Selenium Forte - სელენიუმ ფორტე 200მკგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 21,57 GEL რეგულარული ფასი 30,31 GEL
მარაგშია
SKU
54898_805

ჩვენება:ჰიპოთირეოზი, იოდდეფიციტი, ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ

შემადგენლობა:  სელენი 200მკგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფიმიკროელემენტo,  ანტიოქსიდანტი.
გამოყენების რეკომენდაცია

სელენიუმ ფორტე  წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ ფერმენტ გლუტათიონ პეროქსიდაზას კოფაქტორს, რომლებიც ანეიტრალებენ ენდოგენურად და ეგზოგენურად წარმოქმნილ ყველაზე  აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედს მათი მავნე ზემოქმედებისგან

სელენი შედის ფერმენტ- იოდთირონინ 5-დეიოდინაზას შემადგენლობაში, რომელიც აკონტროლებს ტრიოდთირონინის წარმოქმნას. ჰიპოთირეოზის დროს, სელენიუმ ფორტე არა მხოლოდ ააქტიურებს თირეოიდულ ჰორმონს, არამედ იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისაგან.

სელენიუმ ფორტე ,როგორც  ანტიოქსიდანტი ამცირებს სტრესის ჰორმონ-კორტიზოლის დონეს სისხლში და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

სელენი ხელს უწყობს ინტერლეიკინ 2 (IL-2)-ის აქტივობის ზრდას და T-ჰელპერების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას.

შესაბამისად აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

ჩვენებები:

_ ჰიპოთირეოზი ,იოდდეფიციტი

_ არასასურველი ეკოლოგიური გარემოს  და მავნე ჩვევების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით;

_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;

_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;

_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

_ სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

გამოყენების წესი და დოზირება
სელენიუმ ფორტე ინიშნება დღეში ერთხელ, საუზმის დროს. მკურნალობის კურსი ერთი თვე
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-3 ჯერ.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის პირობა

ინახება მშრალ,გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი

IRB Laboratoires Nutrisanté – 85612 Montaigu FRANCE, საფრანგეთი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy