სანტაფერი ფორტე ტაბ.N30
სანტაფერი® ფორტე
მიიღება ორალურად
- აქტიური ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 100მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტურ რკინის III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს და 0.350მგ ფოლიუმის მჟავას.
- შემავსებლები: შეიცავს კროსპოვიდონს, პოლიეთილენგლიკოლი 6000, 6000, PVP K30, მაგნიუმის სტეარატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას. გარსი შეიცავს პოლივინილის სპირტს, PEG 3350, ტიტანის დიოქსიდს (E 171), ტალკს, რკინის წითელ ოქსიდს (8172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172) ponceau 4R ლაქს (EI24).
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ჩანართი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
- მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ; არ გადასცეთ იგი სხვა პირებს.
- მედიკამენტის გამოყენებისას ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ მათ, რომ ამ პრეპარატს იღებთ.
- გთხოვთ დაიცავით ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე დაბალი ან მაღალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში:
- რა არის სანტაფერი® ფორტე და რისთვის გამოიყენება?
- სანტაფერი® ფორტეს გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება სანტაფერი® ფორტე?
- რა არის შესაძლო გვერდით ეფექტები?
- სანტაფერი® ფორტეს შენახვა
- რა არის სანტაფერი® ფორტე და რისთვის გამოიყენება?
სანტაფერი® ფორტე არის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, შეიცავს რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს და ფოლიუმის მჟავას. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტურ რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს და 0.350მგ ფოლიუმის მჟავას, გამოდის შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. ტაბლეტები არის მოწითალო-ყავისფრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ფორმის. ორალური გამოყენებით, გამოიყენება რკინის დეფიციტისას ან იმ შემთხვევებში, როდესაც არის რკინის დამატების საჭიროება, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედშია და მნიშნველოვანი როლი აქვს მრავალ სასიცოცხლო მნიშნველობის ფიზიოლოგიურ პროცესში, როგორიცაა სისხლწარმოქმნა და ქსოვილებამდე ჟანგბადის ტრანსპორტირება.
სანტაფერი® ფორტე გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ანემიის პრევენცია და მკურნალობა რაც დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ რკინის დეფიციტთან
- განსაკუთრებით რკინის დამატებისთვის და რკინის დეფიციტის სამკურნალოდ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
- სანტაფერი® ფორტეს გამოყენებამდე?
სანტაფერი® ფორტე არ გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
თუ
- გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რკინის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ
- გაქვთ რკინის სიჭარბე (ჰემოქრომატოზი, ქრონიკული ჰემოლიზი)
- ალერგია გაქვთ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) რკინაზე
- გაქვთ სხვა ანემია, რომელსაც არ ახლავს რკინის დეფიციტი (როგორიცაა ჰემოლიზური ანემია)
- გაქვთ რკინის გამოყენების დარღვევა (დატვირთვის ანემია, სიდეროაქრესტიული ანემია)
- გაქვთ თალასემია
- გაქვთ პროგრესირებადი და ქრონიკული ართრიტი
- გაქვთ მდგომარეობა რაც მოითხოვს რეგულარულ და მუდმივ სისხლის ტრანსფუზიას
- გაქვთ აივ ინფექცია და თუ თქვენი რკინადეფიციტური ანემია კლინიკურად დამტკიცებული არ არის.
- გაქვთ ღვიძლის და თირკმლის მწვავე დაავადება
სანტაფერი® ფორტე სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ კუჭის წყლული, ექიმი გადაწყვეტს დანიშნოს თუ არა სანტაფერი® ფორტე. ორალური რკინის ფორმულების მიღებისას შეიძლება გამუქდეს განავლის ფერი; ეს ნორმალურია და არ საჭიროებს ჩარევას. არ იწვევს ცრუ-დადებით შედეგებს განავალში ფარული სისხლის გამოსავლენად. აქედან გამომდინარე ტესტის დროს მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის. სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლიზმის და ისეთი მდგომარეობისას, რამაც შეიძლება შეაფერხოს ნაწლავიდან რკინის შეწოვა. სხვადასხვა დაავადებისას და კიბოსთან დაკავშირებული ანემიის დროს გამოყენებული რკინა ინახება ღვიძლში, დაავადების ან კიბოს მკურნალობის შემდეგ ღვიძლიდან გამოდის და გამოყენებადი ხდება.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ან წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ ექიმს.
სანტაფერი® ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
სანტაფერი® ფორტეს გამოყენება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. სანტაფერი® ფორტე არ უნდა მიიღონ რძესთან ერთად. არ უნდა მიიღონ კალციუმის შემცველ პროდუქტებთან ან კალციუმის პრეპარატებთან ერთად. რკინის და რძის ან კალციუმის პროდუქტების მიღებას შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალი.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში ორსულობის დროს სანტაფერი® ფორტე შეიძლება რკინის დანამატის სახით გამოიყენოთ.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში ლაქტაციის დროს სანტაფერი® ფორტე შეიძლება რკინის დანამატის სახით გამოიყენოთ. რკინა გამოიყოფა ლაქტატში. ეს გამოყოფა არ იცვლება დედის რკინის დონის მიხედვით და საკვებით მიღებული რკინის რაოდენობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე ლაქტაციის დროს რკინის მიღება არ იწვევს ბავშვის რკინით ინტოქსიკაციას ან ბავშვის რკინის დეფიციტის აღმოფხვრას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
სანტაფერი® ფორტეს არ გააჩნია ეფექტი ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანტაფერი® ფორტეს ზოგიერთ შემავსებლის შესახებ
Ponceau 4R შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს.
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი იონურად არ ურთიერთქმედებსს საკვებთან ან პრეპარატებთან (ტეტრაციკლინები, ანტაციდები).
თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
- როგორ გამოიყენება სანტაფერი® ფორტე?
- ინსტრუქცია შესაბამისი გამოყენებისთვის და დოზირების/გამოყენების სიხშირე:
სანტაფერი® ფორტეს რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში. თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის შეიძლება დღეში ორი ტაბლეტის გამოყენება.
- გამოყენების გზა და მეთოდი
მიიღება ორალურად
- სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
ბავშვებში გამოყენება:
არ გამოიყენება ბავშვებში. ბავშვებში დოზირების უკეთ შერჩევისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს სანტაფერი® სიროფი 50მგ/5მლ და სანტაფერი® ორალური წვეთები 50მგ/1მლ.
ხანდაზმულებში გამოყენება
გამოიყენება მოზრდილების დოზა
- გამოყენების განსაკუთრებული პირობები:
სანტაფერი® ფორტე არ გამოიყენო ღვიძლის და თირკმლის მწვავე დაავადებისას. თუ ექიმმა სხვა მითითება არ მოგცათ, დაიცავით ეს ინსტრუქცია.
- არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება
- ექიმი გაცნობებთ სანტაფერი® ფორტეთი მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა ნაადრევად არ დაასრულოთ; რადგან მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის მეტაბოლიზმის სტატუსზე და სისხლის მაჩვენებლების ნორმალიზაციაზე. სისხლის ნორმალური მაჩვენებლების მიღების შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება მინიმუმ 1 თვის განმავლობაში ორგანიზმის რკინის მარაგის შევსებისთვის.
თუ ეჭვობთ, რომ სანტაფერი® ფორტე ძალიან სუსტი ან ძლიერია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი სანტაფერი® ფორტე
სანტაფერი® ფორტეს დოზის გადაჭარბებისას აღწერილია დიარეა, კუჭის ტკივილი და ღებინება, უფრო მწვავე შემთხვევებში მეტაბოლური აციდოზი, კუნთების მწვავე კრამპები და კომა.
რკინის შემცველი პროდუქტების შემთხევით მიღება იწვევს ფატალურ (სასიკვდილო) ტოქსიურობას 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. აქედან გამომდიანრე მედიკამენტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან მოწამვლის კოტნროლის ცენტრს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის სანტაფერი® ფორტე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ სანტაფერი® ფორტეს მიღება
ტაბლეტი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ და განაგრძეთ ჩვეული სქემით.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სანტაფერი® ფორტეთი მკურნალობის დასრულებისას.
არ არის დართული
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
როგორც ყველა მედიკამენტისას, გვერდითი ეფექტები შეიძლება აღინიშნოს იმ პირებში, რომლებსაც გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა სანტაფერი® ფორტეს შემადგენლობის მიმართ.
რომელიმე შემდეგი მოვლენის განვითარებისას შეწყვიტეთ სანტაფერი® ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
. ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების შეშუპება, განსაკუთრებით ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება პირის ან ყელის შეშუპების გამო.
მწვავე გამონაყარი
„ეს ყველა სერიოზული გვერდითი ეფექტია“ მათი განვითარება ნიშნავს რომ სერიოზული ალერგია გაქვთ სანტაფერი® ფორტეს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
რომელიმე შემდეგი მოვლენის განვითარებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარები განყოფილებას:
- ასთმა
ეს სერიოზული გვერდითი ეფექტია. შეიძლება საჭირო იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
თუ აღნიშნავთ რომელიმე შემდეგ მოვლენას აცნობეთ ექიმს:
- საჭმლის მონელების დარღვევა
- აბდომინალური დისკომფორტი
- გულისრევა, ღებინება
- მუცელში წვის შეგრძნება
- პირში მწარე სითხე
- მუცლის საშუალო ტკივილი
- კანის ქავილით მიმდინარე ბუშტუკები გამონაყარი, სიწითლე
- თივის ტკივილი
- შარდის და განავლის ფერის ცვლილება
ეს არის სანტაფერი® ფორტეს „მსუბუქი გვერდითი ეფექტები“.
თუ შეამჩნევთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ამ ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- სანტაფერი® ფორტეს შენახვა
სანტაფერი® ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, შეფუთვაში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C-ზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
სანტაფერი® ფორტე არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: Santa Farma İlaç Sanayi A.Ş.
Okmeydanı, Boruçiçeği Sokak, No: l6 34382 Şişli-iSTANBUL
ტელ: (+90 212) 220 64 00
ფაქსი: (+90 212)22257 59
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account