Panthenol -პანთენოლი 58გრ აეროზოლი

Rating:
100% of 100
განსაკუთრებული ფასი 6,86 GEL რეგულარული ფასი 9,15 GEL
მარაგშია
SKU
11698_1053
კანის სიმშრალე. დამწვრობა,ნაწოლები ტროფიკული წყლული,ჰერპესი ნახეთქები(ანალური), დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი. კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები. კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან პოსტ-ოპერაციული

საერთაშორისო დასახელება:

DEXPANTHENOL

მწარმოებელი: ANKEPHARM GROUP CHAUVIN

მოქმედი ნივთიერება: დექსაპანთენოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რეგენერაციის სტიმულატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისათვის:

ფლაკონში 58 გრ

100 მგ

დექსაპანთენოლი ..........    4.63 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
ჩვენებები:
  • კანის სიმშრალე.
  • დამწვრობა,ნაწოლები
  • ტროფიკული წყლული,ჰერპესი
  • ნახეთქები(ანალური),
  • დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
  • კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები.
  • კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
  • პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
  • აბსცესები, ფურუნკულოზი.
  • ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესებისას.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი მოხმარების დროს პანთენოლი გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე- ღამის განმავლობაში.
ხმარების წინ ბალონს შეანჟღრევან და 10–20სმ დაშორებიდან დაზიანებულ ზედაპირს მოასხურებენ,ისე, რომ მთელი დაზიანებული ზედაპირი დაიფაროს.
მკურნალობა და პროფილაქტიკა:
ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რექცია
უკუჩვენებები:
ჰიპერმგძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პანთენოლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy