კეტონალი დუო - Ketonal Duo 150 მგ 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 18,08 GEL რეგულარული ფასი 22,60 GEL
მარაგშია
SKU
94321_12

ჩვენება: რევმატიული პოლიართიტი, ართროზი, პოსტოპერაციული ტკივილები.

KETONAL DUO 150 mg

კეტონალი დუო 150 მგ

კაფსულები მოდიფიცირებული გამონთავისუფლებით

კეტოპროფენი

წამლის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რომელიც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- არ გადააგდოთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია, რომ თქვენ კიდევ ერთხელ დაგჭირდებათ მისი გადაკითხვა.

• თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

• მოცემული პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის. არ არის მიზანშეწონილი მისი სხვა ადამიანისათვის სამკურნალოდ გადაცემა. პრეპარატმა შესაძლოა ავნოს მის ჯანმრთელობას.

• თუ თქვენ შენიშნეთ გვერდითი რეაქცია წამალზე, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ასევე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს, თუ თქვენ შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტი საკუთარ თავს, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში. იხ. პ. 4. 

წინამდებარე ინსტრუქციაში თქვენ მოიძიებთ შემდეგ ინფორმაციას:

1. რას წარმოადგენს კეტონალი დუო და რისთვის არის ის განკუთვნილი

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კეტონალი დუოს მიღებამდე

3. პრეპარატ კეტონალი დუოს მიღების ხერხი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. პრეპარატ კეტონალი დუოს შენახვის პირობები

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს კეტონალი დუო და რისთვის არის ის განკუთვნილი

პრეპარატ კეტონალი დუოს აქტიური ნივთიერება – კეტოპროფენი, რომელიც განეკუთვნება პრეპარატების კლასს სახელწოდებით – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), პროპიონის მჟავის წარმომადგენლები.

თერაპიული მოქმედება:

კეტოპროფენი გამოიყენება დეგენერაციული რევმატიული და მეტაბოლური დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ტკივილების შესასუსტებლად ზოგიერთი ტკივილის სინდრომის დროს.

პრეპარატ კეტონალი დუოს გამოყენების ჩვენებები შემდეგია: 

რევმატიული დაავადებები:

- რევმატიული პოლიართიტი;

- სერონეგატიური სპონდილოართრიტები (სპონდილოართრიტი ანკილოზირებადი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი);

- პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;

- ართროზი;

- ექსტრაარტიკულარული რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის სახსრის კაფსულიტი).

ტკივილის სინდრომები:

- პოსტტრავმული ტკივილები (რომლებიც წარმოიშობა ტრავმის მიღების შემდეგ);

- პოსტოპერაციული ტკივილები (რომლებიც წარმოიშობა ქირურგიული ჩარევის შემდეგ);

- დისმენორეა (რომლებიც წარმოიშობა მენსტრუალური ციკლის შემდეგ);

- ძვლოვანი მეტასტაზებისაგან წარმოქმნილი ტკივილები.

ასევე, იხილეთ: KETONAL FORTE - კეტონალი ფორტე 100 მგ. 20 ტაბლეტი

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კეტონალი დუოს მიღებამდე

არ გამოიყენოთ პრეპარატი კეტონალი დუო შემდეგ შემთხვევებში:

- თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) კეტოპროფენზე, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) კლასის სხვა სამკურნალო პრეპარატებზე (როგორებიცაა ასპირინი, იბუპროფენი, იმდომეტაცინი), აცეტილსალიცილის მჟავაზე (ასმ) ან სხვა კომპონენტზე სამკურნალო საშუალების შემადგენლობიდან (რომლებიც მითითებულია პ. 6).

- თუ თქვენ გაწუხებთ გულის სერიოზული დაავადება (გულის მწვავე უკმარისობა);

- თუ თქვენ გაწუხებთ ან ადრე გაქვთ გადატანილი კუჭის წყლული ან კუჭისმიერი სისხლდენა, წყლულოვანი დაავადება ან იყო გასკდომადი წყლულის შემთხვევები;

- თუ თქვენ განწყობილი ხართ სისხლდენების მიმართ;

- თუ თქვენ გაწუხებთ თირკმელების ფუნქციების სერიოზული დარღვევა (თირკმლის მწვავე უკმარისობა);

- თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის ფუნქციების სერიოზული დარღვევა (ღვიძლის მწვავე უკმარისობა);

- თუ თქვენ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები

პრეპარატ კეტონალი დუოს გამოყენებამდე, მიმართეთ საკონსულტაციოდ მკურნალ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

- თქვენ გაწუხებთ ასთმით ქრონიკული რინიტით, ქრონიკული სინუსიტით და/ან პოლიპები ცხვირში;

- თუ თქვენ გემართებოდათ ეპიზოდური სისხლდენები ან ნაწლავების პერფორაცია;

- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ცეროზი, ნეფროზი, გულის უკმარისობა ან ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციების უკმარისობა;

- თუ თქვენ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ამაღლებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის რიკს, ასევე არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (აასპ) ან ციკლოოქსიგენაზის (ცოგი) სელექტიურ ინჰიბიტორებს;

- თუ თქვენ იღებთ სისხლის გამათხევადებელ პრეპარატებს, როგორებიცაა ვარფარინი;

- თუ თქვენ გქონდათ შემთხვევები ან გაწუხებთ მომატებული არტერიული წნევა, ან გულის მსუბუქი ან საშუალო დონის უკმარისობა;

- თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის;

- თუ თქვენ გსურთ ორსულობის შენარჩუნება ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატ კეტონალი დუოს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე და შენარჩუნებაზე;

- თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები, თუ ადრე მოგივიდათ ინსულტი ან გაქვთ რისკის ფაქტორები, რომელთა გამოც შესაძლებელია წარმოგეშვათ ასეთი სახის პრობლემები (გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, გაქვთ სისხლში ლიპიდების მომატებული შემცველობა ან ხართ მწეველი).

სამკურნალო პრეპარატებს, როგორებიცაა კეტონალი დუო, შეუძლიათ უმნიშვნელოდ გაზარდონ გულის შეტევის (მიოკარდის ინფარქტის) ან ინსულტის წარმოშობის რისკი. აღნიშნული რისკი იზრდება პრეპარატის დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდისას. არ უნდა გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) გამოყენების დროს ძალზე იშვიათად შეიძლება წარმოიშვას კანის მძიმე რეაქციები, რომელთაგან ზოგიერთი პოტენციურად სასიკვდილოა, როგორებიცაა ესკოფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. პაციენტები ექვემდებარებიან გაზრდილ რისკს მკურნალობის დაწყებისას, კანის რეაქციების უმეტესობა, როგორც წესი, ვლინდებიან მკურნალობის პირველ თვეს. საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ მკურნალობა კანის რეაქციების, ლორწოვანი გარსის ანთების ან ალერგიის სხვა ნიშნების პირველივე ნიშნების გამოვლენისას.

შესაძლოა, რომ ექიმმა მოგცეთ რეკომენდაცია მასთან მიღებაზე ხშირად მისვლის, თუ თქვენ გადიხართ მკურნალობის ხანგრძლივ კურსს შემდეგ შემთხვევებში:

- თქვენ გაქვთ სისხლში ქოლესტერინის ან ლიპიდების მომატებული დონე;

- გაწუხებთ დიაბეტი (სისხლში შაქრის მომატებული რაოდენობა);

- ხართ მწეველი;

- გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციების დარღვევა;

- გაქვთ არტერიების დაავადება (ობლიტერაციული არტერიოპათია);

- იღებთ დიურეტიკებს (შარდმდენ საშუალებებს რომლებიც მოიხმარება ორგანიზმიდან ჭარბი წყლის გამოსადევნად).

ინფექციური დაავადებით დასნებოვნებისას, კეტოპროფენს, სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (აასპ) ერთად, თავისი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მახასიათებლების წყალობით, შეუძლია გადაფაროს ინფექციური დაავადების ნიშნები, როგორიცაა მომატებული ტემპერატურა.

თუ წარმოიშობა მხედველობის დარღვევები, კერძოდ კი მხედველობის დაბინდვა, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

პრეპარატ კეტონალი დუოს თავსებადობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმის თაობაზე, თუ რომელ წამლებს იღებდით ადრე ან იღებთ ამ დროისათვის ან გეგმავთ სხვა სამკურნალოს საშუალებების მიღებას.

აუცილებლად გააფრთხილეთ ექიმი, თუ თქვენ იღებთ შემდეგ სამკურნალოს საშუალებებს:

- სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (აასპ), როგორებიცაა ასპირინი ან იბუპროფენი.

- შარდმდენ საშუალებებს, რომლებიც დევნიან წყალს ორგანიზმიდან (დიურეტიკებს);

- არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს (არტერიული ჰიპერტენზიის);

- გულის ფუნქციების დარღვევების სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ბეტა-ბლოკატორებს;

- დიგოქსინს - პრეპარატს რომელიც ხელს უწყობს თქვენი გულის მუშაობას ან არეგულირებს გულის რითმის სიხშირეს;

- პრეპარატებს, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის კოლტების წარმოქმნას (ვარფარინი, ციკლოპიდინი, კლოპიდოგრელი, ჰეპარინი);

- პრეპარატებს, რომლებიც შლიან სისხლის კოლტებს - სტრეპტოკინაზას, რეტეპლაზას ან ტენექტეპლაზას;

- ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს (ანტიბიოტიკებს) - ციპროფლოქსაცინს, აფლოქსაცინს, ლევოფლოქსაცინს;

- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს - ფლუოქსეტინს, სერტრალინს, ციტალოპრამს და ცაროქსეტინს; 

- კორტიკოსტეროდიებს - პრეპარატებს, როპლებიც გამოიყენება ძლიერი ანთებების სამკურნალოდ: ჰიდროკორტიზონს, ბეტამეტაზონს ან პრედნიზოლონს;

- ციკლოსპორინს - პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია პაციენტებისათვის, რომელთაც გაუკეთდათ ტრანსპლანტაცია ორგანოს მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად;

- მიფეპრისტონს, რომელიც გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად. კეტონალი დუოს მიღება არ შეიძლება 8-12 დღის განმავლობაში მიფეპრისტონის მიღების შეწყვეტის შემდეგ;

- ლითიუმს - გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ;

- მეტოტრექსატს - გამოიყენება კიბოს ან ფსორიაზის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ;

- პენტოქსიფილინს - რეკომენდებულია ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად;

- ტაკროლიმუსს - ენიშნება პაციენტებს, რომელთაც გაუკეთდათ ტრანსპლანტაცია;

- პრობენეციდს - გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;

- ზიდოვუდინს - რეკომენდებულია აივ-ინფექციის მკურნალობისას.

ორსულობა და მკერდით კვების პერიოდი

თუ თქვენ ხართ ორსულად ან გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, კვებავთ მკერდით ან გსურთ ორსულობის შენარჩუნება, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს საკონსულტაციოდ.

არ მიიღოთ აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი თუ თქვენ ხართ ორსულად ან გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, კვებავთ მკერდით ან გსურთ ორსულობის შენარჩუნება.

არ კვებოთ მკერდით კეტონალი დუოთი მკურნალობის პერიოდში, რადგანაც პრეპარატის მცირე დოზებმა შეიძლება შეაღწიონ მკერდის რძეში.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და დანადგარების ექსპლუატაციაზე

პრეპარატ კეტონალი დუოთი მკურნალობის პერიოდში, შეიძლება წარმოიშვას ძილიანობა, თავბრუსხვევები, გულყრა, მხედველობის დარღვევა. თუ თქვენ აღგენიშნებათ ასეთი სიმპტომები, არ არის რეკომენდებული მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან გაუწიოთ ექსპლუატაცია დანადგარებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ კეტონალი დუოს შემადგენლობის შესახებ

კეტონალი დუო შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი სახეობის შაქრის მიუღებლობა, გაიარეთ მასთან კონსულტაცია, შესაძლებელია თუ არა თქვენთვის ამ პრეპარატის მიღება.

3. პრეპარატ კეტონალი დუოს მიღების ხერხი

მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ გაგიჩნდებათ ეჭვები, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თქვენთვის შესაფერისი წამლის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

იხილეთ ბლოგი: კეტონალი - ფორმები და გამოყენების გზები

რეკომენდებული დოზები:

მოზრდილებში:

სადღეღამისო რეკომენდებული დოზა - ერთი კაფსულა ერთხელ დღეში.

პრეპარატი განკუთვნილია პერორალურად მისაღებად.

შესაძლებელია გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემცირება მინიმალური ეფექტური დოზის მიღებით ყველაზე მოკლე პერიოდში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების გამოსავლენად.

კეტოპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა - 200 მგ.

ხანდაზმულებში:

თქვენთვის მომატებულია გვერდითი რეაქციების წარმოშობის რისკი. მკურნალ ექიმს შეუძლია სამკურნალოდ დაგინიშნოთ პრეპარატის მინიმალური დოზა.

ბავშვებში:

არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის დანიშვნა.

მიიღეთ კაფსულები მოდიფიცირებული გამონთავისუფლებით ჭამის დროს ან მის შემდეგ, დააყოლეთ წყალი ან რძე არანაკლებ 100 მლ რაოდენობით. 

მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ კუჭის მჟავიანობას გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.

პრეპარატ კეტონალი დუოს დოზის გადაჭარბება

პრეპარატის დოზის გადაჭარბების დროს აუცილებელია მიმართოთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ წამლის შეფუთვა, რათა აცნობოთ სამედიცინო პერსონალს თუ რომელ პრეპარატს იღებდით.

შესაძლებელია წარმოიშვას ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ძილიანობა, ტკივილები კუჭში, გულყრა არტერიული წნევის დაქვეითების მიზეზით, გაძნელებული ან მსტვენია სუნთქვა, მკერდის მოჭერა ან სისხლი ფეკალიებში.

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ კეტონალი დუოს მიღება

თუ თქვენ გაგახსენდათ, რომ არ მიგიღიათ პრეპარატი კეტონალი დუო თავის დროზე, მიიღეთ სასწრაფოდ, გარდა შემთხვევებისა, თუ უკვე დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო. არ მიიღოთ წამლის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის შეიძლება ყველას არ გამოუვლინდეს.

კეტონალი დუოს გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებულ გვერდით რეაქციებს წარმოადგენენ კუჭ-ნაწლავის დარღვევები. შეიძლება წარმოიშვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, გამჭოლი წყლული და კუჭ-ნაწლავური სისხლდენები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით (იხ. თავი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერვა, შეკრულობა, დისპეფსია, ტკივილები მუცელში, შავი ფერის განავალი (კუჭ-ნაწლავში სისხლის არსებობის გამო), სისხლიანი ღებინება, წყლულების და ანთება პირის ღრუში, კოლიტის გამწვავება ან კრონის დაავადება (იხ. თავი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). აღნიშნული სიმპტომები აღინიშნებოდა პრეპარატის მიღების შემდეგ. გასტრიტი აღინიშნებოდა უფრო იშვიათად.

შეწყვიტეთ პრეპარატ კეტონალი დუოს მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს შემდეგ შემთხვევებში:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (წარმოეშობა 1000-დან 1 ადამიანზე ნაკლებს):

- თუ თქვენ იგრძენით წვა და ტკივილი კუჭში, რომელსაც თან ახლავს სიცარიელისა და მწვავე შიმშილის შეგრძნება. ეს შეიძლება იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის გაჩენის სიმპტომები.

გაურკვეველი სიხშირით (სიხშირის დადგენა შეუძლებელია შემდეგი მონაცემებით):

- თუ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია არტერიული წნევის დაქვეითებით (ანაფილაქსიურ შოკამდე);

- თუ თქვენ გაქვთ სისხლიანი ღებინება, გრძნობთ მწვავე ტკივილს კუჭში ან განავალი შავი ფერისაა. ეს შეიძლება იყოს კუჭისმიერი სისხლდენის ან კუჭის გამჭოლი წყლულის მიზეზით;

- თქვენ გაქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი);

- კანზე ჩნდება წყლიანი ბუშტუკები ან სისხლჩაქცევები სხეულის ნებისმიერ ნაწილზე და ქავილით ან მათ გარეშე. ასეთი ბუშტუკები შეიძლება წარმოიშვას ტუჩებზე, თვალებზე, ცხვირზე, გენიტალიებზე, ხელებზე და ფეხებზე. იმავდროულად შეიძლება წარმოიშვას გრიპის მაგვარი სიმპტომები. ყველა ეს სიმპტომი წარმოადგენს კანის მძიმე დაავადებას, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

- თუ თქვენ გიჩნდებათ სახის, ენის და ყელის მკვეთრი შეშუპება, რომელიც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას, ან თუ სუნთქვა მსტვენიაა და არის მკერდში მოჭერის შეგრძნება, და ასევე ქავილი და კანზე გამონაყარი. ეს არის მძიმე ალერგიული რეაქციის სიმპტომები;

- წარმოიშობა კანზე გამონაყარი სხეულის ყველა ნაწილში (ეკზანტემატოზური პუსტულეზი);

- თქვენ გაქვთ სისხლი შარდში, იცვლება გამოყოფილი შარდის რაოდენობა ან ხდება ფეხების შეშუპება. ეს შესაძლოა უჩვენებდეს თირკმელების ფუნქციების დარღვევას;

- თუ თქვენ გრძნობთ ტკივილებს მკერდში და მწვავე, მკვეთრ თავის ტკივილს. კეტონალი დუო შეიძლება იყოს გულის შეტევის (მიოკარდის ინფარქტის) მომატებული რისკის ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (ინსულტის) მიზეზი.

დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გამოგივლინდებათ შემდეგი გვერდითი ეფექტები:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (გამოვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

- ასთმა;

- უჩვეულო გამოვლინებები კანზე, როგორებიცაა დაბუჟება, ჭიანჭველები ტანზე, წვის შეგრძნება (პარესთეზია);

- თუ თქვენ ხართ ფერმკრთალი ან გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე ან თავბრუსხვევა; შესაძლოა რომ გაქვთ ანემია;

- თუ გაქვთ დაბინდული მზერა;

- თუ თქვენი თვალის სკლერა ან კანი ყვითელი ფერისაა (სიყვითლე), ან თქვენ გაქვთ ზოგიერთი ფერმენტის მომატებული დონე, ე.წ. ტრანსამინაზები. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის ფუნქციების სერიოზული დარღვევების ნიშნები.

გაურკვეველი სიხშირით (სიხშირის დადგენა შეუძლებელია შემდეგი მონაცემებით):

- კრონის დაავადების ან კოლიტის გამწვავება;

- კანის რაიმე რეაქციის გამოვლინება მზის სხივების ან სოლარიუმში დასხივების ზემოქმედების შედეგად (ფოტომგრძნობელობის რეაქცია);

- თმების ცვენა;

- ინფექციური დაავადებებით ჩვეულებრივზე უფრო ხშირად დასნებოვნება ან თქვენი სისხლდენები ჩვეულებრივზე მეტ ხანს გრძელდება. ეს შეიძლება იყოს სისხლის დაავადების მაჩვენებელი;

- სისხლში წითელი სხეულაკების დონის დაქვეითება (ანემია);

- სისხლში თეთრი სხეულაკების დონის დაქვეითება, რომლებიც პასუხს აგებენ ინფექციური დაავადებებისგან დაცვაზე (ლეიკოპენია);

- ასეპტიური მენინგიტი;

- კრუნჩხვები.

სხვა გვერდითი ეფექტები:

ხშირი (გამოვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

- დისპეფსია (კუჭის აშლილობა, გულძმარვა, ტკივილები მუცელში). ამ რეაქციის შემცირება შესაძლებელია პრეპარატის ჭამის დროს მიღებისას;

- თავის ცუდად გრძნობა (გულისრევა) ან ცუდი მდგომარეობა (ღებინება);

ნაკლებად ხშირი (გამოვლინდება 100-დან 1 პაციენტში):

- შეკრულობა, დიარეა, მუცლის შებერვა, გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება);

- გამონაყარი კანზე, ქავილი;

- სითხის შეკავება ორგანიზმში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხელების და ფეხების შეშუპება;

- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება.

იშვიათი (გამოვლინდება 1000-დან 1 პაციენტში):

- ხმაური ყურებში (ტინიტუსი);

- წონის მატება;

- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება.

გაურკვეველი სიხშირით (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებზე დაყრდნობით):

- გემოს შეგრძნების დარღვევა;

- დეპრესია;

- გესმით ან ხედავთ იმას, რაც რეალობაში არ არსებობს (ჰალუცინაციები);

- ორიენტაციის დაკარგვა;

- განწყობის უეცარი ცვლილება;

- არტერიული წნევის მომატება;

- გულის მუშაობის სერიოზული დარღვევა;

- ცხვირის ამოვსება;

- სისხლძარღვების გაფართოება;

- სისხლძარღვების დაავადება (ვასკულიტი);

- სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრიემია).

დიაგნოსტიკური გამოკვლევები

სისხლის ანალიზის პასუხების შედეგებს ასევე შეუძლიათ აჩვენონ თირკმლის ფუნქციების ცვლილებები.

თუ ერთი რომელიმე არსებული გვერდითი რეაქცია ძლიერდება და თქვენი მდგომარეობა უარესდება, და აგრეთვე თუ თქვენ შენიშნეთ თქვენზე ისეთი გვერდითი რეაქციების შესახებ, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ რომ დაუყოვნებლივ აცნობოთ ამის თაობაზე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ანგარიშგება გვერდითი რეაქციების თაობაზე

თუ თქვენ შენიშნეთ გვერდითი რეაქცია პრეპარატზე, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე აცნობოთ მკურნალ ექიმს გვერდითი მოვლენების შესახებ, თუ თქვენ შენიშნეთ თქვენზე ისეთი გვერდითი რეაქციების შესახებ, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც გამოქვეყნებულია სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ეროვნული სააგენტოს საიტზე http://www.anm.ro/. გვერდითი მოვლენების გამოვლენის ანგარიშის წარდგენასთან ერთად, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. პრეპარატ კეტონალი დუოს შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ ორიგინალურ შეფუთვაში.

არ მოიხმაროთ სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე ან ფლაკონზე ნაჩვენები ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის უკანასკნელი დღე.

არ გადაასხათ არანაირი წამალი გამდინარე წყალგაყვანილობაში და არ გადააგდოთ ყოფით ნარჩენებთან ერთად. არასაჭირო წამლების უტილიზაციის ზომები დააზუსტეთ ფარმაცევტთან. თქვენი ქმედებები დაიცავენ გარემოს დაბინძურებისაგან.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

კეტონალი დუოს შემადგენლობა:

- აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი. მოდიფიცირებული გამონთავისუფლების თითოეული კაფსულა შეიცავს 150 მგ კეტოპროფენს.

- დამხმარე ნივთიერებები: კაფსულის შემცველობა: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლისორბატი 80, ეუდრაგიტი RS 30D მეტაკრილმჟავას სოპოლიმერი, ეუდრაგიტი RL 30D მეტაკრილმჟავას სოპოლიმერი, ტრიეთილციტრატი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), უწყლო კოლოიდური კაჟის დიოქსიდი. გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ინდიგოკარმინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171).

კეტონალი დუოს სამკურნალო ფორმა და შეფუთვის შემცველობა

კაფსულა მოდიფიცირებული გამონთავისუფლებით წარმოადგენს კაფსულას გამჭვირვალე კორპუსით და მუქი-ლურჯი საფარით. კაფსულის შემადგენლობა წარმოადგენს თეთრ და ყვითელ პელეტებს.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ცალი ალ/პვქ-თე-პვდქ ბლისტერი, თითოეული 10 ცალი მოდიფიცირებული გამონთავისუფლების კაფსულით.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 3 ცალი ალ/პვქ-თე-პვდქ ბლისტერი, თითოეული 10 ცალი მოდიფიცირებული გამონთავისუფლების კაფსულით. 

გაცემის წესი:       

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy