Fluifort - ფლუიფორტი პაკეტი 2.7გ 1 პაკეტი
ჩვენება: ეფექტურია ჰიპერ ასევე ჰიპოვისკოზური ლორწოს, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ყელყურ ცხვირის დაავადებებისას
რა არის ფლუიფორტის პაკეტი და რისთვის გამოიყენება
ფლუიფორტის პაკეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს S-მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილს, რომელიც წარმოადგენს მუკორეგულატორს, გააჩნია ლორწოს გათხევადების თვისებები.
ეფექტურია ჰიპერ- ასევე ჰიპოვისკოზური ლორწოს, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ყელ-ყურ ცხვირის დაავადებების შემთხვევაში.
ფლუიფორტის პაკეტის გამოყენების წესები
ჩვეულებრივი დოზა მოცემულია ქვემოთ:
მოზრდილები:
დღეში 1 პაკეტი ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
მიღების მეთოდი
პაკეტის შიგთავსი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში, კარგად აურიეთ.
ბავშვები:
ფლუიფორტის® პაკეტი არ მიიღება ბავშვებში.
ბავშვებში გამოიყენება ფლუიფორტის® სიროფი.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის და თირკმელების დაავადებები:
პრეპარატი მიიღება ჩვეულებრივი დოზებით.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები:
ფლუიფორტის® შეიცავს მანიტოლს, შესაბამისად შესაძლებელია მიღება შაქრიანი დიაბეტის მქონე
პაციენტებში. ფლუიფორტის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები
რას შეიცავს ფლუიფორტის პაკეტი
-აქტიური ნივთიერება არის s-მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილი;
-სხვა ინგრედიენტებია: ასპარტამი, პოვიდონი K30, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატურალური კედრის ფხვნილი, ფორთოხლის ფხვნილი, მანიტოლი.
როგორია ვიზუალურად ფლუიფორტის პაკეტი და რას შეიცავს იგი:
ფლუიფორტის პაკეტი წარმოადგენს მოყვითალო ფხვნილს ფორთოხლის სურნელით.
კოლოფში მოთავსებულია 50 პაკეტი .
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account