HIPP - ჰიპი კომფორტი კომბიოტიკი დაბადებიდან 2317-03

35,10 GEL
მარაგშია
SKU
75684_609

Hipp ჰიპი კომფორტი მშრალი რძის ნარევი 300გრ, 0 თვიდან, გაზების, ლაქტოზით გამოწვეული კოლიკისა და შეკრულობის დროს.

Hipp Comfort - სპეციალური ფორმულა - რძის მშრალი ნარევი დაბადების პირველივე დღიდან - განკუთვნილია გაზების, ლაქტოზით გამოწვეული კოლიკისა და შეკრულობის დროს, როგორც შერეული ასევე ხელოვნური კვებისას. ბიო-ორგანული წარმოება, ჰიპის უმაღლესი ხარისხით.

წონა: 300 გრ.

ARA; DHA (ომეგა 3; 6), იმ სახით, როგორც დედის რძეში გვხვდება. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პირველი თვეების განმავლობაში, რადგან ამ ასაკში ჩვილი საჭირო ნივთიერებას საკმარისი რაოდენობით თავად ვერ გამოიმუშავებენ. არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს (GMO Free).

ბავშვები, რომლებიც ნაწილობრივ იკვებებიან დედის რძით, მათთვის უნდა იქნას შერჩეული ზუსტი ადაპტირებული რძის ფორმულა ფორმულა, რომელიც მოდელირებულია დედის რძის მიხედვით. ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომაც არის, რომ ფორმულის შემადგენლობა ზუსტად არის განსაზღვრული მოცემული კანონმდებლობით. მასში გამოიყენება ძროხის რძე, რომელიც შეიცავს კალციუმს და ძვირფას ცილებს. Hipp-ისთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდეს შექმნილი ფორმულა ბუნებრივ საკვებს  და მასში გამოყენებულ იქნას მხოლოდ მკაცრად შემოწმებული ბუნებრივი რძე, როგორც ძირითადი შემადგენელი ელემენტი ორგანული რძის პროდუქტის ფორმულისა. Hipp იძლევა ორგანული პროდუქტების უმაღლესი ხარისხის გარანტიას. 600-ზე მეტი საკონტროლო ნიშანი პროდუქციაზე, ნიშნავს თქვენი ბავშვის უსაფრთხოების ხარისხს.

Hipp-ის ორგანული რძის ფორმულები, შემუშავდა ჩვილ ბავშვთა სპეციალისტების მიერ და 40 წლის განმავლობაში ეფუძნება უახლესსამეცნიერო ცოდნას. ორგანული პროდუქტების გამოყენებით ჩვენ ვაკმაყოფილებთ კანონით დადგენილ უმაღლეს მოთხოვნებს ამ დარგში, ჩვილთა რძის ფორმულის ნედლეულის შერჩევის პროცესში.

გაითვალისწინეთ, იმისათვის რომ ადაპტირებული რძე იყოს სწორი კონსისტენციის, შენარჩუნებულ იქნას მასში ყველა სასარგებლო თვისებები და ბავშვმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი რძისგან, საჭიროა მომზადდეს სწორად:

• დაიცავით ჰიგიენა - ყოველთვის დაიბანეთ ხელი კვების მომზადების წინ.

• გარეცხეთ საბავშვო ბოთლი და აქსესუარები საფუძვლიანად, გაასტერილეთ 10 წუთი ადუღებულ წყალში ან სასტერილიზაციო ხსნარში.

• რძის მომზადებისას აუცილებლად დაიცავით წყლის და ფხვნილის მოცულობის სწორი თანაფარდობა - პროპორციები მითითებულია ეტიკეტზე.

• ნარევი უნდა მომზადდეს უშუალოდ კვების წინ.

• ყოველთვის გადაასხით დარჩენილი საკვები, არ გამოიყენოთ შემდეგი კვებისთვის

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy