Cezera - ცეზერა 5მგ 30 ტაბლეტი

11,67 GEL
მარაგშია
SKU
34335_37

ჩვენება: ალერგიული რინიტები,ჭინჭრის ციების ხშირი გამოვლინება.

რას წარმოადგენს ცეზერა და რისთვის გამოიყენება
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ცეზერას აქტიური ინგრიდიენტი.
ცეზერა არის ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება 
ცეზერას ტაბლეტები გამოიყენება დაავადების  (სიმპტომების) სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ალერგიულ გამოვლინებებთან როგორებიცაა: 
- ალერგიული რინიტები (მათ შორის მუდმივი ალერგიული რინიტები)
- ჭინჭრის ციება (ურტიკარია). 

ცეზერას მიღებამდე
არ მიიღოთ ცეზერა თუ: 
- თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის, ან ცეზერას ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. “რას შეიცავს ცეზერა”). 
- თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ფუნქციის  მწვავე გაუარესება (თირკმლის მწვავე უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 10 მლ/წთ. ნაკლები)

განსაკუთრებული სიფრთხილე ცეზერასთან დაკავშირებით
ცეზერას გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არსებული შემოგარსული ტაბლეტები არ იძლევა დოზის ადაპტაციის საშუალებას.

სხვა პრეპარატების მიღება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე სხვა საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. ექიმი მოგცემთ რჩევას მიიღოთ თუ არა ეს ტაბლეტები. 

ცეზერას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საჭიროა სიფრთხილე ცეზერას ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას. 
მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლის ან სხვა ცენტრალურად მოქმედი საშუალების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა ნაჩვენებია, რომ რაცემატის ცეტირიზინი არ ზრდის ალკოჰოლის მოქმედებას. 

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კითხეთ რჩევა ექიმს, ან ფარმაცევტს.
უთხარით ექიმს თუ ხართ ორსულად, აპირებთ დაორსულებას, ან ხართ მეძუძური დედა. ექიმი გირჩევთ მიიღოთ თუ არა ეს ტაბლეტები. 

სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ზოგიერთ პაციენტში ცეზერას მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, დაღლილობა და ენერგიის დაქვეითება. თუ აპირებთ სატრანსპორტო საშუალების მართვას, რაიმე სახიფათო მოქმედების შესრულებას, ან მექანიზმებთან მუშაობას, რეკომენდირებულია თავი აარიდოთ ყველა ზემოთ ხსენებულ მოქმედებას, სანამ არ დაადგენთ თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ეს პრეპარატი თქვენზე. მიუხედავად ამისა, სპეციალური ტესტებით დადგინდა, რომ პრეპარატი გავლენას არ ახდენს გონების სიფხიზლეზე, რეაგირების ან ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე ჯანმრთელ ადამიანებში ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზებით მიღების შემდეგ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცეზერას ზოგიერთ კომპონენტზე
ცეზერა შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრისადმი, ცეზერას მიღებამდე მიმართეთ ექიმს. 

როგორ მივიღოთ ცეზერა
ყოველთვის მიიღეთ ცეზერა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიამრთეთ ექიმს. 
მოზრდილებისათვის და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ჩვეულებრივი დოზა არის დღეში ერთი ტაბლეტი.
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში თქვენ სავარაუდოდ პრეპარატი დაგენიშნებათ უფრო დაბალი დოზით დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე. 
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ინიშნება ჩვეულებრივი დოზა.
თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს უფრო დაბალი დოზა, თირკმლის დაავადების სიმწვავის მიხედვით. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება სხეულის წონის მიხედვით და განისაზღვრება ექიმის მიერ.
ცეზერას ტაბლეტები არ არის რეკომენდირებული ბავშვებისათვის 6 წლამდე. 

როგორ და როდის უნდა მიიღოთ ცეზერა?
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად რაიმე სითხის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. 

თუ მიიღეთ ცეზერას საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბება იწვევს ძილიანობას მოზრდილებში. 
ბავშვებში თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს აჟიტირება და აგზნებადობა, შემდეგ კი – ძილიანობა.
ცეზერას დოზის გადაჭარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვიტავს რა ზომები უნდა იქნას მიღებული.

თუ დაგავიწყდათ ცეზერას მიღება 
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება ან მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე დაბალი დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. დაიცადეთ შემდეგი მიღების დრომდე და განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეული წესით. 

თუ შეწყვიტეთ ცეზერას მიღება
ცეზერას მიღების ნაადრევმა შეწყვეტამ არ უნდა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეფექტები, ვინაიდან დაავადების სიმპტომების ხელახლა განვითარება ხდება პროგრესულად და მათი სიმწვავე იმაზე დიდი არ იქნება,  ვიდრე იყო პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე. 
პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ცეზერამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. 
ხშირი გვერდითი მოვლენები (გამოვლენილი 1/10 ნაკლებ, მაგრამ 1/100 მეტ პაციენტში):
ძირითადი მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები:
- პირის სიმშრალე
- თავის ტკივილი
- დაღლილობა
- ძილიანობა/თვლემა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (სავარაუდოდ გამოვლენილი 1/100 ნაკლებ, მაგრამ 1/1000 მეტ პაციენტში):
- ენერგიის დაქვეითება
- მუცლის ტკივილი
ასევე აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები: 
- პალპიტაცია
- შეტევები (კრუნჩხვები) 
- მხედველობის მხრივ დარღვევები
- შეშუპება (ედემა)
- ქავილი 
- გამონაყარი
- ურტიკარია (კანის შეშუპება, გაწითლება და ქავილი)
- ქოშინი
- წონის მომატება
- კუნთების ტკივილი
- აგრესიული ან აჟიტირებული ქცევა
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და
- გულისრევა
მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე, შეწყვიტეთ ცეზერას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმპტომებია: პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიოშეშუპება), არტერიული წნევის უეცრად დაცემა, რაც იწვევს კოლაფსს ან შოკს და რაც შეიძლება ფატალური იყოს.  
თუ რომელიმე სიმპტომი გახდა სერიოზული, ან შეაიმჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აქ არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  
ცეზერას შენახვის პირობები
შეიანხეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
არ გამოიყენოთ პრეპარატი ყუთზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP შემდეგ. 
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ შენახვის პირობებს. 
პრეპარატები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ან საკანალიზაციო არხში. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს არასაჭირო პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან. 

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ცეზერა: 
- მოქმედი ნივთიერება არის ლევოცეტიზინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლევოცეტიზინის დიჰიდროქლორიდს.
- სხვა კომპონენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის ბირთვში და ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 6ცP, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3000 და ტრიაცეტინი გარსში. 

ცეზერას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით.
შეფუთვაში მოთავსებულია 7, 10, 14, 20, 28, 30, 50, 60, 90, 98 და 100 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერზე.  
ყველა სახის შეფუთვა შეიძლება არ იყოს მარკირებული.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy