Spasmopharm - სპაზმოფარმი 5მლ 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 17,47 GEL რეგულარული ფასი 24,26 GEL
მარაგშია
SKU
81527_2900

ჩვენება:სპაზმოფარმი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება,რომელიც ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის,ნაღვლისა და საშარდე გზების,  რეპროდუქციული ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმებს.

სპაზმოფარმი

500 მგ/მლ + 2 მგ/მლ + 0,02 მგ/მლ საინექციო ხსნარი

მეტამიზოლის ნატრიუმი / პიტოფენონის ჰიდროქლორიდი / ფენპივერინიუმის ბრომიდი

მოცემული პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

-    შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

-     დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ეს სამკურნალო პრეპარატი დანიშნული გაქვთ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმისდა მიუხედავად, რომ მათი დაავადების ნიშნები თქვენის იდენტურია.

-    გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

რა არის ამ ფურცელ-ჩანართში

1. რა არის და რისთვის გამოიყენება სპაზმოფარმი

2. რა უნდა იცოდეთ სპაზმოფარმის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება სპაზმოფარმი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება სპაზმოფარმი

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის და რისთვის გამოიყენება სპაზმოფარმი

სპაზმოფარმი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლისა და საშარდე გზების,  რეპროდუქციული ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმებს, და ახდენს გამოხატულ საანესთეზიო ეფექტს.

სპაზმოფარმი მიიღება ხანმოკლე პერიოდით კოლიკაზე ზემოქმედებისთვის, რომელსაც თან ახლავს მწვავე, ზომიერად ძლიერი და ძლიერი ტკივილის კოლიკა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების, თირკმლის კოლიკა გამოწვეული თირკმლის ქვებით, მტკივნეული მენსტრუაცის დროს (დისმენორეა).

2. რა უნდა იცოდეთ სპაზმოფარმის გამოყენებამდე

სპაზმოფარმის გამოყენება არ შეიძლება:

- თუ სპაზმოფარმის აქტიური ნივთიერებების მიმართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ხართ;

- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) პირაზოლონის წარმოებულების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

- თუ გაწუხებთ ღვიძლის ან / და თირკმელების გამწვავებული დაავადება;

- თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავური გაუვალობა და მეგაკოლონი (მსხვილი ნაწლავის გადიდება);

- თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება ერითროციტების წარმოქმნის დარღვევით) ან გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას უკმარისობა (მემკვიდრეობითი დაავადება ამ ფერმენტის უკმარისობით);

 - თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქცია (ციტოსტატიკური მკურნალობის შემდეგ) ან ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადებები როგორებიცაა: აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების გაჩენას ან ინფექციის წარმოქმნის ალბათობა), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება რაც იწვევს ინფექციის წარმოშობის ალბათობის გაზრდას) და ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის შემცირება); 

- პროსტატის ადენომა; 

- ნაღვლისა და შარდის ბუშტის ატონია; 

- თუ გაქვთ ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) ან არასტაბილური სისხლის მიმოქცევა

- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ

ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნა არ შეიძლება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ყურადღება მიაქციეთ სპაზმოფარმის გამოყენების დროს

სპაზმოფარმით მკურნალობის დაწყებამდე თირკმელების ან ღვიძლის დაავადების არსებობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შევიწროებასთან და კუჭ-ნაწლავის შიგთავსის შეფერხებულ განვლადობასთან დაკავშირებული დაავადებები (ახალაზია, პილოროდუოდენიალური სტენოზი); გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ნაწლავების ატონია, პარალიზური ილეუსი; გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება); მიასთენია გრავისი (კუნთების სისუსტე), გულის დაავადებები (არითმიები, გულის იშემიური დაავადება, გულის სტაგნაციური უკმარისობა).

სპაზმოფარმით მკურნალობისას არსებობს ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი. ჰიპერმგრძნობელობის პირველი ნიშნებიდან პროდუქტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და უნდა მიიღოს გადაუდებელი ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად (ადრენალინი, გლუკოკორტიკოიდები, ანტიჰისტამინური საშუალებები).

მეტამიზოლის მიღებისას ანაფილაქტოიდური რეაქციების წარმოქმნის რისკი მნიშვნელოვნად მაღალია პაციენტებში:

- ანალგეზიური ასთმის სინდრომით; 

- ბრონქული ასთმით, განსაკუთრებით რინოსინუსიტის და ცხვირის პოლიპების თანხლებით; 

- ქრონიკული ჭინჭრის ციება; 

- იდიოსინკრაზია საღებავების მიმართ (მაგალითად, ტარტრაზინი), შესაბამისად შემანარჩუნებელი საშუალებების (მაგ. ბენზოატების) მიმართ;

- ალკოჰოლური აუტანლობა.  ასეთი პაციენტები რეაგირებენ ალკოჰოლური სასმელების მინიმალურ მიღებაზე ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცემინება, ეიფორია და მხედველობის სერიოზული დარღვევა. ასეთი ალკოჰოლური აუტანლობა შეიძლება იყოს ანალგეზური ასთმის არადიაგნოსტირებული სინდრომის ნიშანი.

მეტამიზოლის შემცველი სამედიცინო პროდუქტებით მკურნალობისას არსებობს შოკის (სისხლის მიმოქცევის კოლაფსი) და აგრანულოციტოზის განვითარების რისკი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დიდად შემცირება, რაც ზრდის ინფექციების გაჩენის ალბათობას). ეს არ არის დამოკიდებული დოზაზე და ვერ იქნება წინასწარგანჭვრეტილი. სპაზმოფარმით მკურნალობისას ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ან მსგავსი ანამნეზის მქონე პაციენტებში საჭიროა ჰემატოლოგიური მდგომარეობის კონტროლი თერაპიის დროს. 

სპაზმოფარმის საინექციო ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. ასეთი რეაქციების რისკი ასევე იზრდება:

- დაბალი წნევის ან სითხის დაკარგვის მქონე პაციენტებში, სისხლის მიმოქცევის დარღვევის ან სისხლის მიმოქცევის საწყისი კოლაფსის (მაგალითად, ინფარქტის ან მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში), მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში სპაზმოფარმის კუნთში ინექცია უნდა გაკეთდეს დაწოლილ მდგომარეობაში და მუდმივად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა, გულის სიხშირე და სუნთქვა. 

სხვა სამკურნალო საშუალებები და სპაზმოფარმი

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

არასასურველი ურთიერთქმედება შეიძლება შეინიშნოს სპაზმოფარმის ერთდროული მიღებისას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან: სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის კოაგულაციაზე, როგორიცაა აცენოკუმაროლი და ვარფარინი; პროდუქტები ფსიქოზის სამკურნალოდ (ქლორპრომაზინი და სხვა ფენოთიაზინის წარმოებულები); იმუნური სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებები (ციკლოსპორინი); ქლორამფენიკოლი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს;  პრეპარატები დეპრესიის სამკურნალოდ; საძილე პროდუქტები; პერორალური კონტრაცეპტივები; სამკურნალო საშუალებები პოდაგრის სამკურნალოდ (ალოპურინოლი); სხვა საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო სამედიცინო პროდუქტები, როგორიცაა პიროქსიკამი, ასპირინი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი. 

სპაზმოფარმს შეუძლია ურთიერთქმედება კაპტოპრილთან (გულის დაავადებების და არტერიული წნევის სამკურნალოდ), ლითიუმთან (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ), მეთოტრექსატთან (რევმატიული და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ) და ტრიამტერენთან (გაუწყლოება), აგრეთვე ანტი-ჰიპერტონიული (არტერიული წნევის დაქვეითება) პროდუქტები და შარდმდენები (დეჰიდრატაცია).

სპაზმოფარმის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

სპაზმოფარმით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება სამკურნალო საშუალების არასასურველი ეფექტების გაძლიერების გამო.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან ან ექიმთან. ორსულობის დროს სპაზმოფარმის დანიშვნა არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სპაზმოფარმმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ასევე შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ყურადღებაზე და შეცვალოს რეაქციები მოულოდნელ სიტუაციებში, ამიტომ მისით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

3. როგორ გამოიყენება სპაზმოფარმი

ყოველთვის გამოიყენეთ სპაზმოფარმი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. იმ შემთხვევაში, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სპაზმოფარმის საინექციო ხსნარი მიიღება კუნთში.

გამოიყენება მხოლოდ მოკლევადიანი მკურნალობისთვის.

ინექცია კეთდება სამედიცინო კონტროლის ქვეშ და აუცილებელია გადაუდებელი დახმარების გამოყენებისთვის მზადყოფნა ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის გამო.

მოზრდილები და ბავშვები 15 წელს ზემოთ

მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში(> 53 კგ) ინიშნება ინტრამუსკულარული ინექცია 2-დან 5 მლ-მდე. საჭიროების შემთხვევაში დოზა მეორდება 6-8 საათის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 მლ საინექციო ხსნარს (3 გ მეტამიზოლის ნატრიუმის ექვივალენტი).

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 დღე.

თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შეიძლება გადავიდეს პერორალური საანესთეზიო და სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალებებით მკურნალობაზე. 

პაციენტები 65 წლის ზემოთ

როგორც წესი, დოზის შემცირება არ არის საჭირო. პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს აუცილებელია დოზის შემცირება. დოზას განსაზღვრავს დანიშნული თერაპევტი. 

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

იმ შემთხვევაში, თუ თირკმელების დაავადება გაქვთ, მკურნალობის დროს ინიშნება ½ მოზრდილის დოზა, ვინაიდან ამ დაავადებების დროს მცირდება ექსკრეციის სიჩქარე. 

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

თუ თქვენ გაქვთ შეფერხებული ღვიძლის ფუნქცია, თავიდან უნდა იქნას აცილებული მაღალი დოზების მიღება. ხანმოკლე მიღებისას არ არის საჭირო დოზების შემცირება.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 დღე. 

თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შეიძლება გადავიდეს პერორალური საანესთეზიო და სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალებებით მკურნალობაზე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ თქვენ გაცილებით მეტი სპაზმოფარმი მიიღეთ ვიდრე საჭიროა

დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, მენიერის დაავადების მოვლენები, ტინიტუსი, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის უკმარისობა. მკურნალობა სიმპტომურია და ტარდება საავადმყოფოს პირობებში.

ისეთი ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში, როგორიცაა ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, გულისრევა, კანის ფერის შეცვლა და ასთმა დაუყოვნებლივ მოიძიეთ სამედიცინო დახმარება. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოტოვეთ სპაზმოფარმის საჭირო დოზის მიღება

არ უნდა იქნას გამოყენებული ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველაში. 

არასასურველი ეფექტების კლასიფიკაცია სპეციფიკურია ორგანოებისა და სიხშირის მიხედვით: 

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტზე); 
ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1 ან მეტზე 100 ადამიანიდან მაგრამ 1-ზე ნაკლებზე 10 ადამიანიდან);
არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1 ან მეტზე 1000 ადამიანიდან მაგრამ 1-ზე ნაკლებზე 100 ადამიანიდან);
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1 ან მეტზე 10000 ადამიანიდან მაგრამ 1-ზე ნაკლებზე 1000 ადამიანიდან);
ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებზე);
სიხშირე არ არის ცნობილი (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
 ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტები ძირითადად მეტამიზოლს ეკუთვნის, რომელიც შედის სამკურნალო პროდუქტის შემადგენლობაში. 

არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში) 

ფიქსირებული სამკურნალო ეგზანთემა (მომრგვალო, თეფშის ფორმის, იისფერიდან მუქი წითელი ბუშტები). 

მიღების დროს ან მის შემდეგ - არტერიული წნევის ვარდნა, რომელსაც არ ახლავს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სხვა ნიშნები, გულის რითმის აჩქარება.

იშვიათი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში) 

ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის ალბათობას), მაკულოპაპულური გამონაყარი (კანის ფირფიტებისა და კვანძების წარმოქმნა), ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქცია განსაკუთრებით პარენტერალური მიღების შემდეგ. ასეთი რეაქციები შეიძლება განვითარდეს ინექციის დროს ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს საათების შემდეგ. ჩვეულებრივ, ისინი ძირითადად მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში გვხვდება.

მსუბუქი რეაქციები ვლინდება კანისა და ლორწოვანის ტიპიური რეაქციებით (მაგალითად, ქავილი, წვა, გაწითლება, ჭინჭრის ციება, შეშუპება - ადგილობრივი და გენერალიზებული) სუნთქვის გაძნელება და იშვიათად კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილები. ასეთი მსუბუქი რეაქციები შეიძლება გადავიდეს უფრო მძიმე ფორმებში გენერალიზებული ჭინჭრის ციებით, გამწვავებული ანგიონევროზული შეშუპებით (ლარინგეალური ჩათვლით), მძიმე ბრონქოსპაზმით, გულის რითმის დარღვევით, არტერიული წნევის ვარდნა (ზოგჯერ არტერიული წნევის მომატება), თირკმლის მხრივ დარღვევები, როგორიცაა შარდში ალბუმინის გამოჩენა, შარდის შემცირებული ან გაზრდილი რაოდენობა, თირკმელების ანთება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში) 

აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს ინფექციის წარმოშობის ალბათობის გაზრდას). აგრანულოციტოზი შეიძლება აღმოჩნდეს იმ პაციენტებშიც, ვისაც მეტამიზოლი ადრე ჰქონდათ მიღებული არასასურველი სამკურნალო ეფექტების გამოვლენის გარეშე. აგრანულოციტოზის გაჩენის რისკი იზრდება მეტამიზოლის გახანგრძლივებული მიღებისას (1 კვირაზე მეტი).

აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნებია კანის ანთება და პირის ღრუს, ლორწოვანი გარსის, ყელის, სასქესო ორგანოების, ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა. ზოგადი მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების შემთხვევაში, თუ მაღალი ტემპერატურა არ დაეცემა ან კვლავ გამოჩნდება, ლორწოვანი გარსისა და კანის მტკივნეული ცვლილებებისას, შეაჩერეთ სპაზმოფარმის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების წარმოქმნის რისკს), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე ან გაყვითლება, სისუსტე ან ასთმა), აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების გაჩენას ან ინფექციის წარმოქმნის ალბათობას). ანალგეზური ასთმის მქონე პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ჩვეულებრივ ვლინდება ასთმური ფორმით, სტივენს-ჯონსონის სინდრომით ან ლაიელით (გამწვავებული რეაქცია თან ახლავს კანზე, პირის ღრუს, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტების წარმოქმნას)

უცნობი სიხშირით პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ყაბზობა, გასტრიტის და კუჭის წყლულის გამწვავება, იშვიათ შემთხვევებში - წყლულები და სისხლდენა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აკომოდაციის დარღვევა, შარდვის დარღვევა.

სპაზმოფარმის მიღების დროს თქვენი შარდი შეიძლება იყოს წითლად შეფერილი. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფერი ნორმალიზდება.

პარენტერალური მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ტკივილები შეყვანის ადგილზე და ადგილობრივი რეაქციები, ძალიან იშვიათად - ფლებიტიც კი.

ჰიპერმგრძნობელობის, თირკმლის ან სისხლმბადი ფუნქციის დარღვევის დროს წყდება სპაზმოფარმის მიღება. 

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე არასასურველი სამედიცინო რეაქცია გახდება სერიოზული, ან დააფიქსირებთ სხვა რეაქციებს, რომლებიც აღწერილი არ არის ამ ბროშურაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს. 

5. როგორ ინახება სპაზმოფარმი

25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ მუყაოს ყუთში. 

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ სპაზმოფარმი მუყაოს შეფუთვაზე შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ სამედიცინო პროდუქტი კანალიზაციაში ან ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ განკარგოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სპაზმოფარმი

- 2 მლ ამპულის აქტიური ნივთიერებებია: მეტამიზოლის ნატრიუმი 1 000 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდი 4 მგ, ფენპივერინიუმის ბრომიდი 0,04 მგ 2 მლ საინექციო ხსნარში;

5 მლ ამპულასთვის: მეტამიზოლის ნატრიუმი 2 500 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ფენპივერინიუმის ბრომიდი 0,1 მგ 5 მლ საინექციო ხსნარში.

- სხვა კომპონენტებია: საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება სპაზმოფარმი და რას შეიცავს შეფუთვა

სუფთა, ყვითელი მწვანე, გამჭვირვალე სითხე ყავისფერ მინის ამპულაში, გასახსნელი ნიშნულით - ფერადი წერტილით.

5 მლ ამპულები, თვითგახსნადი, მუქი ნეიტრალური მინისგან, I ტიპის.

10 ცალი ამპულა მოთავსებულია PVC ფოლგის ბლისტერში.

ერთი ბლისტერი, პაციენტის ბროშურასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy