Cavinton - კავინტონი 10მგ/2მლ. 10ამპულა

განსაკუთრებული ფასი 24,31 GEL რეგულარული ფასი 25,59 GEL
მარაგშია
SKU
840_2

ჩვენება: მწვავე, კეროვანი იშემიური ცერებროვასკულური დაავადებები, აპოპლექსიური წარმოშობის გამოკლებით.

კავინტონი საინექციო
(Cavinton)

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში

შემადგენლობა: 1 ამპულა (2 მლ) შეიცავს 10 მგ ვინპოცეტინს.

იხილეთ ბლოგი: კავინტონი: ტვინის ფუნქციის გაძლიერების საიმედო საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კავინტონი ასტიმულირებს თავის ტვინის პერფუზიას, რაც იწვევს მისი ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას. ექსპერიმენტული მონაცემებით აუმჯობესებს თავის ტვინში რეგენერაციულ პროცესებს ჰიპოქსიის მოდელირების შედეგად.

ჩვენება: მწვავე, კეროვანი იშემიური ცერებროვასკულური დაავადებები, აპოპლექსიური წარმოშობის გამოკლებით.

წინააღმდეგჩვენება: ორსულობის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულის დეკომპენსირების დროს ბრადიკარდიით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებსაც ელექტროკარდიოგრამაზე აღენიშნებათ QT ინტერვალის გახანგრძლივება.

დოზირება: პრეპარატი შეყავთ მხოლოდ ნელი წვეთოვანი ინფუზიის გზით. საწყისი დღეღამური დოზა შეადგენს 20 მგ (2 ამპულის შიგთავსი 500-1000 მლ საინფუზიო ხსნარში). შემდგომში ჩვეულებრივი დღეღამური დოზა შეადგენს 30 მგ-ს (3 ამპულის შიგთავსი 500-1000 მლ საინფუზიო ხსნარში). პაციენტის მდგომარეობის და პრეპარატის ამტანობის მიხედვით შესაძლებელია დოზის თანდათან მომატება და საერთო დღეღამური დოზა პრეპარატის მეათე დღეს გადასხმის სახით მიღებისას შეადგენს 1 მგ/კგ სხეულის წონაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: კავინტონის საინექციო ხსნარი შეუთავსებელია ჰეპარინთან, ამიტომ ჰეპარინთან მისი ერთ შპრიცში მოთავსება და იმ პაცინტებში, რომლებიც იღებენ ჰეპარინს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები: არტერიული წნევის დაქვეითება, იშვიათად აღინიშნება ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია.
შენახვის ვადა: 5 წელი

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 15-30°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 10 ამპულა (2 მლ-იანი).

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy