პაპილ დერმა - PAPIL Derma კრემ-გელი 20მლ
ჩვენება: პაპილ-დერმა ნაჩვენებია HPV-ით გამოწვეული ქალისა და კაცის გენიტალური და პერიანალური არის კონდილომების სამკურნალოდ.
პაპილ-დერმა
ეუტროფული კრემ-გელი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: კოლოიდური ვერცხლი, ლიმონმჟავა.
გამოყენება
ანტიმიკრობული, სადეზინფექციო და დამამშვიდებელი კრემ-გელი ადამიანის პაპილომა ვირუსთან ასოცირებული კონდილომების სამკურნალოდ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პაპილ-დერმა ეუტროფული კრემ-გელია ანტიმიკრობული, სადეზინფექციო და დამამშვიდებელი მოქმედებით.
კოლოიდური ვერცხლი წარმოადგენს ვერცხლის ნაწილაკებისა და გასუფთავებული წყლისგან მიღებულ ნანოსუსპენზიას ძლიერი ანტივირუსული თვისებით. ვერცხლის ატომები ერთვება ადამიანის პაპილომა ვირუსის მეტაბოლიზმში და თრგუნავს მის გამრავლებას.
ლიმონმჟავას აქვს აციდური pH და ქმნის მიკროორგანიზმების ზრდისთვის არახელსაყრელ გარემოს, ამსუბუქებს კონდილომებით გამოწვეულ ტკივილსა და დისკომფორტს, დეჰიდრატაციული ეფექტის გამო იწვევს კონდილომების გამოშრობას.
ჩვენებები
პაპილ-დერმა ნაჩვენებია HPV-ით გამოწვეული ქალისა და კაცის გენიტალური და პერიანალური არის კონდილომების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი
გამოიყენება მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის.
ტუბი გახსენით, გამოუშვით კრემ-გელი და დაიტანეთ უშუალოდ დაზიანებულ ადგილებზე, გენიტალურ და/ან პერიანალურ არეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას;
არ გამოიყენოთ შემადგენელი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; ხანგრძლივი გამოყენება იწვევს სენსიბილიზაციის რეაქციას და სიმპტომების ინტენსივობის მომატებას, რის შემთხვევაშიც უნდა აცნობოთ ექიმს;
ორსულობის დროს, გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.
გაფრთხილება
არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს; გვერდითი ეფექტების ან ალერგიული რეაქციების შემთხვევების შესახებ მტკიცებულება არ არსებობს;
პაპილ-დერმა არ ურთიერთქმედებს მექანიკურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან; ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს;
არ მიიღოთ პერორალურად;
პერორალურად მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის წესი
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურის პირობებში (15°-25°C);
მოარიდეთ სითბოს წყაროებს;
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
20 მლ მოცულობის ლამინირებული ალუმინის ტუბი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account