Neo peques KALCIUM+ GUMMIES - ნეო პეკეს კალციუმი+გამი 150გ 30 საღეჭი ტაბლეტი

Rating:
100% of 100
განსაკუთრებული ფასი 34,42 GEL რეგულარული ფასი 40,26 GEL
მარაგშია
SKU
68117_2242

ჩვენება:ბავშვთა ინტენსიური ზრდის პერიოდი, კარიესის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში, მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა.

შემადგენლობა:
Ca ტრიფოსფატი Ca3 (PO4)2 - 588,25 მგ, ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი  – 0,85მგ, მენაქინონი K2 – 6,25მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძლიერი ძვლებისა და ჯანსაღი კბილების  განვითარებაში პრეპარატის მონაწილეობას განაპირობებს შემადგენლობაში არსებული Ca(PO4)2, რომელიც იდენტურია ძვალში არსებული Ca-სა.

Ca ტრიფოსფატი  Ca3(PO4)2:

მნიშვნელოვანი კომპონენტია  ჩონჩხის ძვლებისა და კბილის ემალის მინერალიზაციისთვის
მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში

მნიშვნელოვანი კომპონენტია მიოკარდიუმის და გლუვი კუნთების აღგზნება შეკავების პროცესის რეგულირებაში

მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის

ვიტამინი K2(MK-7) (მენაქინონი) - ოსტეოკალცინის გააქტიურების ხარჯზე მიმართავს Ca ++ ძვლებში და კბილის ემალში, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნას და რეგენერაციას; მონაწილეობს პროტეინი GLA მატრიქსის ჩამოყალიბების პროცესში და განაპირობებს  სისხლძარღვებში და ნერწყვში  Ca ++ შებოჭვას, რაც იცავს სისხლძარღვის კედელს კალციფიკატების წარმოქმნისგან და კბილზე ნადების განვითარებას უშლის ხელს

ჩვენება:
Ca++ დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში
Ca ++ და ვიტამინი D3 დეფიციტი არაბალანსირებული კვების დროს
Ca ++, D3 და K2 დეფიციტი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არასაკმარისი შეწოვის   შედეგად განპირობებული
ინტენსიური ზრდის პერიოდი
კარიესის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში
მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
4 წლ - 10 წლ: 1 გამი 1 X დღეში
10წლ - 18 წლ: 1  გამი 2 X დღეში
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20 -30 დღე.  კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი        

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:

5გ. საღეჭი ტაბლეტი, კარამელის არომატით №30. 150 გ

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგრომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy