Friso - ფრისო 2 GOLD 0756
Friso - ფრისო 2 GOLD
(ადაპტირებული ნარევი 6 თვიდან პრებიოტიკებითა და ნუკლეოტიდებით )
განმარტება :
ფრისო - 2 დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევია 6-12 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის .
ფრისო 2 -ზე გადაყვანა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ფორმულიდან
შრატის და კაზეინის თანაფარდობა ისეთივეა, როგორც დედის რძეში ( 48:52 )
გალაქტოოლიგო საქარიდები ( GOS ) – ხელს უწყობენ ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების კოლონიზაციას, საკვების მონელებას და სრულყოფილ ათვისებას.
ნუკლეოტიდები – აუცილებელია იმუნური სისტემის განვითარებისათვის , ხელს უწყობენ თავის ტვინის სტიმულაციას და ნაწლავის ეპითელიუმის რეგენერაციას.
შეიცავს ლინოლეინის მჟავას და α –ლინოლეინის მჟავას , რომლებიც შეუცვლელი ამინომჟავებია და მონაწილეობენ ნერვული ბოჭკოების მიელინიზაციის პროცესში .
ანტიოქსიდანტური კომპლექსი წარმოდგენილია β კაროტინით, ვიტამინი A , ჩ და სელენით,რომლებიც იცავენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისაგან
შეიცავს ტაურინს, ინოზიტოლს , ქოლინს , სელენს.
არ შეიცავს გლუტენს
კრისტალური შაქრის გარეშეა .
გამდიდრებულია რკინით
დამზადებულია და შეფუთულია ჰოლანდიაში
გამოყენების ვადები :
დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევი ფრისო 2 განკუთვნილია 6-12 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის და არ შეიძლება მისი გამოყენება 6 თვემდე . დამატებითი კვების მიცემისას ბავშვის რაციონში ფრისო 2 რჩება მისი დღიური მენიუს მთავარ ნაწილად .
12 თვის შემდეგ შეგიძლიათ კვება გააგრძელოთ ფრისო 3 - მოზრდილთა რძით .
მომზადების წესი :
ასაკი |
კვების სიხსირე დღის განმავლობაში |
წყალი ( მლ) | საზომი კოვზების რაოდენობა |
6-8 | 4 | 180 | 6 |
>8 | 3 | 180 | 6 |
1 საზომი კოვზი = 5,0 გრამს . იმისათვის რომ მომზადდეს 100 მლ ნარევი , 90 მლ წყალს დაუმატეთ ფხვნილის 3 საზომი კოვზი .
მომზადების ინსტრუქცია :
ამ ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულებით თქვენ ზრუნავთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე
დაიბანეთ ხელები და გაასუფთავეთ ყველა საგანი , რომელიც გჭირდებათ ნარევის მოსამზადებლად . გაასტერილეთ ისინი 3 წთ - ის განმავლობაში.
აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 40 °C.
ჩაასხით ბოთლში საჭირო რაოდენობის წყალი .
დაამატეთ 1 საზომი კოვზი ფხვნილი ყოველ 30 მლ. წყალზე
შეანჯღრიეთ საწოვარა ნარევის სრულ გახსნამდე
დაიწყეთ კვება , როდესაც ნარევი სხეულის ტემპერატურამდე ( 37 °C ) გაგრილდება
გამოიყენეთ ნარევი მომზადებიდან არაუგვიანეს 1 საათის განმავლობაში.
უკუჩვენება :
ლაქტოზის აუტანლობა
გალაქტოზემია
გლუკოზა- გალაქტოზის მალაბსორბცია
ალერგია ძროხის რძის ცილის მიმართ
ფენილკეტონურია
შენახვის პირობები :
გახსნილ მდგომარეობაში ქილა ინახება მშრალ და გრილ ადგილას ოთხი კვირის განმავლობაში . გამზადებული ნარევი გამოიყენება არაუგვიანეს 1 სთ- ისა .
ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს .
წონა: 400 გ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account