პროსტატ საფორთი 60 კაფსულა სოლგარი - Solgar

განსაკუთრებული ფასი 129,37 GEL რეგულარული ფასი 143,74 GEL
მარაგშია
SKU
84957_2153

ჩვენება: პროსტატიტი, პოტენციის დაქვეითება, სექსუალური ასთენია.

სოლგარი - Solgar პროსტატა საფორთი 60 კაფსულა

2 მცენარეული კაფსულის შემადგენლობა: 

თუთია (თუთიის გლიცინატი) – 10მგ

სელენი (L-სელენმეთიონინი) – 25მკგ

ციტრუსის მოდიფიცირებული პექტინი (დაბალი მოლეკულური მასის მქონე) – 200მგ

პალმეტოს (ჯუჯა პალმის) ნაყოფის სტანდარტიზებული ექსტრაქტი (თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები 67.5მგ [45%]) - 150მგ

ჭინჭრის ფოთლის სტანდარტიზებული ექსტრაქტი (კრემნიუმი 1.5მგ [1%]) - 150მგ

გოგრის თესლის ფხვნილი - 100მგ

სოიოს ჩანასახის ექსტრაქტი (იზოფლავონოიდები 2%) – 100მგ

ლიკოპენი (პომიდვრიდან მიღებული) – 7მგ

თუთია

თუთია მონაწილეობს სასქესო სისტემის განვითარებაში. იგი მნიშვნელოვანი კომპონენტია  E ვიტამინის მეტაბოლიზმისთვის, რომელიც სასქესო ჰორმონების წინამორბედს წარმოადგენს. თუთია აუცილებელი მიკროელემენტია სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და მომწიფებისათვის, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იგი მონაწილეობს ანდროგენული ჰორმონების, ტესტოსტერონისა და პროსტაგლანდინების ბირთვული რეცეპტორების სინთეზში.  თუთიის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან.

თუთია აგრეთვე მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებასა და თმის ცვენის შეჩერებას. 

სელენი

სელენი აძლიერებს მამაკაცის სასქესო ორგანოების სისხლმომარაგებას, იცავს მათ თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. ეს მინერალი მონაწილეობს ტესტოსტერონის სენთეზში, აუმჯობესებს სპერმის ხარისხსა და კონცენტრაციას. სელენი ამცირებს პროსტატიტისა და  წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. 

ციტრუსის მოდიფიცირებული პექტინი 

ციტრუსის მოდიფიცირებული  პექტინი გამოირჩევა ანტიკანცეროგენური მოქმედებით. იგი ბლოკავს ცილა გალექტინ-3-ს, რომელიც წარმოადგენს სიმსივნური და ფიბროზული დაავადებების განვითარების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორს. ციტრუსის პექტინი აფერხებს პროსტატის კიბოს უჯრედების ზრდა-განვითარებას და ამცირებს სიმსივნური მეტასტაზების გავრცელების სიჩქარეს. 

პალმეტოს (ჯუჯა პალმა) ნაყოფის ექსტრაქტი

ჯუჯა პალმის ნაყოფის ექსტრაქტი ხასიათდება ანტიანდროგენული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული მოქმედებით, რომელიც შერჩევითად ვლინდება წინამდებარე ჯირკვლის დონეზე. პალმეტოს ანტიანდროგენული ეფექტი განპირობებულია დიჰიდროტესტოსტერონის (DHT) სინთეზისა (ფერმენტ 5– ალფა რედუქტაზას I და II ტიპის დათრგუნვის ხარჯზე) და მისი ციტოლიზურ რეცეპტორებზე ფიქსაციის ინჰიბირებით. ეს პროცესი ხელს უშლის ჰორმონის შეღწევას უჯრედის ბირთვში და ცილის სინთეზის შემდგომ ინდუცირებას. ჯუჯა პალმის ნაყოფი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას უზრუნველყოფს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით, რაც ამცირებს სისხლძარღვთა კედლის გამტარობას და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებას. პალმეტო ანტიპროლიფერაციულ მოქმედებას ავლენს ზრდის ფაქტორების (განსაკუთრებით ეპიდერმული და ფიბრობლასტური) აქტივობის დაქვეითებითა და პროსტატის უჯრედების აპოპტოზის პროცესის შეფერხებით. ეს პროცესები საბოლოოდ ხელს უშლიან   წინამდებარე ჯირკვლის ზრდას და უზრუნველყოფენ შემდგომ მოცულობის შემცირებას. 

პალმეტო აფერხებს პროსტატის ჰიპერპლაზიას და ამცირებს პათოლოგიური სიმპტომების (ხშირი და მტკივნეული შარდვა, დიზურია, პოლაკიურია, შარდის ბუშტის არასრული დაცლა,  ნიქტურია და ა.შ) გამოვლინებას. იგი აგრეთვე, როგორც DHT-ის სინთეზის ინჰიბიტორი, უზრუნველყოფს ანდროგენული ალოპეციის შეჩერებას. ამას გარდა, პალმის ნაყოფი შეიცავს ჰორმონალურ კომპონენტებს, რითაც აიხსნება  მისი მატონიზირებელი მოქმედება რეპროდუქციულ სისტემაზე. ჯუჯა პალმის ექსტრაქტი აგრეთვე გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული მოქმედებით (მამაკაცის შარდ–სასქესო სისტემაზე). 

ჭინჭრის ექსტრაქტი

ჭინჭარს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიანდროგენული და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. 

გოგრის თესლის ფხვნილი

გოგრის თესლის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერებები (ფიტოსტეროლები) ამცირებენ პროსტატის ჰიპერპლაზიის განვითარების რისკს.  ისინი ხელს უწყობენ ტესტოსტერონის სინთეზს, აუმჯობესებენ სპერმის ხარისხსა და ფერტილობას.

სოიო

სოიოს იზოფლავონოიდები ამცირებენ ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომის დროს განვითარებულ სიმპტომებს.

ლიკოპენი

ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით უზრუნველყოფს ონკოპრევენციას. კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ლიკოპენის ხანგრძლივად მიღება ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. 

ჩვენება:

·       პოტენციის დაქვეითება 

·       სექსუალური ასთენია

·       უნაყოფობა

·       ფერტილობის დარღვევა, სპერმატოგენეზის შეფერხება

·       პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია

·       პროსტატიტი

·       ანდროგენული ალოპეცია

·       შარდვის ფუნქციური დარღვევები

·       ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, PhytO2X®   ანტიოქსიდანტების ნაზავი (ნატურალური ბეტა-კაროტინი, L-ასკორბინის მჟავა).

არ შეიცავს: გლუტენს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.

პროსტატიტის სამკურნალოდ ასევე, იხილეთ: Prostamin - პროსტამინი 30 ტაბლეტი

დოზირება:

მიიღება 2 მცენარეული კაფსულა დღეში (მამაკაცებში), კვების დროს.

პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისათვის. მიღება რეკომენდებული არ არის ქალბატონებისა და 18 წლამდე მოზარდებისათვის. 

მისაღებია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის. 

შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა:

60 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი აშშ. 

მეტი ინფორაცია
Units60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy