Valprid chrono - ვალპრიდ ქრონო 500მგ 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 25,71 GEL რეგულარული ფასი 35,70 GEL
მარაგშია
SKU
43828_794
ვალპრიდი ძირითადად ნაჩვენებია პირველადი გენერალიზებული ეპილეფსიის სამკურნალოდ, განსაკუთრებით მიოკლონური კრუნჩხვების დროს. აგრეთვე გამოიყენება პარციალური კრუნჩხვების დროს, ბიპოლარული დაავადების მწვავე მანიაკალური ფაზის სამკურნალოდ და შაკიკის პროფილაქტიკისა

ფორმა: ტაბლეტი #100
გენერიკული დასახელება: ვალპროატის ნატრიუმი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება
მწარმოებელი: “MIჩღO LABშ LIMIთED” (ინდოეთი)
წს #რ 001571 26.06.06

შემადგენლობა: ვალპრიდ – კრ 500: თითოეული შემოგარსული კონტროლირებადი გამონთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს: ვალპროატ ნატრიუმს IP 333მგ და ვალპროის მჟავას UშP 145მგ (ორივე ერთად შეესაბამება ვალპროატის ნატრიუმის 500მგ).

ქიმიური სტრუქტურა: ვალპროატ ნატრიუმი არის ნატრიუმის 2-პროპილპენტანოატი, ხოლო ვალპროის მჟავა _ 2-პროპილპენტანოის მჟავა.

ფარმაკოლოგია: ვალპროატი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. Mმისი მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია გაემ (გამა-ამინოერბოს მჟავა) - ერგული ნეირონული გზების გააქტიურებით. მისი მოქმედება კომპლექსურია და მექანიზმი ბოლომდე არ არის გარკვეული.

ფარმაკოკინეტიკა: აბსორბცია: კონტროლირებადი გამონთავისუფლების შემდეგ ვალპრიდი მთლიანად და სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. შეწოვაზე გავლენას ახდენს კუჭში საკვების არსებობა.
ორგანიზმში განაწილება: სისხლში ვალრპოატის 50მკგ/მლ კონცენტრაციის პირობებში ვალპროატის 90-95% უკავშირება პლაზმის პროტეინებს, ხოლო მისი 100მკგ/მლ კონცენრაციისას ქვეითდება 80-85%-მდე. იგი გადის პლაცენტურ ბარიერს და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად.
მეტაბოლიზმი: ვალპროატები ძირითადად მეტაბოლიზირდება ღვიძლში. მათი დიდი ნაწილი გლუკორონიდიზაციის მეშვეობით, ხოლო მცირე ნაწილი სხვადასხვა კომპლექსური მექანიზმებით.
გამოყოფა: ვალპრიდი თითქმის მთლიანად გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით. მცირე რაოდენობით გამოიყოფა განავალთან ერთად.

ჩვენებები: ვალპრიდი ძირითადად ნაჩვენებია პირველადი გენერალიზებული ეპილეფსიის სამკურნალოდ, განსაკუთრებით მიოკლონური კრუნჩხვების დროს. აგრეთვე გამოიყენება პარციალური კრუნჩხვების დროს, ბიპოლარული დაავადების მწვავე მანიაკალური ფაზის სამკურნალოდ და შაკიკის პროფილაქტიკისათვის.

წინააღმდეგჩვენებები: ვალპრიდი წინააღმდეგნაჩვენებია ღვიძლის დაავადებების და აგრეთვე ოჯახის წევრების ანამნეზში ღვიძლის მძიმე დისფუნქციის არსებობისას; 3-წლამდე ასაკის ბავშვებში და პირებში რომლებსაც აქვთ მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევები, თავის ტვინის ორგანული დაავადებები ან მძიმე კრუნჩხვითი მოვლენები გონებრივი ჩამორჩენილობით.

გვერდითი მოვლენები: ხშირად ადგილი აქვს ჩივილებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას. შეიძლება ადგილი ჰქონდეს მომატებულ მადას და წონის გაზრდას. იშვიათ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: შეშუპება, თავის ტკივილი, სისხლდენის დროის შექცევადი გახანგრძლივება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. ნევროლოგიურ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: ატაქსია, კანკალი, სედაცია, ძილიანობა, გონების დაბინდვა. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ენცეფალოპათია და კომა, განსაკუთრებით მაღალი საწყისი დოზებით მკურნალობისას ან დოზის სწრაფად მომატების შემთხვევაში.

გაფრთხილება: ღვიძლის დაზიანების რისკი იზრდება განსაკუთრებით სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან კომბინაციისას. ღვიძლის ფუნქციები უნდა განისაზღვროს პერიოდულად, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში. უნდა წარმოებდეს დაკვირვება პროთრომბინის დროსა და თრომბოციტების ფუნქციაზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან: ტოქსიკური და რთული ურთიერთქმედება შეიძლება განვითარდეს სხვა ანტიეპილიფსიურ წამლებთან კომბინაციის დროს. ჰეპატოტოქსიკურობის გამო არ უნდა იყოს გამოყენებული ისეთ წამლებთან ერთად, რომლებიც ასევე აზიანებენ ღვიძლს. სიფრთხილეა საჭირო სისხლის კოაგულაციაზე მოქმედ წამლებთან ერთად დანიშვნის დროს, როგორიცაა ვარფარინი და ასპირინი. სალიცილატებთან ერთად დანიშვნისას იზრდება ვალპროატის კონცენტრაცია პლაზმაში. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედ წამლებთან და ალკოჰოლთან ერთად დანიშვნის დროს პოტენცირდება დამთრგუნველი მოქმედება.

დოზირება: პრეპარატი უნდა დაინიშნოს თანდათანობითი მზარდი დოზით.Mმკურნალობა უნდა დაიწყოს უმცირესი შესაძლო დოზით. დოზირება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პაციენტის რეაგირებაზე მკურნალობის მიმართ. კონტროლირებადი გამონთავისუფლების ტაბლეტის სამკურნალწამლო ფორმა საშუალებას იძლევა პრეპარატი დაინიშნოს დღეში ერთხელ. საწყისი დოზა უნდა იყოს 600მგ დღეში. დოზირება უნდა გაიზარდოს თანდათანობით 200მგ-ით ყოველ მესამე დღეს მაქსიმუმ 2.5გ-მდე დღეში. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1-2გ-ს დღეში.
ბავშვებში უნდა განისაზღვროს წამლის ამტანობა მის დანიშვნამდე. 20კგ-მდე წონის ბავშვებში: საწყისი დოზა არის 20მგ 1კგ სხეულის წონაზე დღეში. 20კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში საწყისი დოზა უნდა იყოს 400მგ დღეში. დოზა თანდათანობით უნდა გაიზარდოს, სანამ არ მიიღწევა ადექვატური კონტროლი. მაქსიმალური დოზა არის 40მგ/კგ დღეში.

ჭარბი დოზირება და მისი მკურნალობა: ჭარბი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, სედაცია, კანკალი და კომა. კუჭის ამორეცხვა შეიძლება არ იყოს ეფექტური, რადგან წამალი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. გააქტივებული ნახშირი ამცირებს დარჩენილი წამლის შეწოვას. Mმკურნალობა ძირითადად სიმპტომურია.

გამოშვების ფორმა: შემოგარსული, კონტროლირებადი გამონთავისუფლების ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ალუმინის ბლისტერში. 100 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ ცივ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy