უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს ან სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლის კოაგულაციაზე, როგორიცაა აცეტილსალიცილმჟავა და ცეფალოსპორინები.
დოზირება:
დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები, თუ როდის და როგორ უნდა მიიღოთ პროლიპიდი®.
გთხოვთ წაიკითხოთ შეფუთვაზე მოცემული ტექსტი.
თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზები:
ჰიპერტრიგლიცერიდემია.
ხუთი კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის დროს.
ხანდაზმულებისთვის რეკომენდებულია მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზები.
ჭარბი დოზა:
პროლიპიდი® სრულად შედგება იმ ინგრედიენტებისგან, რომლებიც წარმოდგენილია ჩვეულებრივ საკვებში და მიიჩნევა უვნებლად რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას.
ჭარბი დოზით გამოწვეული მავნე ეფექტების განვითარება მოსალოდნელი არ არის.
რა უნდა იცოდეთ დოზის გამოტოვებისას:
პროლიპიდი® მიიღება პაციენტის ინსტრუქციის ფურცელში მოცემული ინსტრუქციების მიხედვით. მიუხედავად ამისა, თუ გამოგრჩათ დოზის მიღება, არ მიიღოთ ზედმეტი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. გააგრძელეთ პრეპარატის ჩვეულებრივი სქემით მიღება.
არასასურველი ეფექტები:
უარყოფითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ხშირი (>1/100 - <1/10), არახშირი (>1/1000 - < 1/100); იშვიათი (>1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10,000), ცალკეული ცნობების ჩათვლით.
ინფექციები და ინვაზიები
არახშირი: გასტროენტერიტი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობა.
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ:
იშვიათი: ჰიპერგლიკემია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
არახშირი:: თავბრუსხვევა, დისგევზია.
იშვიათი: თავის ტკივილი.
ვასკულარული დარღვევები:
ძალიან იშვიათი: ჰიპოტენზია.
დარღვევები სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ:
ძალიან იშვიათი: სიმშრალე ცხვირის ღრუში.
კუჭ-ნაწლავური დარღვევები:
ხშირი: დისპეფსია, გულისრევა.
არახშირი: მუცლის ტკივილი, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გასტრიტი, ტკივილი ეპიგასტრიუმში.
იშვიათი: კუჭ-ნაწლავური ტკივილი.
ძალიან იშვიათი: სისხლჩაქცევა კუჭ-ნაწლავის ქვემო ტრაქტში.
ჰეპატობილიარული დარღვევები:
იშვიათი: დარღვევები ღვიძლის მხრივ.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
იშვიათი: აკნე, გამონაყარი.
ძალიან იშვიათი: ჭინჭრის ციება.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილას:
იშვიათი: გაურკვეველი დარღვევები.
ლაბორატორიული ანალიზები:
ძალიან იშვიათი: ლეიკოციტების რაოდენობის მომატება, სისხლში ლაქტატის დეჰიდროგენაზას მომატება. ტრანსამინაზების ზომიერად მომატება, აღინიშნა ჰიპერტრიგლიცერიდემია.
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შიდა და გარეთა შეფუთვაზე.
შენახვის განსაკუთრებული პირობები:
პროდუქტი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე (≤25°C).
რაოდენობა | 120 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account