Vurdon - ვურდონი 1% გელი 25გ

განსაკუთრებული ფასი 8,86 GEL რეგულარული ფასი 12,30 GEL
მარაგშია
SKU
4272_426

ჩვენებები: დაჟეჟილობით, ამოვარდნილობით, დაჭიმვით განპირობებული კუნთების, მყესების და სახსრების ტრავმული ანთებების დროს; ტენდოვაგინიტი, სჰოულდერ-ჰანდ სინდრომი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი;

შემადგენლობა:
100გრ. ვურდონის გელი შეიცავს 1.16გრ. მის აქტიურ ინგრედიენტს - დიკლოფენაკს ახალ ფარმაცევტულ ფორმაში (დიეთილამონიუმი), რაც ეკვივალენტურია 1გრ. ნატრიუმის დიკლოფენაკის. ფუძე წარმოადგენს სქელ, არაცხიმოვან და არაღებვად ემულსიას, რომლის შემადგენლობაში აგრეთვე შედის იზოპროპანოლი და პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიკლოფენაკი - კარგად ცნობილი არასტეროიდული შენაერთია, რომელსაც გააჩნია შესანიშნავი ანტირევმატიული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები, რომლებიც განპირობებულია მისი უნარით შეაჩეროს ორგანიზმში პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის პროცესი.
ვურდონი გელი, რომელიც შეიცავს 1% დიკლოფენაკს, შექმნილი იყო როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის. რადგან იგი დამზადებულია გელის სახით, ის ადვილად ისმება კანზე და მისი წყალსპირტოვანი ფუძე გაღიზიანებულ უბანზე ახდენს როგორც გამაგრილებელ, ასევე დამაწყნარებელ ეფექტს. სპეციალური გამხსნელის მეშვეობით, რომელიც შედის ვურდონი გელის შემადგენლობაში, მისი აქტიური კომპონენტი (დიკლოფენაკი) ადვილად აღწევს კანის ფორებში კანქვეშა ქსოვილებამდე და ხსნის ნებისმიერი ეტიოლოგიის ანთებას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიკლოფენაკ-გელი სწრაფად შეიწოვება კანში, მისი კონცენტრაცია ანთებით ქსოვილებში მეტია, ვიდრე მისივე კონცენტრაცია პლაზმაში ტაბლეტების მიღების დროს.

ჩვენებები:
ვურდონის გელი განკუთვნილია ლოკალური მკურნალობისათვის:
-    დაჟეჟილობით, ამოვარდნილობით, დაჭიმვით განპირობებული კუნთების, მყესების და სახსრების ტრავმული ანთებების დროს;
-    ქსოვილების რევმატიზმის ლოკალური ფორმების დროს, როგორიც არის ტენდოვაგინიტი, სჰოულდერ-ჰანდ სინდრომი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი;
-    კიდურების ან ხერხემლის სახსრების ოსტეოართროზის ტიპის ლოკალური რევმატიული დაავადებები.

უკუჩვენებები:
ვურდონის გელი არ ენიშნება პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის, აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, აგრეთვე იზოპროპანოლისა და პროპილენგლიკოლის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
ვურდონის გელი - ზოგადად არის ტოლერანტული ნივთიერება. იშვიათად მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, ერითემა, კანის ადგილობრივი გაუწყლოვანება, დამწვრობა ან მომატებული ფოტოსენსიბილიზაცია. კანის შედარებით დიდ უბნებზე და ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია რაიმე სისტემური გვერდითი ეფექტების გამოვლენა, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის მოშლილობა (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილები კუჭის არეში და მუცლის ღრუში), თავის ტკივილი, თავბრუხვევა და ა.შ. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პრეპარატის თვისებების ძირითად აღწერილობას.
შეზღუდვები გამოყენებისას:
ვურდონის გელის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ არადაზიანებული კანის უბნებზე. ნაკაწრებზე და ღია ჭრილობებზე ვურდონის გელის ხმარება დაუშვებელია. აკრძალულია მტკივნეული უბნის შეხვევა და მჭიდრო ტანსაცმელთან კონტაქტი. თავიდან ასაცილებელია ნივთიერების მოხვედრა თვალში ან ლორწოვანზე, მათ შორის პირის ღრუს ლორწოვანზეც.
  სიფრთხილით იხმარება პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევით პროლონგირებული თერაპიის დროს და კანის დიდი უბნების დამუშავებისას.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ჩვენ არ გვაქვს სათანადო მონაცემები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დღეისათვის ეს ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

 დოზირება და გამოყენების წესი:
დამოკიდებულია ანთებითი უბნის მოცულობაზე. ჩვეულებრივ, საკმარისია 2-4გრ. ვურდონის გელის შეზელვა 3-4 ჯერ დღეში. პრეპარატის გამოყენება შეიძლება აგრეთვე როგორც დამატებითი საშუალება ვურდონის სხვა ფორმებით მკურნალობისას.

ჭარბი დოზა:
არასწორმა გამოყენებამ ან შემთხვევით ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტები. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ გადაუდებელი პირველადი დახმარება როგორც მოწამვლის საწინააღმდეგო შემანარჩუნებელი და სიმპტომური საშუალება.

გამოშვების ფორმა: ალუმინის ტუბები 25, 50 ან 100გრ.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy