Depakine chrono - დეპაკინი ხრონო 300მგ 100 ტაბლეტი

22,18 GEL
მარაგშია
SKU
455_389

ჩვენება:დეპაკინ ქრონო გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში ბიპილარული აფექტური მოშლილობისას, მანიაკალური სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

სავაჭრო სახელწოდება:
დეპაკინ ქრონო/ DEPAKINE CHRONO

საერთაშორისო არასაპატენტო სახელწოდება
დეპაკინ ქრონო/ DEPAKINE CHRONO

წამლის ფორმა:
300 მგ და 500 მგ გახანგძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:
პრეპარატი დეპაკინ ქრონოს მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს
ნატრიუმის ვოლპროატი და ვალპროის მჟავა
ტაბლეტები შეიცავენ შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს:
300 მგ დეპაკინ ქრონო
ჰიპრომელოზა 400 (300 mПа.с), ეთილცელულოზა 20 mПа.с, ნატრიუმის საქარინი, ჰიდრატირებული კოლოიდური დიოქსიდ კრემნია, ჰიპრომელოზა (6 mПа.с), მიკროგოლი 600, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, 30%-იანი პოლიაკრილატის დისპერსია.
500 მგ დეპაკინ ქრონო
ჰიპრომელოზა 400 (300 mПа.с), ეთილცელულოზა 20 mПа.с, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის საქარინი, სილიციუმის ჰიდრატირებული კოლოიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა (6 mПа.с), მიკროგოლი 600, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, 30%-იანი პოლიაკრილატის დისპერსია

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დეპაკინ ქრონო მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატთა იმ ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც ანტიკონვულსანტები ან ანტიეპილეფსიური საშუალებები

ჩვენება:
დეპაკინ ქრონო გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში ბიპილარული აფექტური მოშლილობისას, მანიაკალური სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

უკუჩვენება:
დეპაკინი ქრონოს მიიღება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰეპატიტი (სიყვითლე)
- თუ კი თქვენ ან თქვენს უახლოეს ნათესავებს წარსულში ჰქონდათ მწვავე ჰეპატიტი, განსაკუთრებით კი, თუ იგი გამოწვეული იყო სამკურნალო საშუალებების გამოყენებით
- ნატრიუმის ვალპროატის გამოყენებისას ალერგიული რეაქციები:
- თირკმლისმიერი პორფირია

განსაკუთრებული გაფრთხილება:
დეპაკინი ქრონოს გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს ზოგიერთი მდგომარეობა:
დაღლილობის, ძილიანობის, მადის დაკარგვის, ღვიძლის ან თირკმელების პრობლემების, განმეორებითი ღებინების, გულისრევის, მუცელში ტკივილის ან გულყრის განმეორების შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ბავშვს, მკურნალობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს წარსულში ან ამჟამად გადატანილ ყველა დაავადების შესახებ.
საქმის კურსში ჩააყენეთ ექიმი, თუ კი თქვენ (ან რომელიმე თქვენი უახლოესი ნათესავს) აღენიშნებოდა მომატებულ გრძნობელობა მედიკამენტების მიმართ, განსაკუთრებით სალიცილის მჟავას (ასპირინის) წარმოებულების მიმართ.
ექიმს შეუძლია დანიშნოს სისხლში ვალპროატის კონცენტრაციის დონის, ღვიძლის ფუნქციის (განსაკუთრებით მკურნალობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში) და სისხლის ანალიზის მუდმივი კონტროლი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობა: თუ კი თქვენ ორსულად ბრძანდებით ან შეიძლება დაორსულდეთ დეპაკინი ქრონოს მიღების პერიოდში, აუცილებელია ამის შესახებ შეატყობინოთ ექიმს. იგი შეძლებს ორსულობის დაწყებისთანავე (პირველი ტრიმესტრი) თქვენი მდგომარეობისა და მკურნალობის გათვალისწენებით, დააწესოს შესაბამისი კონტროლი.
ძუძუთი კვება: აუცილებელია ექიმისგან კონსულტაციის მიღება, თუ კი თქვენ გსურთ ჩვილის ძუძუთი კვება.

მიღების წესები და დოზა:
პრეპარატი საჭიროა მიღებულ იქნეს თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით, ჩვეულებრივ საწყის დოზას შეადგენს 10-15 მგ/კგ ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად. პრეპარატზე რეაქციის გათვალისწინებით დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი ან შემცირებული.
პრეპარატის მიღება შეიძლება დღეში ერთხელ, ის ეძლევა ბავშვებს, თუ მათ შეუძლიათ მიიღონ ის ასეთი ფორმით (გაითვალისწინეთ დოზირება და 500 მგ დეპაკინი ქრონოს ტაბლეტების ზომები, რადგან ისინი ძირითადად განკუთვნილია მოზრდილებისა და ბავშვებისათვის რომელთა წონა მეტია 17 კგ-ზე)
დოზის გამოტოვება:
თუ კი თქვენ შემთხვევით გამოგრჩათ პრეპარატის მიღება, ჩვეულებრივ მიიღეთ შემდეგი დოზა. მიზანშეწონილი არ არის 2 ტაბლეტის ზედიზედ მიღება, გამოტოვებული დოზის აღდგენის მიზნით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი წამლის მიღების შესახებ აცნობეთ ექიმს. მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულზე. აუცილებლად შეატყობინეთ თქვენ ექიმს თუ კი ამჟამად იღებთ ზოგიერთ წამლებს:
- ნეიროლეფსიურებს, ანტიდეპრესანტებს, ანქსიოლოტებს (ბენზოდიაზეპინები) ანტიკონვულსანტებს (ფენობარბიტალი, ფენიტიონი, პრიმიდონი, ლამოტრიდჟინი, კარბამაზეპინი).
- ზიდოვუდინს
- სალიცილის მჟავას (ასპირინი)
- მალარიის საწინააღმდეგო საშუალებების (მეფლოქინი) ან ანტიბიოტიკებს (ერითრომიცინი, ნეიროპენი, პანიპენი).
- ციმეტიდინს
- ანტიკოაგულანტების რომლებიც მოქმედებენ K ვიტამინის ფაქტორზე
თქვენი ექიმი განსაზღვრავს ამ პრეპარატის მიღების ან მკაცრი კონტროლის აუცილებლობას და მკურნალობის რეჟიმისა და დოზის შეცვლის შესაძლებლობას.
გავლენა ავტომანქანის მართვის უნარზე და იმ საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას:
მცირეა დეპაკინ ქრონოს გავლენის ალბათობა ავტომანქანის მართვის უნარზე და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ზედმეტ ყურადღებას. თუმცა მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობის შეგრძნება, განსაკუთრებით, თუ კი თქვენ იღებთ ანტიკონვულსანტებს ბენზოდიაზეპინებთან ერთად. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ თქვენ იგრძნობთ ძილიანობას არ უნდა მართოდ ავტომანქანა ან შეასრულოთ სამუშაო, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღების დროს ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- გულისრევა ან ტკივილები მუცელში (მკურნალობის დაწყების დროს)
- მადის და წონის მომატება
- მენსტრუალური დაღრვევები
- კანის რეაქციები, თმის ცვენა
- ხელების მსუბუქი კანკალი, ძილიანობა
- ღვიძლის ან პანკრესასის ფუნქციის დარღვევა
- სისხლის შედედების დარღვევა
- სმენის დაკარგვა ან თირკმლის ფუნქციის დროებითი დარღვევა
ამ გვერდითი ეფექტების განოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- ღვიძლის (სიყვითლე) ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა
- საჭმლის მონელების მოშლა (მადის დაკარგვა, გულრევა, განმეორებითი ღებინებით, ტკივილი მუცელში და კუჭში)
- ნერვული მოშლილობა აზროვნების არევით ან განმეორებითი გულყრების
- კანის რეაქციები
- სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ასევე საჭიროა ექიმის ინფორმირება მათ შესახებ

ჭარბი დოზა:
შემთხვევით პრეპარატის მაღალი დოზის მიღებისას ან ბავშვის მიერ ტაბლეტების დიდი რაოდენობის მიღებისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

შენახვის ვადა:
პრეპარატის მიღება დაუშვებელია შეფუთვაზე ან ფლაკონზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (25ºC-მდე) დამცავ შეფუთვაში
ტაბლეტები კონტეინერიდან წინასწარ არ ამოიღოთ.

გამოშვების ფორმა:
300 მგ 50 ტაბლეტიანი დეპაკინი ქრონო მოთავსებულია პოლიპროპილენის კონტეინერში. 2 კონტეინერით მუყაოს ყუთში
500 მგ 30 ტაბლეტიანი დეპაკინ ქრონო მოთავსებულია პოლიპროპილენის კონტეინერში.

გაცემის პირობები:
რეცეპტით

მწარმოებელი:
სათავო წარმომადგენლობა:
სანოფი ვინტროპ ინდუსტრია
82 Avenue Rashail
94255 AENTILLY
საფრანგეთი
წარმოების ადგილი:
“სანოფი ვინტროპ ინდუსტრია” (1 rue de la Vierga 33440 AMBARES), საფრანგეთი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy