CalciDvit - კალციდვიტი ფხვნილი 3.6გრ 30 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 34,32 GEL რეგულარული ფასი 42,88 GEL
მარაგშია
SKU
61249_817
გამოიყენება D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის ან პროფილაქტიკის დროს. ძვლების მოტეხილობების, ძვლოვანი ქსოვილის პოსტტრავმული რეგენერაციის პროცესების შენელება.

წამლის ფორმა:  ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

აღწერილობა: ფხვნილი  მოთეთრო -მოყვითალო- მომწვანო  ფერის, ლიმონის არომატით.

შემადგენლობა:
1 პაკეტის  შემადგენლობაში შედის:

აქტიური ნივთიერება:     კალციუმი (კალციუმის კარბონატის ფორმით DC ) 1000 მგ,

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 880 სე (22 მკგ).

დამხმარე ნივთიერებები: ალფა-ტოკოფეროლი, მალტოდექსტრინი, მოდიფიცირებული საკვები სახამებელი, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები,კრისტალური ნატრიუმის ასკორბატი, საქაროზა, სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ლიმონის არომატიზატორი, კალიუმის აცესულფამი,  ასპარტამი.

 ათქ კოდი:  A12AX

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმს,  განსაკუთრებით ძვლოვან ქსოვილში. ამცირებს რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას) და ზრდის ორგანიზმში ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს რა ორგანიზმში კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტს.

პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ეფექტით.

კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კბილების მინერალიზაციაში, ნერვული გამტარობის რეგულაციასა და კუნთების შეკუმშვაში, გულის სტაბილური მოქმედების შენარჩუნებაში, წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.

ვიტამინი D3 აძლიერებს ნაწლავებში კალციუმის შეწოვას და მის შეკავშირებას ძვლოვან ქსოვილში, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმს.

კალციუმისა და D3 ვიტამინის გამოყენება აფერხებს პარათიროიდული ჰორმონის  (PTH) გამომუშავებას, რომელიც წარმოადგენს მომატებული ძვლოვანი რეზორბციის სტიმულატორს (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა).

ფარმაკოკინეტიკა

კალციუმი

ჩვეულებრივ კალციუმის რაოდენობა, რომელიც შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, შეადგენს დაახლოებით მიღებული დოზის 30%-ს.

ორგანიზმში კალციუმის 99% არის ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურაში, დარჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეებშია. სისხლში კალციუმის საერთო შემცველობის დაახლოებით 50% იმყოფება ფიზიოლოგიურად აქტიურ იონიზირებულ ფორმაში, მათგან დაახლოებით 10% ციტრატებთან, ფოსფატებთან ან სხვა ანიონებთან კომპლექსშია, დანარჩენი 40% შეკავშირებულია ცილებთან, პირველ რიგში ალბუმინთან.

კალციუმი გამოიყოფა ნაწლავებით, თირკმლებით და საოფლე ჯირკვლებით.

ვიტამინი D3

ვიტამინი D3ადვილად შეიწოვება წვრილ ნაწლავებში (მიღებული დოზის დაახლოებით 80%). 

ქოლეკალციფეროლი ღვიძლში ჰიდროქსილირების გზით გარდაიქმნება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე. შემდეგ თირკმლებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად - 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად.  1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი წარმოადგენს მეტაბოლიტს, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის შეწოვის გაზრდაზე. არამეტაბოლიზებული  ვიტამინი D3 დეპონირდება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილში.

D3 ვიტამინი გამოიყოფა ნაწლავებით და თირკმელებით.

გამოყენების ჩვენებები

D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი, ან პროფილაქტიკა;
ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა პაციენტებში D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტით;
ძვლების მოტეხილობები, ძვლოვანი ქსოვილის პოსტტრავმული რეგენერაციის პროცესების შენელება.
გამოყენების წესი და დოზები

პაკეტის შიგთავსი კარგად უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში, მიიღება მომზადებისთანავე, უპირატესად ჭამის დროს.

პროფილაქტიკური საშუალების სახით: 1 პაკეტი დღეში.

ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობისას: 1 პაკეტი დღეში.

D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის შესავსებად: 1-2 პაკეტი დღეში.

პრეპარატის სადღეღამისო დოზა ინდივიდუალურია ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე და შეიძლება შიეცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია;
D3 ჰიპერვიტამინოზი; 
შარდკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი);
თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
აქტიური ტუბერკულოზი;
სარკოიდოზი.
გვერდითი მოქმედება

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, გასტრალგია, დიარეა.

ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: მომატებული დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ჰიპერკალციურია და ჰიპერკალცემია. 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კრეატინინის განსაზღვრით. მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ საგულე გლიკოზიდებს ან შარდმდენ საშუალებებს. ჰიპერკალცემიის ან თირკმლის უკმარისობის ნიშნების შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.  თუ კალციუმის დონე შარდში აჭარბებს 7,5 მმოლს 24 საათის განმავლობაში (300 მგ 24 საათის განმავლობაში) რეკომენდებულია მკურნალობის შემოკლება ან დროებით შეჩერება.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კალციუმის და D3 ვიტამინის შემცველ ვიტამინურ-მინერალურ კომპლექსებთან ერთად. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია D3 ვიტამინის დამატებითი სახით მიღება სხვა წყაროებიდან.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება D3 ვიტამინის დარღვეული მეტაბოლიზმი. თუ ასეთი პაციენტები იღებენ ქოლეკალციფეროლს, აუცილებელია მისი გავლენის შემოწმება კალციუმის და ფოსფატების ჰომეოსტაზზე.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

უარყოფითი გავლენა მოსალოდნელი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისას სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1,500 მგ კალციუმს და 600 სე D3 ვიტამინს. შესაძლებელია პრეპარატ კალციდვიტის არასრული დოზის მიღება (მომზადებული ხსნარის ნახევარი).

ვიტამინი D3 და მისი დაშლის პროდუქტები აღწევენ დედის რძეში. კალციდვიტი შეიძლება გამოიყენებბოდეს ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში 3 წლიდან პრეპარატის მიღება შესაძლებელია რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად, მომზადებული ხსნარის პროპორციული გაყოფით. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ფენიტოინის და ბარბიტურატების თანადროულმა გამოყენებამ შესაძლოა შეამცირონ D3 ვიტამინის მოქმედება მეტაბოლური ინაქტივაციის გზით.

საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული მკურნალობისას აუცილებელია ეკგ და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, რადგან კალციუმის პრეპარტებს შეუძლია საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირება.

ბისფოსფონატების, ნატრიუმის ფტორიდის ან ტეტრაციკლინების პერორალური გზით თანმხლები მიღებისას, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მხოლოდ 3 საათის შემდეგ (არსებობს ბისფოსფონატების, ნატრიუმის ფტორიდის ან ტეტრაციკლინების შეწოვის დაქვეითების რისკი).

თიაზიდურ დიურეტიკებთან გამოყენების შემთხვევაში იზრდება ჰიპერკალცემიის განვითარების რისკი, რადგან ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები კი პირიქით, ზრდიან კალციუმის თირკმელებით გამოყოფას.

პრეპარატის გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის აბსორბციის შემცირება.

ოქსალატების (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინის (ბურღულეული) შემცველი საკვები პროდუქტები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ კალციდვიტის მიღება არ უნდა მოხდეს მჟაუნას, ისპანახისა და ბურღულის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, პირღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალცემია; ჰიპერკრეატინინემია; ჭარბი დოზის ხანგრძლივი გამოყენებისას - სისხლძარღვების და ქსოვილების კალცინოზი.

მკურნალობა: უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა. ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეზულების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების დანიშვნა. 

შეფუთვა

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტში 3.6გ

30 პაკეტი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის განსაკუთრებული პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

S.C. „Slavia Pharm SRL”

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy