Levicom - ლევიკომი 500მგ 10 ტაბლეტი
ჩვენებები:სინუსიტი,ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებები,პნევმონია,პიელონეფრიტი და საშარდე გზების ინფექციები,ცისტიტი.
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი ჩანართი
ლევიკომი
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ჩანართი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც თუ დაავადების ნიშნები თქვენსას გავს
- გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომელბიც ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4.
რა არის მოცემული ამ ჩანართში:
1. რა არის ლევიკომი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ლევიკომის მიღებამდე
3. როგორ მიიღება ლევიკომი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ლევიკომი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ლევიკომი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და რითვის გამოიყენება
რა არის ეს მედიკამენტი
მედიკამეტნის სახელწოდებაა ლევიკომი. ლევიკომი შეიცავს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება ლევოფლოქსაცინი. მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს. ლევოფლოქსაცინი არის „ქინოლონური“ ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს იმ ბაქტერიებს, რომლებიც თქვენს ორგანზმში ინფექციებს იწვევენ.
ლევიკომი შეიძლება გამოიყენონ შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
• მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
• ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებები
• არაჰოსპიტალური პნევმონია
• გართულებული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
• პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები
• ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი.
• გაურთულებელი ცისტიტი
• ინჰალაციური ციმბირის წყლული: ექსპოზიციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
2. რა უნდა იცოდეთ ლევიკომი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ან აცნობეთ ექიმს
• თუ თქვენ ალერგიული ხართ ლევოფლოქსაცინის მიმართ, ნებისმიერი სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
• თუ ოდესმე გქონიათ ეპილეფსია.
• თუ ოდესმე შეგექმნათ პრობლემა მყესებთან დაკავშირებით, როგორიცაა ტენდონიტი, რომელიც დაკავშირებული იყო „ქინოლონური ანტიბიოტიკით“ თერაპიასთან. ტენდონი არის მყესი, რომელიც აკავშირებს თქვენს კუნთს თქვენს ჩონჩხთან
• თუ თქვენ ხართ ბავშვი ან მოზარდი
• თუ ორსულად ხართ, შესაძლოა დაორსულდეთ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ
• თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ
არ მიიღოთ ეს წამალი, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ. თუ დარწმუნებული არ ხართ, ლევიკომის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ ხართ 60 წლის და უფროსი ასაკის
• თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს, ზოგჯერ უწოდებენ სტეროიდებს (იხ. პარაგრაფი "სხვა მედიკამენტები და ლევიკომი“)
• თუ თქვენ გაქვთ ტვინის დაზიანება ინსულტის ან ტვინის სხვა დაზიანების გამო
• თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები
• თუ ოდესმე გქონიათ კრუნჩხვა
• თუ თქვენ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი. ამ მედიკამენტის მიღებისას თქვენ უფრო ხშირად გექნებათ სერიოზული პრობლემები სისხლში
• თუ ოდესმე გქონიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
• თუ ოდესმე გქონიათ გულის პრობლემები: სიფრთხილეა საჭირო ამ ტიპის მედიკამენტების გამოყენებისას, თუ თქვენ დაიბადეთ ან გაქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ოჯახური ანამნეზი (ნანახი ეკგ-ზე, გულის ელექტრულ ჩანაწერზე), გაქვთ მარილის დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), გაქვთ ძალიან ნელი გულის რიტმი (ე.წ. 'ბრადიკარდია'), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), გაქვთ გულის შეტევის ისტორია (მიოკარდიუმის ინფარქტი), ხართ ქალი ან ხანდაზმული ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ის არანორმალურ ცვლილებებს (იხ. პარაგრაფი "სხვა მედიკამენტების მიღება").
• თუ დიაბეტით დაავადებული ხართ
• თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები.
• თუ გაქვთ მიასთენია გრავის.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე აღნიშნული თქვენ გეხებათ, ლევიკომის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მედიკამენტები და ლევიკომი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები. ეს საჭიროა რადგან ლევიკომი შეიძლება მოქმედებდეს სხვა მედიკამენტების მუშაობაზე და პირიქით.
განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რომელიმე შემდეგი მედიკამენტი. ეს საჭიროა, რადგან შეიძლება ლევიკომთან ერთად გამოყენებისას მოიმატოს გვერდითი ეფექტების რისკმა:
• ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გათხელებისთვის. შეიძლება უფრო გქონდეთ სისხლდენა. შეიძლება ექიმს დაჭირდეს სისხლის რეგულარული ტესტების ჩატარება, რათა შეამოწმოს რამდენად შეუძლია თქვენს სისხლს შედედება.
• თქვენს გულისცემაზე მოქმედი მედიკამენტები. ამაში შედის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის პათოლოგიური რიტმისთვის (ანტიარითმული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპრამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიისთვის (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორებიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიატრიული აშლილობებისთვის (ანტიფსიქოზური საშუალებები), ბაქტერიული ინფექციებისთვის ('მაკროლიდური' ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი)
• თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების საწინააღმდეგოდ. ლევიკომთან ერთად მიღებისას მეტია კრუნჩხვის ალბათობა
• პრობენეციდი - გამოიყენება ნიკრისის ქარის დროს, ციმეტიდინი - გამოიყენება წყლულებისა და გულძმარვისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ რომელიმე ამ მედიკამენტის ლევიკომთან ერთად მიღების დროს. თუ თირკმელების პრობლემები გაქვთ, ექიმმა შეიძლება ისურვოს უფრო დაბალი დოზის გამოყენება.
• ციკლოსპორინი გამოყენებული ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს. მეტია ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტების ალბათობა
• კორტიკოსტეროიდები, ზოგჯერ სტეროიდებსაც უწოდებენ - გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ. თქვენ შეიძლება უფრო გაგიჩნდეთ ანთება ან / და მყესის გაგლეჯა.
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDS) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. მეტია კრუნჩხვების ალბათობა ლევიკომის აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებთან ერთად მიღებისას.
არ მიიღოთ ლევიკომის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შემდეგ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ამან შეიძლება იმოქმედოს ლევიკომის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ეფექტზე:
· რკინის შემცველი ტაბლეტები (ანემიისთვის), თუთიის დანამატები, მაგნიუმი ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (მჟავას ან გულძმარვის სამკურნალოდ), დიდანოზინი, ან სუკრალფატი (კუჭის წყლულისთვის). იხილეთ პარაგრაფი 3 "თუ უკვე იღებთ რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს".
შარდის ტესტები ოპიატებზე
შარდის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს "ცრუ-დადებითი" შედეგები ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებისას, რომლებსაც ეწოდება "ოპიატები" იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ ლევიკომს. თუ ექიმმა შარდის ტესტირება დანიშნა, აცნობეთ მას, რომ ლევიკომს იღებთ.
ტესტი ტუბერკულოზზე
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს „ცრუ ნეგატიური“ შედეგი ზოგიერთი ტესტისას, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის ლაბორატორიულად გამოსავლენად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი თუ:
· ორსულად ხარ, შეიძლება დაორსულდეთ ან ორსულობას ეჭვობთ
· თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან ძუძუთი კვებას გეგმავთ
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ შეიძლება აღგენიშნებოდეთ გვერდითი ეფექტები, მათ შორის თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრიალების შეგრძნება (ვერტიგო-თავბრუ) ან მხედველობის ცვლილებები. ზოგიერთ გვერდითმა მოვლენამ შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციაზე და თქვენი რეაქციის სიჩქარეზე. თუ ეს მოხდება, არ მართოთ ავტომობილი ან შეასრულოთ რაიმე სამუშაო, რომელიც ყურადღების მაღალ დონეს მოითხოვს.
ლევიკომი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს sunset yellow (E110)
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს საღებავს sunset yellow (E110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
3. როგორ მიიღება ლევიკომი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით.
ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ მედიკამენტის მიღება
• მედიკამენტი მიიღეთ პერორალურად
• გადაყლაპეთ ტაბლეტი წყალთან ერთად
ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებას შორის პერიოდში
დაიცავით კანი მზის სინათლისგან
მზის პირდაპირი სხივებისგან თავი შეიკავეთ ამ მედიკამენტის მიღების დროს და მისი მიღებიდან 2 დღის განმავლობაში. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი კანი მზისადმი გაცილებით მგრძნობიარე გახდება და შესაძლოა განვითარდეს დამწვრობა, ნახეთქები ან მწვავე ბლისეტები თუ არ მიიღებთ შემდეგ ზომებს:
• დარწმუნდით, რომ იყენებთ მზისგან დამცავი მაღალი ფაქტორის კრემს.
• ყოველთვის ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც მოიცავს თქვენს მკლავებსა და ფეხებს.
• მოერიდეთ მზის აბაზანებს.
თუ უკვე იღებთ რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს
•არ მიიღოთ ეს მედიკამენტები ლევოფლოქსაცინის შემოგარსულ ტაბლეტებთან ერთად. ამ მედიკამენტების დოზა მიიღეთ ლევოფლოქსაცინის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.
რამდენი უნდა მიიღოთ
· თქვენი ექიმი გადაწყვეტს რამდენი ლევოფლოქსაცინის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა მიიღოთ
· დოზა დამოკიდებული იქნება ინფექციის ტიპზე და სხეულში ლოკალიზაციაზე
· თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ინფექციის სიმძიმეზე
· თუ ფიქრობთ, რომ თქვენი წამლის ეფექტი ძალიან სუსტია ან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა, არამედ მიმართეთ ექიმს.
მოზრდილები და ხანდაზმულები
სინუსების ინფექციები
· ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი, 500 მგ, დღე-ღამეში ერთხელ.
ფილტვის ინფექციები ადამიანებში, რომლებსაც ხანგრძლივად აღენიშნებათ სუნთქვის პრობლემები
ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი, 500 მგ, დღე-ღამეში ერთხელ.
პნევმონია
ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი, 500 მგ, დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ.
საშარდე ტრაქტის ინფექციები თირკმლის ან შარდის ბუშტის ჩათვლით
ერთი ან ½ ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი, 500 მგ, დღე-ღამეში ერთხელ.
პროსტატის ჯირკვლის ინფექცია
· ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი, 500 მგ, დღე-ღამეში ერთხელ.
კანის და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები კუნთების ჩათვლით
ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი, 500 მგ, დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ.
თირკმლის პრობლემების მქონე მოზრდილები და ხანდაზმულები
ექიმს შეიძლება დაჭირდეს უფრო დაბალი დოზის გამოყენება
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და თინეიჯერებში ეს მედიკამენტი არ უნდა გამოიყენოთ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლევიკომი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თუ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, აცნობეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიიღოთ სხვა სამედიცინო რჩევა. წამლის შეფუთვა თან წაიღეთ. ეს საჭიროა, რომ ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ. შეიძლება განვითარდეს შემდეგი ეფექტები: კრუნჩხვები, დაბნეულობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება, ტრემორი და გულის პრობლემები - იწვევს გულის არათანაბარ რიტმს, აგრეთვე ავადმყოფობის შეგრძნებას (გულისრევა) ან კუჭის წვა.
თუ დაგავიწყდათ ლევიკომი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ თუ უკვე შემდეგი დოზის მიღების დრო არ არის. გამოტოვებულის კომპენსაციისთვის შემდეგი დოზა არ გააორმაგოთ.
თუ წყვეტთ ლევიკომის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებას
არ შეწყვიტოთ ლევიკომის მიღება მხოლოდ იმის გამო, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ექიმის დანიშნული კურსი. თუ ძალიან მალე შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას, ინფექცია შეიძლება დაბრუნდეს, შესაძლოა თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს ან ბაქტერიები შეიძლება გახდეს მედიკამენტის მიმართ რეზისტენტული.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტი, ეს პრეპარატიც შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და ხშირად მოკლე დროში ქრება.
შეწყვიტეთ ლევიკომის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს შემდეგი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში:
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)
· გაქვთ ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
შეწყვიტეთ ლევიკომის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს-შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში)
· წყლიანი დიარეა, შეიძლება სისხლიანი, შესაძლოა კუჭის კრამპები და მაღალი ტემპერატურა. ეს შეიძლება იყოს ნაწლავების ძლიერი პრობლემის ნიშნები.
· ტკივილი და ანთება თქვენს მყესის ან იოგის მიდამოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაგლეჯა. ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი
· კრუნჩხვები (კონვულსიები).
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)
წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება ეს შეიძლება იყოს „ნეიროპათიის“ ნიშნები
სხვა
· კანის სერიოზული გამონაყარი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანის ბუშტუკებს ან აქერცლვას თქვენი ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირისა და სასქესო ორგანოების გარშემო.
• მადის დაკარგვა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა, მუქი ფერის შარდი, ქავილი ან მუცლის გამაგრება. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ღვიძლის ფატალურ უკმარისობას.
თუ მხედველობა გაუარესდა ან სხვა სახის დარღვევა გაქვთ თვალის მხრივ, სანამ იღებთ ლევოფლოქსაცინს, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ოფთალმოლოგთან.
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა მძიმდება ან რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდება:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
• ძილის პრობლემები
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
• ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება) და დიარეა
• თქვენს სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
სხვა ბაქტერიების ან სოკოების რაოდენობის ცვლილებები, Candida სოკოებით გამოწვეული ინფექციები, რაც შეიძლება მკურნალობას საჭიროებდეს,
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, რომლებიც ნაჩვენებია სისხლის ზოგიერთი ტესტის შედეგების მიხედვით (ლეიკოპენია, ეოზინოფილია)
• სტრესის შეგრძნება (შფოთვა), დაბნეულობის შეგრძნება, ნერვიულობის შეგრძნება, ძილიანობა, კანკალი ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
• სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე)
• ცვლილებები გემოვნების საკითხში, მადის დაკარგვა, დიარეა ან საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), ტკივილი კუჭის არეში, შებერილობის შეგრძნება (მეტეორიზმი) ან ყაბზობა.
• ქავილი და კანის გამონაყარი, მწვავე ქავილი ან ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ზედმეტი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
• სახსრების ტკივილი ან კუნთების ტკივილი
• სისხლის გამოკვლევებმა შეიძლება უჩვეულო შედეგები გამოიწვიოს ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმელების (კრეატინინის მომატება) პრობლემების გამო
• ზოგადი სისუსტე
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 ადამიანში)
• მსუბუქი სისხლჩაქცევები და სისხლდენა, სისხლის თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო (თრომბოციტოპენია)
• სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ნეიტროპენია)
• გადაჭარბებული იმუნური პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა)
• სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დიაბეტი.
•არ არსებულის ხილვა ან გაგონება (ჰალუცინაციები, პარანოია), თქვენი აზრისა და აზრების შეცვლა (ფსიქოზური რეაქციები), სუიციდური აზრების ან მოქმედების გათვალისწინებით.
• დეპრესიის შეგრძნება, მენტალური პრობლემები, მოუსვენრობა (აჟიტაცია), არანორმალური სიზმრები ან კოშმარები
• მოჭერის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზია)
• სმენასთან (ტინტუსი) ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები (ბუნდოვანი მხედველობა)
• უჩვეულოდ სწრაფი გულის ცემა (ტაქიკარდია) ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
•კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მიასთენია გრავის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება).
• თირკმლის მუშაობის პროცესის ცვლილება და ზოგჯერ თირკმელების უკმარისობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის ალერგიული რეაქციით, რომელსაც ეწოდება ინტერსტიციული ნეფრიტი.
•ცხელება
სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს შემდეგს:
• სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება (ანემია): ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე ან სიყვითლე, სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების გამო; ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)
• ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადად ავადობის შეგრძნება, რომელიც არ ქრება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზი).
• ცირკულაციის დაკარგვა (ანაფილაქსიის მსგავსი შოკი)
• სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის შემცირება, რომელიც იწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დიაბეტი.
• საგნების სუნის ცვლილება, სუნის ან გემოვნების დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია)
• გადაადგილებისა და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
• ცნობიერების ან წონასწორობის დროებითი დაკარგვა (სინკოპია)
• მხედველობის დროებითი დაკარგვა
• სმენის დაზიანება ან დაკარგვა
• გულის არანორმალური სწრაფი რიტმი, სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულის რიტმის ჩათვლით, გულის რითმის შეცვლა (ე.წ. "QT ინტერვალის გახანგრძლივება", რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ელექტრულ ჩანაწერზე)
• სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი)
• ფილტვების ალერგიული რეაქციები
• პანკრეატიტი
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
• კანის მგრძნობელობის გაზრდა მზის და ულტრაიისფერი სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობა)
• სისხლძარღვების ანთება, რომლებიც სისხლს ატარებენ თქვენს ორგანიზმში ალერგიული რეაქციის გამო (ვასკულიტი)
• პირის ღრუს ქსოვილების ანთება (სტომატიტი)
• კუნთების გაგლეჯა და კუნთების დესტრუქცია (რაბდომიოლიზი)
• სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი)
• ტკივილი, მათ შორის ტკივილი ზურგის, გულმკერდის და კიდურების მიდამოში
• პორფირიის შეტევა იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება)
• მუდმივი თავის ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია)
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ან ექთანს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის საშუალებით, შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორი ინახება ლევიკომი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს მედიკამენტი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ვადის გასვლის თარიღი ეხება თვის ბოლო დღეს.
ბლისტერი შეინახეთ კოლოფში, სინათლისგან დაცვისთვის, 25°C- ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლევიკომი
ლევიკომის ყოველი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლტი შეიცავს ლევოფლოქსაცინის ჰემიდიჰდატს, რომელიც არის 500 მგ ლევოფლქოსაცინის ექვივალენტური.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, FD&C ლურჯი #2/ინდიგო კარმინი aluminum lake (E132), FD&C yellow #6/Sunset Yellow aluminum lake (E110), რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი (E171). დამატებით 500 მგ ტაბლეტი შეიცავს რკინის ყვითელ ოქსიდს.
ლევიკომის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ლევიკომი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ფორთოხლისფერი, წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ნაზოლით. ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნახევრად.
ლევიკომი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერებში, ბლისტერები შეიცავს
1, 5, 7 და 10 ტაბლეტს.
ბაზარზე შეიძლება ხელმისაწვომი არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი :
“შ.პ.ს ჰელიოს ფარმა“, საქართველო
მწარმოებელი:
ფარმათენი ს.ა., საბერძნეთი
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account