დისგრენი - Disgren 300მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 15,59 GEL რეგულარული ფასი 17,32 GEL
მარაგშია
SKU
93896_3725

ჩვენება: ხელს უშლის სისხლძარღვების დახშობას სისხლის თრომბებისგან.

დისგრენი 300მგ კაფსულები

ტრიფლუზალი

-                 დისგრენი 300მგ კაფსულების აქტიური ნივთიერება ტრიფლუზალი. თითო კაფსულა შეიცავს 300მგ ტრიფლუზალს.

-                 დამხმარე ნივთიერებაა კაფსულის შემადგენლობაში შემავალი ჟელატინი.

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. 

-      შეინახეთ ეს ფურცელი. თქვენ შეიძლება ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

-      დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

-      ეს პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

ინსტრუქციის შინაარსი

1.         რა არის დისგრენი და რისთვის გამოიყენება

2.         დისგრენის გამოყენებამდე

3.         როგორ მივიღოთ დისგრენი

4.         შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.         დისგრენის შენახვა

1. რა არის დისგრენი და რისთვის გამოიყენება

დისგრენი მიეკუთვნება თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატბს, რომელიც ხელს უშლის სისხლძარღვების დახშობას სისხლის თრომბებისგან.

ეს პროდუქტი ნაჩვენებია მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის, ასევე სტაბილური და არასტაბილური ანგინის, და ინსულტის პრევენციისათვის იმ პაციენტებში, რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ ეს მდგომარეობები.  ის ასევე ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ გულის შუნტირება, ასევე საშუალო მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში - კარდიოვასკულური შემთხვევების პრევენციისთვის წინაგულოვანი ფიბრილაციის მქონე პაციენტებში.

იხილეთ ბლოგი: დისგრენი — ეფექტიანი ანტითრომბოზული პრეპარატი თრომბის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის

2. დისგრენის გამოყენებამდე

დისგრენი გამოიყენება მოზრდილებში.

ნუ მიიღებთ დისგრენს:

-       თუ თქვენ გაქვთ, ან წარსულში გქონდათ კუჭის წყლული.

-       თუ თქვენ გაქვთ ნებისმიერი სხვა დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენას.

-       თუ ხართ ალერგიული ტრიფლუზალის ან სხვა სალიცილატების მიმართ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დისგრენთან დაკავშირებით:

-       თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა

-       თუ გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკი, დაზიანების გამო ან სხვა პათოლოგიური სიტუაციის გამო, ან თუ ღებულობთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (პრეპარატები რომლებიც გამოიყენება კუნთების ან სახსრების ტკივილის და/ან ანთებისთვის) ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

-       თუ აპირებთ ნებისმიერი სახის ოპერაციის ჩატარებას. ამ შემთხვევაში სისხლდენის რისკი უნდა შეფასდეს და აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დისგრენით მკურნალობის შეწყვეტა 7 დღით ადრე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:

დისგრენი არ მოქმედებს სატრასნპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება:

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ან წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემს.

თუ თქვენ იღებდით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, პერორალურ ანტიბიოტიკებს ან პერორალურ ანტიკოაგულანტებს, ვინაიდან ამ ყველა პრეპარატის ეფექტები, მათ შორის დისგრენის, შეიძლება გაძლიერდეს.

3.  როგორ მივიღოთ დისგრენი

თუ ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად, მიყევით ამ ინსტრუქციას.

დისგრენი გამოიყენება პერორალურად.

რეკომენდებული დოზა 2 კაფსულა (600მგ ტრიფლუზალი) დღეში ერთ მიღებაზე ან გაყოფილი ორ დოზად, ან სამი კაფსულა  (900მგ ტრიფლუზალი) დღეში 3 გაყოფილ დოზად.

გადაყლაპეთ კაფსულები საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად, სასურველია საკვებთან ერთად მიღება.

დაიმახსოვრეთ, ყოველ დღე მიიღეთ ეს პრეპარატი. თქვენი ექიმი გეტყვით რა პერიოდის მანძილზე უნდა მიიღოთ პრეპარატი დისგრენი. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ შეწყვეტთ დისგრენის მიღებას.

თუ თქვენ მიიღეთ დისგრენი დანიშნულზე მეტი რაოდენობით:

ძალიან მაღალი დოზებით მიღებისას შეიძლება განვითარდეს სალიცილატებით ინტოქსიკაციის სიმპტომები (თავის ტკივილი, შუილი ყურებში, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, გახშირებული სუნთქვა).

დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების სერვისს.

თუ გამოტოვეთ დისგრენის მიღება:

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. ჩვეულებრივ გააგრძელეთ დისგრენით მკურნალობა. 

4.  შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, დისგრენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა სიმძიმე კუჭის არეში. თავის ტკივილი, მუცლის  ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ღებინება, შებერილობა, ან ფაღარათი შეიძლება განვითარდეს. ეს სიმპტომები როგორც წესი არის საშუალო სიმძიმის და გაივლის რამოდენიმე დღეში მკურნალობის შეწყვეტის გარეშე. დისგრენის საკვებთან ერთად მიღება ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა  სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან,  შარდში სისხლის არსებობა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან ან თავის ტვინში სისხლჩაქცევა. ასევე დაფიქსირდა კანის ჰიპერსენსიტიურობის ცალკეული შემთხვევები  მზეზე ყოფნის შედეგად.

თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას მძიმე ფორმით ან ხანგრძლივი დროით, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

5. დისგრენის შენახვა

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25° C ტემპერატურის პირობებში.

 შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, ნესტისაგან დაცვის მიზნით.

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy