Aripegis - არიპეგისი 10 მგ. 28 ტაბლეტი

46,54 GEL
მარაგშია
SKU
38319_3
არიპეგისი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს. გამოიყენება უფროსებში და 15 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში, რომლებიც დაავადებული არიან ისეთი ავადმყოფობით, რომლებსაც ახასიათებთ არარსებული საგნების მიმართ ეჭვი, სმენის, ხილვის ან შეგრძნების უნარი,

შემადგენლობა

რას შეიცავს პრეპარატი არიპეგისი
• პრეპარატის აქტიური სუბსტანცია არის არიპიპრაზოლი.
10 მგ არიპეგისი: თითოეული ტაბლატი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).
15 მგ არიპეგისი: თითოეული ტაბლატი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).
30 მგ არიპეგისი: თითოეული ტაბლატი შეიცავს 30 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).
სხვა ინგრედიენტები: პრეჟელატინირებული სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; პრეპარატი არიპეგისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემდგენლობა

გარეგნობა:
10 მგ არიპეგისის ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო ,,E” მარკირებით და კოდით ,,562” ერთ მხარეზე.
15 მგ არიპეგისის ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო ,, E” მარკირებით და კოდით ,,563” ერთ მხარეზე.
30 მგ არიპეგისის ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო ,, E” მარკირებით და კოდით ,,564” ერთ მხარეზე.

ჩვენებები
არიპეგისი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს. გამოიყენება უფროსებში და 15 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში, რომლებიც დაავადებული არიან ისეთი ავადმყოფობით, რომლებსაც ახასიათებთ არარსებული საგნების მიმართ ეჭვი, სმენის, ხილვის ან შეგრძნების უნარი, მცდარი მტკიცებულებები, შეუსაბამო მეტყველება და საქციელი, აგრეთვე ახასიათებთ ემოციური დატვირთვა. ასეთ მდგომარეობაში ადამიანებმა შესაძლოა თავი იგრძნონ დათრგუნულად, დამნაშავედ, მათ ახასიათებთ შფოთი და დაძაბულობა.
არიპეგისი გამოიყენება, აგრეთვე უფროს პაციენტებში სამკურნალოდ, რომლებთაც ახასიათებთ ნერვული აღგზნებადობა, მოჭარბებული ენერგიულობა, ძილის ნაკლები მოთხოვნილება, სწრაფი მეტყველება მიზანდასახული იდეებით, ხანდახან გამოხატული გაღიზიანება. პრეპარატი ხელს უშლის, აგრეთვე არსებული მდგომარეობის რეციდივის წარმოქმნას პაციენტებში, რომლებიც რეაგირებდნენ პრეპარატი არიპეგისის მკურნალობაზე.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი არიპეგისის გამოყენებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები. პრეპარატის მიღებისას რაიმე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციისათვის.
უფროსები:
• რეკომენდებული დოზა უფროსებისათვის შეადგენს 15 მგ დღეში ერთხელ. მაგრამ, შესაძლოა ექიმმა გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმალური დოზა შეადგენს 30 მგ დღეში ერთხელ.
მოზარდები:
• 15 წლის ასაკიდან და ზემოთ მოზარდებში პრეპარატი არიპეგისის მიღEბა იწყება დაბალი დოზირებით. პრეპარატი არიპეგისის ზუსტი საწყისი დოზა არ არის მითითებული. შესაძლოა დოზის თანდათანობით გაზრდა მოზარდებში ჩვეულებრივ რეკომენდებულ დოზამდე, რაც უდრის 10 მგ დღეში ერთხელ. მიუხედავად ამისა, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმალური დოზა შეადგენს 30 მგ დღეში ერთხელ. 
თუ აქვთ შეგრძნება, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეეცადეთ მიითოთ არიპეგისი ყოველდღე ერთიდაიგივე დროს.არ აქვს მნიშვნელობა, ღებულობთ თუ არა პრეპარატს ჭამამდე ან მის შემდეგ. ტაბლეტი ყოველთვის უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყალთან ერთად.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს იგრძნოთ უკეთესად, არ შეწყვიტოთ პრეპარტი არიპეგისის მიღება და არ შეცვალოთ დღიური დოზა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის არიპეგისის ტაბლეტი
რეკომენდებულ დოზაზე ჭარბი დოზით არიპეგისის ტაბლეტების მიღებისას (ან თუ სხვამ მიიღო თქვენთვის დანიშნული არიპეგისის ტაბლეტები) დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს. თუ ვერ უკავშირდებით ექიმს, მიმართეთ უახლოეს კლინიკას და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ არიპეგისის მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ გამოტოვებულ დოზა გახსენებისთანავე, მაგრამ არ მიიღოთ ორი დოზა ერთიდაიმავე დღეს. 
აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად არიპეგისმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში.
ხშირად გამოვლენილი ეფექტები (100პაციენტიდან 1-ზე ხშირი და 10 შემთხვევაზე ნაკლები): 
კუნთების არაკონტროლირებადი შეკუმშვა ან კანკალი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ღებინება, გულისრევა, კუჭში არასასიამოვნო შეგრძნება, შეკრულობა, ჰიპერსალივაცია, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები, მოუსვენრობა, შფოთვის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა ან ,,ციმციმი” თვალებში.
არახშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები(1000პაციენტიდან 1-ზე ხშირი და 10 შემთხვევაზე ნაკლები):
ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა განიცადოს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას; აგრეთვე შესაძლოა აღინიშნოს გულისცემის გახშირება. ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნა ხასიათის ცვლილება. 
პრეპარატი არიპეგისის ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის დადგენილი:
სისხლის ზოგიერთი უჯრედების კონცენტრაციის ცვლილება; უჩვეულო გულისცემა, მოულოდნელი აუხსნელი სიკვდილი, ინფარქტი; ალერგიული რეაქცია (მაგ., პირის ღრუს ლორწოვანის, ენის, სახის, ყელის შეშუპება, ქავილი და გამონაყარი); სისხლში შაქრის მაღალი დონე, დიაბეტის გაუარესება ან გაჩენა, კეტოაციდოზი (კეტონის არსებობა სისხლში და შარდში) ან კომა, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე; სხეულის მასის მომატება და დაკლება, ანორექსია, ნერვულობა, აჟიტირება, შფოთის შეგრნება; სუიციდური აზრები, სუიციდური მცდელობა ან სუიციდი; მეტყველების დარღვევა, შეტევა, სიცხის კომბინაცია, კუნთების რიგიდულობა, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, დაქვეითებული აზროვნება და არტერიული წნევის და გულის კუმშვის სიხშირის უეცარი ცვლილება; გულყრა, მაღალი არტერიული წნევა, ვენაში თრომბის წარმოქმნა, განსაკუთრებით ფეხებზე (სიმპტომები შეიცავენ შეშუპებას, ტკივილს და ფეხების სიწითლეს), რაც შესაძლოა გადაადგილდეს სისხლძარღვებიდან ფილტვებში, რაც იწვევს ტკივილს მკერდის არეში და სუნთქვის გართულებას (თუ შენიშნავთ ნებისმიერს ამ გვერდითი ეფექტებიდან დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს); საყლაპავის კუნთების სპაზმი, ტრაქეაში საკვების უეცარი მოხვედრა პნევმონიის განვითარების რისკით, ყლაპვის გართულება; კუჭკვეშა ჯირკვლის ანთება; ღვიძლის ანთება, კანისა და თვალის გუგის სიყვითლე, ანალიზისას ღვიძლის პათოლოგიური მაჩვენებლების გამოვლენა, დისკომფორტი მუცლის ღრუში, დიარეა; გამონაყარი კანზე და სინათლის მიმართ მგრძნობელობა, თმის უჩვეულო ცვენა ან თმის გათხელება, ჭარბი ოფლიანობა; შებოჭილობა ან კრინჩხვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე; უნებლიე შარდვა, პრობლემები შარდვისას; ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია; თერმორეგულირების პრობლემები და გადახურება, მკერდის ტკივილი, ხელის მტევნების, წვივ-ფეხის სახსრების და ფეხის გულების შეშუპება. 
15 წლის ასაკში მოზარდებში და უფროსებში აღინიშნა იგივე სიხშირის და ტიპის გვერდითი ეფექტები, რაც უფროსებში, მაგრამ უძილობა და არაკონტროლირებადი კუნთების შეკუმშვა ან კანკალი აღინიშნა ძალიან იშვიათად (10 პაციენტიდან 1 შემთხვევაზე ნაკლები), ხოლო პირის სიმშრალე, მადის მომატება და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომიარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას აღინიშნა ხშირად. 
არიპიპრაზოლის მიღებისას სიკვდილიანობის შემთხვევა აღინიშნა უმეტესად ხანდაზმულებში დემენციით. გარდა ამისა, გამოვლინდა ინსულტის და მიკროინსულტის შემთხვევები. 
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ სახეს მიიღებს, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
არ გამოიყენოთ არიპეგისი 
• თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) არიპიპრაზოლის მიმართ (პრეპარატის აქტიური სუბსტანცია) ან არიპეგისის სხვა კომპონენტების მიმართ.
• სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ან ოჯახის ანამნეზში დიაბეტის არსებობისას.
• კრუნჩხვა
• კუნთების უნებლიე პერიოდული შეკუმშვა, განსაკუთრებით სახის კუნთების
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიკროინსულტი, არტერიული წნევის პათოლოგიური მაჩვენებლები.
• თრომბი და ოჯახის ანამნეზში თრომბის არსებობა, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები დაკავშირებული არის თრომბის წარმოქმნასთან.
თუ შენიშნავთ, რომ მოიმატეთ წონაში, გაქვთ სირთულე ყლაპვის დროს ან გახასიათებთ ალერგიული სიმპტომები, აცნობეთ ექიმს.
ხანდაზმულ პაციენტებში, დემენციის (მეხსიერების ან სხვა გონებრივი უნარის დაკარგვა) და ინსულტის ან მიკროინსულტის გადატანის შემთხვევაში, პაციენტმა და მისმა მომვლელმა/ნათესავმა უნდა აცნობოს ამის შესახებ ექიმს. 
თუ გაგიჩნდებათ ისეთი აზრები, როგორიცაა საკუთარ თავზე ზიანის მიყენება, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.
არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში (აქტიური სუბსტანცია) ადგილი ჰქონდა სუიციდური აზრების გამოვლენას და სუციდურ ქმედებას.
დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, თუ იგრძნობთ კუნტების შებოჭვას და რიგიდულობას, რასაც ახასიათებს თანმდევი ტემპერატურა, ოფლიანობა, ფსიქიური მდგომარეობის ცვლილება სწრაფი ან არარეგულარული გულისცემით.
ბავშვების და მოზარდის ასაკი
არიპეგისი არ არის განკუთვნილი ბავშვების და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენებისათვის. პრეპარატი არიპეგისის გამოყნებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ორსულობა და ლაქტაცია
არ შეიძლება პრეპარატი არიპეგისის მიღება ორსულობის დროს ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ გეგმავთ ორსულობას აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს.
ლაქტაციის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
პრეპარატი არიპეგისის მიღებისას უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ უნდა მართოთ ავტომობილი და გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები მანამ, სანამ არ გაარკვევთ, თუ როგორ ზემოქმედებს არიპეგისი თქვენს ორგანიზმმზე. მიიღეთ ექიმის რჩევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, აგრეთვე ურეცეპტოდ შეძენილიც აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სისხლის წნევის დამწევი პრეპარატები: არიპეგისმა შესაძლოა გააძლიეროს იმ პრეპარატების მოქმედება, რომლებიც ამცირებენ სისხლის წნევას. თუ ღებულობთ წნევის დამწევ პრეპარატებს აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. 
პრეპარატი არიპეგისის ერთროულმა მიღებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შესაძლოა საჭირო გახადოს არიპეგისის დოზირების შეცვლა. განსაკუტრებით აუცილებელია აცნობოთ ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
• პრეპარატები გულის რითმის კორექციისათვის
• აივ-ინფექციის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები
• ეპილეფსიის სამკურნალო კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები
• სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები.
• ანტიდეპრესანტები ან მცენარეული სამკურნალო საშუალებები რომლებიც გამოიყენება შფოთვისა და დეპრესიის დროს. 

პრეპარატი არიპეგისის ზეგავლენა საკვებზე და სასმელ პროდუქტებზე
არიპეგისის მიღება შესაძლებელია კვების მიუხედავად.
პრეპარატი არიპეგისის მიღებისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის მიღებას.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ არიპეგისი ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე. 
არ გამოიყენოთ პრეპარატი თვალსაჩინო დაზიანების ან გაფუჭების ნიშნების არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, ფერის ცვლილება).
პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. 
შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ, ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).

პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ, ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy