Herbodent Premium - ჰერბოდენტი პრემიუმი კბილის პასტა 50მლ.

9,29 GEL
მარაგშია
SKU
81212_1843

ჰერბოდენტი პრემიუმი კბილის პასტა 50მლ, დამზადებულია 21 სახის ინდური მცენარის ექსტრაქტზე , არ შეიცავს სინთეზურ ფტორს

ჰერბოდენტი  პრემიუმი 

უნიკალური, აიურვედული, 21 სახის ინდური მცენარის ექსტრაქტებზე დამზადებული კბილის პასტა. დამზადებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO-ს სტანდარტების სრული დაცვით, მინიჭებული აქვს GMP სერტიფიკატი. Herbodent-ის ბუნებრივი კომპონენტები განაპირობებენ პირის ღრუს სანაციას. არ შეიცავს სინთეზურ ფტორს, ქიმიურ დანამატებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ცარცის ფხვნილს და ჟელატინს. Herbodent-ის მცენარეული კომპონენტები გამოირჩევა კონცენტრაციის მაღალი ხარისხით და სრულად ხდება მათი შეღწევადობა პირის ღრუს ლორწოვან გარსში. Herbodent-ი აგაცილებთ თავიდან პირის ღრუს ინფექციებს, იცავს კბილებს კარიესისგან, ებრძვის გინგივიტს, სტომატიტს და პაროდონტიტს, აქრობს კბილების მომატებულ მგრძნობელობას-(ჰიპერესთეზია) და უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანტიმიკოზური მოქმედება, გამოიყენეთ ორჯერ დღეში განუსაზღვრელი ვადით, Herbodent-ის ხანგრძლივი გამოყენება პირის ღრუში ქმნის ბუნებრივი სავლების ეფექტს, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების (ბავშვებში გამოიყენება 2-ი წლიდან) პირის ღრუ და კბილები გარემო ინფექციებისაგან. დაიტანება მცირე რაოდენობით კბილის ჯაგრისზე (1/5)

ძირითადი მოქმედი კომპონენტები:

• აშვონი იგივე ინდური (Carum copticum) - ასუფთავებს პირის ღრუს, გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება.
• ფლუორიტი (Vaikhanta bhasma) - შეიცავს კალციუმისა და ფტორის ნაერთს-კარიესის პროფილაქტიკა.
• ინდური აზადირახტა (azadiraxta indice) - ახასიათებს ანტისეპტიკური და ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედება.
• ქსანტოქსილი (Xsanthoxsilum alatum) - გამოიყენება სისხლმდენი ღრძილების დროს და მომატებული მგრძნობელობისას (ჰიპერესთეზია).
• ბროწეული (Punika granatum) - გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება.
• არაბული აკაცია (acacia Arabica) - გამოიყენება პირის ღრუს წყლულოვანი დაავადებებისას.
• ტრიფალა (Triphala) - შეიცავს (Emblica officinalis,Terminalia chebula,Terminalia bellirica) - ახასიათებს სისხლდენის შემაჩერებელი და წყლულების საწინაღმდეგო მოქმედება.
• ჩინური კვიპაროსი  (Vitex negundo) - ახასიათებს ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება.
• მჟავე ემბელია (Embelia ribes) - ახასიათებს ანტიბაქტერიული, ნაწლავის ჩხირის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

კბილის ჯაგრისზე დაიტანება მცირე რაოდენობით. გააჩნია ბუნებრივი მათეთრებელი მოქმედება.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy