კბილის პასტა Charcoal 100 გ ჰერბოდენტი - Herbodent

14,20 GEL
მარაგშია
SKU
95916_1843
აცილებს ნადებს, წმენდს და ათეთრებს კბილებს. 100 გ.

კბილის პასტა Charcoal ჰერბოდენტი - Herbodent 

მცენარეული კბილის პასტა პიტნის არომატით, რომელიც ადვილად აცილებს ნადებს, წმენდს და ათეთრებს კბილებს

შემადგენლობა

ორგანული გააქტიურებული ბამბუკის ნახშირი (Activated Bamboo Charcoal)
ორგანული თაიმის ზეთი ( Thyme oil)
ორგანული მიხაკის ზეთი (Clove oil)
ორგანული ხორბლის ჩანასახის ზეთი (Wheat Germ Oil)
ორგანული კარდამონის ზეთი (Cardamom oil)

შემავსებლები: სორბიტოლი, სილიციუმის ნალექი, გლიცერინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, წყალი.
გააქტიურებული ბამბუკის ნახშირი (Activated Bamboo Charcoal) – ეფექტურად ათეთრებს კბილებს, ასუფთავებს ნადებისაგან და ანიჭებს განსაკუთრებულ სითეთრესა და ბრწყინვალებას. ნახშირი აძლიერებს ღრძილებს, ებრძვის ქვების წარმოქმნას.
თაიმის ზეთი ( Thyme oil) – გააჩნია ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური თვისებები.
მიხაკის ზეთი (Clove oil) – წარმოადგენს მცენარის კონცენტრირებულ ექსტრაქტს, იგი შეიცავს აქტიურ კომპონენტს ევგენოლს, რომელიც ბუნებრივი ანესთეტიკია, შესაბამისად, ამცირებს კბილის ტკივილს. ევგენოლს ასევე გააჩნია ბუნებრივი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ამშვიდებს გაღიზიანბულ ლორწოვანს პირის ღრუში.
ხორბლის ჩანასახის ზეთი (Wheat Germ Oil) – შეიცავს მცენარეულ ცილებს, მაგნიუმს, თუთიას, თიამინს, ფოლის მჟავას, კალიუმს, ფოსფორს, ვიტამინ E -ს, ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს პირის ღრუში და ხელს უწყობს ღრძილების ჯანმრთელობას.
კარდამონის ზეთი (Cardamom oil) – მისი აქტიური კომპონენტია ცინეოლი, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები. ცინეოლი კლავს უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს პირის ღრუში, ასუფთავებს კბილებს და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

გამოყენების წესი

კბილის ჯაგრისზე წაუსვით მცირე რაოდენობით კბილის პასტა. გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ პირი წყლით. 

წონა 

100 გ.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy