Spasmalgon - სპაზმალგონი 2მლ. 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 18,58 GEL რეგულარული ფასი 25,40 GEL
მარაგშია
SKU
289_68

ჩვენებები:
გამოიყენება ძლიერად გამოხატული ტკივილების დროს კუჭის ან ნაწლავის კოლიკების, თირკმლის კოლიკების დროს, თირკმელებში კენჭის არსებობისას, სანაღვლე გზების სპასტიკური დისკინეზიის, დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაციის) დროს. 

სპაზმალგონი
(SPAZMALGON)
 შემადგენლობა
შემცველობა ერთ ამპულაში:        2მლ / 5მლ
სამკურნალო საშუალებები:
Metamizole sodium                            500 მგ/მლ
Fenpiverinium bromide                       0,02 მგ/მლ
Pitofenone hydrochloride                   2 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებები:
საინიექციო წყალი

სამკურნალო ფორმა და ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სპაზმალგონი, საინიექციო ხსნარის სახით, კომბინირებულ ტკივილგამაყუჩებელ და სპაზმოლიზურ პროდუქტს წარმოადგენს.

ჩვენებები
გამოიყენება ძლიერად გამოხატული ტკივილების დროს კუჭის ან ნაწლავის კოლიკების, თირკმლის კოლიკების დროს, თირკმელებში კენჭის არსებობისას, სანაღვლე გზების სპასტიკური დისკინეზიის, დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაციის) დროს. 

უკუჩვენებები
სპაზმალგონი არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი ნაწილების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.
სხვა უკუჩვენებებს წარმოადგენს: თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობა, თირკმლის მწვავე პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება ერითროციტების წარმოქმნის დარღვევით), გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი (მემკვიდრეობითი დაავადება ერითროციტების დაშლის საშიშროებით); სისხლის დაავადებები, როგორებიცაა აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების განსაზღვრული სახეობის რაოდენობის ძლიერი შემცირება) და ლეიკოპენია (ლეიკოციტების საერთო რაოდენობის შემცირება); ორსულობა (პირველი და ბოლო ტრიმესტრი) და ძუძუთი კვების პერიოდი; წინამდებარე ჯირკვლის ადენომა (სიმსივნე); ნაღვლისა და შარდის ბუშტის ატონია (ტონუსის არარსებობა).
არ გამოიყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უსაფრთხოების ზომები
სპაზმალგონი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, საკვების და წამლების (განსაკუთრებით ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი წამლების ჯგუფიდან სხვა საშუალებების მიმართ) მიმართ ალერგიით ან სხვა ატოპიური დაავადებებით (თივის სურდო, ბრონქული ასთმა).
ავადმყოფებისათვის სისხლის დაავადებებით, საჭიროა ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის სათანადო შეფასება, და მკურნალობის მსვლელობისას სისხლის სურათის კონტროლი.
ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, რათა თავიდან ავიცილოთ პროდუქტის მავნე ზეგავლენა თირკმლებსა და ღვიძლზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მექანიკურმა დაბრკოლებებმა შეიძლება გამოიწვიონ კუჭ-ნაწლავის შიგთავსის შეკავება და ინტოქსიკაცია, პროდუქტის გამოხატული სპაზმოლიზური ეფექტის გამო.
სპაზმალგონის გამოყენება პაციენტებში გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსით - კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლა, ნაწლავის კუნთების დაქვეითებული ტონუსით, ნაწლავის კუნთების დამბლით, მომატებული თვალშიდა წნევით, ბულბოსპინალური დამბლით (მყასტჰენია გრავის), გულის დაავადებებით (არითმიები, გულის იშემიური დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა) განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით სარგებელი/რისკის მკაცრის შეფასების შემდეგ, ჩივილების შესაძლო მომატების გამო.

განსაკუთრებული მითითებანი
ორსულ ქალებში გამოკვლევები არ ჩატარებულა, და ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ორსულობის პერიოდში პროდუქტის სისტემატური გამოყენება გამორიცხულია, განსაკუთრებით ორსულობის პირველ და ბოლო ტრიმესტრში.
ვინაიდან ანალგინის მეტაბოლიტები ექსკრეტირდება დედის რძეში, სპაზმალგონი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში. თუ მისი გამოყენება არ შეიძლება თავიდან ავიცილოთ, მაშინ ამ შემთხვევაში ამ პერიოდის განმავლობაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
სპაზმალგონის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს აკომოდაციის დარღვევები, ამიტომ ამ პროდუქტის გამოყენება მძღოლებსა და პირებში, რომლებიც მექანიზმებთან მუშაობენ, შესაძლებელია მხოლოდ რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სპაზმალგონმა, მასში მეთამიზოლის შემცველობის გამო, შეიძლება გააძლიეროს რიგი სხვა წამლების დამაზიანებელი ზეგავლენა სისხლზე (ქლორამფენიკოლი და სხვ).
ტემპიდონი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებნ მეთამიზოლის ეფექტებს. სპაზმალგონის გამოყენება შეიძლება კომბინაციაში ჰიოსცინ-ბუთილბრომიდთან, ფუროსემიდთან გლიბენკლამიდთან.
აუცილებელია შედედების საწინააღმდეგო საშუალებების და ციკლოსპორინების დოზირების კორექცია, ვინაიდან სპაზმალგონში შემავალი მეთამიზოლი აქვეითებს მათ აქტივობას.
სხვა ტკივილგამაყუჩებელ და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენის და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროებას.
სპაზმალგონისა და სხვა წამლების ერთდროული გამოყენების შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს წამლებთან შესაძლო ურთიერთქმედების გამო.

გამოყენების მეთოდები და დოზები
გამოიყენება კუნთში საინექციო ხსნარის 2 - 5 მლ, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ დოზის გამეორება 6-8 საათის შემდეგ. მკურნალობა 2-3 დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.
ერთჯერადი, დღიური დოზა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ყოველი პაციენტისათვის უნდა დადგინდეს ექიმის მიერ, კლინიკური სიმპტომატიკის გამოხატულობის შესაბამისად. 

გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა, უმთავრესად კანის მხრივ (ქავილი, შეწითლება, კანზე გამონაყარი), უფრო მძიმე შემთხვევებში – ანაფილაქტოიდური რეაქციები და ყველაზე მძიმე შემთხვევებში – შოკი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს პირში სიმშრალე, შარდის შეკავება, მხედველობის დარღვევები.
მეთამიზოლის გამოყენების შემდეგ აღწერილია წყლისა და ელექტროლიტების და თირკმლის დარღვევების შემთხვევები (შარდის გამოყოფის შემცირება, აზოტის შეკავება, შარდში სისხლის შემცველობა).
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გვერდითი მოვლენაა მეთამიზოლით სისხლწარმოქმნის დარღვევა, სავარაუდოდ იმუნო-ალერგიული რეაქციების შედეგად.
გასტრიტით ან წყლულოვანი დაავადებით შეპყრობილ პირებში შესაძლებელია დაავადების გამწვავება.
გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ უნდა აცნობოთ თქვენ ექიმს.

ჭარბი დოზირება
ერთჯერადად დიდი დოზების გამოყენებისას, განზრახ ან შემთხვევით, შეიძლება განვითარდეს მწვავე ინტოქსიკაცია.
მწვავე ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი, მეთამიზოლით ინტოქსიკაციის სიმპტომებით გამოვლინდება. ყველაზე ხშირად აღინიშნება ტოქსო-ალერგიული სინდრომი, უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია სისხლწარმოქმნის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის, თავის ტვინის მხრივ დაზიანებები.
მკურნალობა ტარდება კლინიკური ტოქსიკოლოგიის წესებით. სიმპტომატური საშუალებების გამოყენების გარდა, პირველ რიგში გამოიყენება ორგანიზმიდან პროდუქტის სწრაფი ელიმინაციის ზომები – ფორსირებული დიურეზი, წყალ-მარილოვანი ხსნარების შეყვანა, საჭიროების შემთხვევაში – ჰემოდიალიზი.
სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

შენახვის პირობები
ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
ნუ გაყინავთ! ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობა
ხუთი წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
2 ან 5 მლ-იანი ამპულები.
2 მლ-იანი ამპულები – 5 ცალი (1 ბლისტერი), 10 ცალი (1 ბლისტერი).
5 მლ-იანი ამპულები – 5 ცალი (1 ბლისტერი), 10 ცალი (1 ბლისტერი).
მაგარი პვქ ფოლგის ბლისტერები, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, ქლიბით და საკონტროლო ნომრით. თუ ამპულის ზედა ნაწილში არის მარკირება წითელი წერტილის ან რგოლის სახით, ქლიბი ამპულის გასახსნელად არ გამოიყენება. ამპულის გახსნა ხორციელდება მარკირებაზე (წერტილზე) თითის დაჭერით. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy