Selenium Forte - სელენიუმ ფორტე 200მკგ 30 კაფსულა
ჩვენებები: ჰიპოთირეოზი ,იოდდეფიციტი.
შემადგენლობა: სელენი 200მკგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მიკროელემენტo, ანტიოქსიდანტი.
გამოყენების რეკომენდაცია
სელენიუმ ფორტე წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ ფერმენტ გლუტათიონ პეროქსიდაზას კოფაქტორს, რომლებიც ანეიტრალებენ ენდოგენურად და ეგზოგენურად წარმოქმნილ ყველაზე აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედს მათი მავნე ზემოქმედებისგან
სელენი შედის ფერმენტ- იოდთირონინ 5-დეიოდინაზას შემადგენლობაში, რომელიც აკონტროლებს ტრიოდთირონინის წარმოქმნას. ჰიპოთირეოზის დროს, სელენიუმ ფორტე არა მხოლოდ ააქტიურებს თირეოიდულ ჰორმონს, არამედ იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისაგან.
სელენიუმ ფორტე ,როგორც ანტიოქსიდანტი ამცირებს სტრესის ჰორმონ-კორტიზოლის დონეს სისხლში და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
სელენი ხელს უწყობს ინტერლეიკინ 2 (IL-2)-ის აქტივობის ზრდას და T-ჰელპერების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას.
შესაბამისად აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
ჩვენებები:
_ ჰიპოთირეოზი ,იოდდეფიციტი
_ არასასურველი ეკოლოგიური გარემოს და მავნე ჩვევების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით;
_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;
_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;
_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.
_ სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;
გამოყენების წესი და დოზირება
სელენიუმ ფორტე ინიშნება დღეში ერთხელ, საუზმის დროს. მკურნალობის კურსი ერთი თვე
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-3 ჯერ.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი კოლოფში.
შენახვის პირობა
ინახება მშრალ,გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი
IRB Laboratoires Nutrisanté – 85612 Montaigu FRANCE, საფრანგეთი.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account